უცნობი ქველმოქმედი, რომელიც თავიდან ივანიშვილი გვეგონა, მაგრამ…

უცნობმა ქველმოქმედმა, ადგილობრივ სასურსათო მაღაზიებში ახლომდებარე რაიონების ყველა მცხოვრებთა დავალიანება გადაიხადა. იუწყება ადგილობრივი მედია. შემთხვევა თურქეთის ქალაქ დიარბაქირში მოხდა.

თურქეთის ზოგიერთ ქალაქში მცირე ზომის მაღაზიებში მოსახლეობა უფულობის გამო ხშირად იღებს პროდუქტს “ნისიად,” მაღაზიის მეპატრონე კი დავალიანების სიას სპეციალურ რვეულში იწერს.

“ამ დღეებში ჩემთან მაღაზიაში შემოვიდა მაღალი, შავგვრემანი მამაკაცი და მითხრა, რომ ადგილობრივების დავალიანების გადახდა სურდა. 12, 500 თურქული ლირის (ორი ათას დოლარზე მეტი) ვალის გადახდის შემდეგ სტუმარმა რვეულის ფურცლები ამოხია, დაწვა და წავიდა”, – უთხრა მედიას ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელმა.

მისი თქმით, მოვალეების უმეტესობა მომხდარს ვერ იჯერებდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გასული წლის ბოლოს თურქეთის პროვინციებში გამოჩნდა უცნობი ადამიანი, რომელიც მაღაზიებში მოსახლეობის დავალიანებას იხდიდა და ბავშვებსა და უსახლკაროებს ფულს ურიგებდა. ის თავის ვინაობას არ ამხელდა, ამიტომ მადლიერმა მოსახლეობამ მას “რობინ ჰუდი” დაარქვა.

ბიძინა გვეგონა იქნებოდა თავიდან, ივანიშვილი – აქაც ხომ გადაუხადა უმადურ ქართველებს არჩევნების წინ ვალი – მაგრამ, მას შემდეგ, რაც ქვეყნის პირველი მოქალაქე გახდა, ავსტრალიასაც კი არ ეხმარებიან უჩუმრად და – ეს ინკოგნიტობა გვაბნევს!

ალია

გაზიარება:

კომენტარი

  1. ანონიმური

    ივაანიშვილზე მეტი კარგი სამქე არავის არ აქვს გაკეთებული ამ ქვეყნისთვის

  2. ანონიმური

    ღმერთ გაახარებს ივანიშვილს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.