„უცებ დიდი ჩოჩქოლის და სროლის ხმა მომესმა“ – გიორგი კეკელიძე ახალქალაქში მომხდარ მკვლელობაზე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე ახალქალაქში მომხდარ ჩხუბზე წერს, რომელსაც 27 წლის ახალგაზრდას სიცოცხლე ემსხვერპლა:

„ახალქალაქში ვართ ტრადიციული მისიით – სოფლებში ბიბლიოთეკებს ვაფუძნებთ. ცოტა შეუძლოდ გახლდით და სასტუმროში დაბინავებულს, ჩამეძინა. უცებ დიდი ჩოჩქოლის და სროლის ხმა მომესმა, რომელმაც მალევე მოშორებით გადაინაცვლა. ახლა ვარკვევთ, რომ კონფლიქტისას ერთი ადამიანი მოუკლავთ, ოცდაათს არმიღწეული. საშინელი განცდაა ამდენი სიკვდილის ასე ხშირად და ასე ახლოს მოსმენა.“

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.