უშიშროების აგენტების სია, რომელიც შევარდნაძემ სააკაშვილს გადასცა?!

უშიშროების ყოფილმა თანამშრომელმა მიხეილ სააკაშვილის აგენტურული საქმიანობის შესახებ „ალიას“ ინტერვიუ მისცა, თუმცა გასაგები მიზეზების გამო, მის ვინაობასა, ინკოგნიტოდ ვტოვებთ. გთავაზობთ ჩვენი საუბრის, აუდიოჩანაწერის საგაზეთო ვერსიას:

– ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ სააკაშვილმა სუკის აგენტურის მეშვეობით ააშენა დემოკრატია და ეს არის სუკის დემოკრატია. მივყვეთ ქრონოლოგიას და ამ სიტყვების დამადასტურებლ ფაქტებს.

მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი და არაწამყვანი უნივერსიტეტები ყოველთვის იყო სპეცსამსახურების კურირების ქვეშ და ამიტომაც იყო, რომ ამ სასწავლებლების წიაღში არაერთი მზვერავი და ჯაშუში აღიზარდა. ამ მხრივ, კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც სააკაშვილმა მიიღო განათლება, არასდროს ყოფილა ჩამორჩენილი და ცნობილია, რომ მის კედლებში არაერთი მზვერავი აღიზარდა. ან რატომ ჩამორჩებოდა კიევის უნივერსიტეტი ჩიკაგოს უნივერსიტეტს, რომელიც სახელგანთქმულია ასეთი მზვერავებით. ჰოდა, ასეთი უნივერსიტეტის წიაღში გამოიჩეკა ახალგაზრდობის ლენინური კომკავშირის „მგზნებარე წევრი“ და საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო ჯარების ეფრეიტორი მიხეილ სააკაშვილი.

ახლა ორიოდე სიტყვა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის შესახებაც უნდა ითქვას, რომელიც 1954 წელს შეიქმნა ფსევდოკომუნისტ „პარტაპარატჩიკების“ მიერ და თავიდანვე მისი უმთავრესი დანიშნულება იყო, არ დაეშვა, რომ სახელმწიფო ხელისუფლება გადასულიყო მშრომელთა დეპუტატთა საბჭოების ხელში და რომ მშრომელთა დეპუტატთა საბჭოებს რაიმე ფორმით პასუხი არ მოეთხოვათ ფსევდოკომუნისტ „პარტაპარატჩიკებისთვის“, განსაკუთრებით სამეურნეო სფეროში. ისინი პარტიული თანამდებობებით ახდენდნენ კერძო ფინანსური ბაზის შექმნას და შემთხვევითი არ იყო ის ფაქტი, რომ სუკის სათავეში ზუსტად კომკავშირლები დააყენა ხრუშჩოვმა. ამ კომკავშირლებმა მოახდინეს გადატრიალება 1964 წელს და კომუნიზმის მშენებლობის პროგრამას მოახვიეს ეს იდეოლოგია. ხრუშჩოვი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, რომლის მმართველობის დროს, 1967 წლიდან, სუკმა აპარატის მაგივრად საკუთარ თავზე აიღო ქვეყანაში იდეოლოგიური პროცესების მართვა. შედარებისთვის რომ ვთქვათ, ამერიკის რესპუბლიკურმა და დემოკრატიულმა პარტიამ, რომელიც, ფაქტობრივად, ერთი და იგივე ორგანიზაციაა, ამერიკის პოლიტიკური პოლიციის ფედერალურ ბიუროს გადასცა იდეოლოგიური მართვის ბერკეტები. მტკიცებულება გნებავთ? ავიღოთ ბოლო მაგალითი. ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ, დემოკრატმა ნენსი პელოსმა, ამერიკელი შავი რასისტების ორგანიზაცია „შავების სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ წარადგინა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატად. აი, ზუსტად ასეთმა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა, რომელიც მთლიანად იქცა იდეოლოგიური პროცესების მართვის წესად, დაიწყო კაპიტალიზმის რესტავრაცია და საბოლოოდ, 1985 წელს, კომკავშირში შეიქმნა ე.წ. სამეცნიერო ტექნიკური პროგრესის ცენტრები. ზუსტად ამ ცენტრებში აღიზარდნენ პირველი კომკავშირელი მილიონრები. აი, ასეთი ორგანიზაციიდან მოდის მიხეილ სააკაშვილი, ასევე ცნობილი ოლიგარქი ხადარკოვსკი. ზუსტად კომკავშირმა და სუკმა გამოზარდა ხადარკოვსკისა და სააკაშვილის მსგავსები.

შემდეგ იყო მთელი რიგი პოლიტიკური პროცესები. გავიხსენოთ 1991 წლის ანტიკონსტიტუციური გადატრიალება საქართველოში. და სად იყო ამ დროს მიხეილ სააკაშვილი? სად და გიგა ბოკერიას გვერდით იდგა აქციაზე და ისინი მოითხოვდნენ პრეზიდენტ გამსახურდიას გადატრიალებას. აქციაზე გაჰყვიროდნენ „ჩაუშესკუ, ჩაუშესკუ“. ამისი კადრებიც ხომ არსებობს. მანამდე ისიც გავიხსენოთ, რომ 1989 წლის 25 დეკემბერს, ცრუ ბრალდებით დახვრიტეს რუმინეთის პრეზიდენტი ჩაუშესკუ. უფრო მეტიც, 1992 წლის იანვრის ბოლოს, პოლონურ ჟურნალში სააკაშვილი გამსახურდიას ადარებს ერაყის პრეზიდენტს სადამ ჰუსეინს. ვინც არ იცის, ისიც ვთქვათ, ერაყის ოკუპაციის შემდეგ, სადაც მოეწყო სადამ ჰუსეინის ფსევდო სასამართლო, ჰუსეინი მოითხოვდა, დამხვრიტეთო, რათა დემონსტრაციულად, სასტიკი ფორმით არ მომხდარიყო მისი ჩამოხრჩობა, მაგრამ სააკაშვილის მსგავსმა ამერიკელმა დემოკრატებმა, ჰუსეინი სწორედ რომ ასეთი სასტიკი ფორმით ჩამოახრჩეს. აი, რას უმზადებდნენ მიხეილ სააკაშვილი, ბოკერია და მისთანები საქართველოს პრეზიდენტ გამსახურდიასაც. აი, რატომ არის სამარცხვინო დღეს „სუფრული ზვიადიზმი“, რა ტერმინიც „ალიამ“ შემოიღო და ამისთვის მადლობა ამ გაზეთს.

„სუფრული ზვიადიზმის“ გამორჩეული წარმომადგენელია ყოფილი უზენაესი საბჭოს დეპუტატი ბეჟან ჯავახია, რომელიც უტიფრად, დაკავებულია სააკაშვილის ქება-დიდებით. ამიტომაც იძახდა გამსახურდია, კრემლის აგენტებით ვარ გარშემორტყმულიო. ბეჟან ჯავახიას მსგავსი რამდენი იყო შეგზავნილი ეროვნულ მოძრაობაში. ავიღოთ პოეტი მიხეილ ღანისაშვილი, ვითომ გამსახურდიას თავგამოდებული მომხრეა და ამ დროს მკრეხელურად, სანდრა რულოვსის უმანკო ცრემლზე ჯღაბნის.

შეიძლება ბევრს არ ახსოვს, მაგრამ ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული გადატრიალების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატების თედო პაატაშვილისა და მერაბ ურიდიას მიერ შექმნილ პოლიტიკურ ორგანიზაცია „ქარტია -91-ში“ წევრიანდება. დევნილმა უზენაესმა საბჭომ უკანონოდ გამოაცხადა „ქარტია-91“, მაგრამ მაინც მიიღო მონაწილეობა არჩევნებში ამ ქარტიამ. ამ პარტიიდან იყო დეპუტატობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ ჩაფლავდა და ვერ მოახერხა პარლამენტში შეძრომა. შემდეგ, მილიციის გენერალ-მაიორ სანდრო კავსაძის თავმჯდომარეობით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრი იყო სააკაშვილი და ყველას კარგად გვახსოვს, როგორ იდევნებოდნენ პრეზიდენტ გამსახურდიას მხარდამჭერები, როგორ ირღვეოდა მათი უფლებები, მაგრამ სააკაშვილს მათ სასარგებლოდ სიტყვა არასდროს დასცდენია. ახლა კი უნამუსოდ გაიძახის, პირველი პრეზიდენტიც ასე გააქციეს ქვეყნიდან, როგორც მეო.

ისევ მივყვეთ ქრონოლოგიას. სააკაშვილი დასავლეთში იმ პერიოდში გაიქცა, როდესაც აფხაზეთში გაგანია ომი იყო. საკუთარ სიცოცხლეს რისკის ფასად ხომ არ დააყენებდა, ან შევარდნაძე თავის შვილს, პაატას, ხომ არ გააგზავნიდა ფრონტის ხაზზე! სააკაშვილი აფხაზეთის ომის დასრულების შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და შეძვრა შევარდნაძის პოლიტიკურ პარტია „მოქალაქეთა კავშირში“, 1995 წლის 5 ნოემბრის არჩევნებში მიიღო მიიღო მონაწილეობა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გახდა. და ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი: მან 1996 წელს გაპრეზიდენტებულ შევარდნაძეს მოსთხოვა ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის აგენტების სია. აი, ვისი მეშვეობით აპირებდა სააკაშვილი დემოკრატიის მშენებლობას. მას შემდეგ მისი პოლიტიკური კარიერის წარმატება ადასტურებს იმას, რომ მან ეს სია შევარდნაძისგან მიიღო, ამიტომაც გახდა იუსტიციის მინისტრი.

–  როგორც მახსოვს, სააკაშვილმა იუსტიციის სამინისტროში შექმნა სპეცრაზმი, რომელიც არ ყოფილა არცერთი მინისტრის დროს. რას იტყვით ამაზე?

– დიახ, გეთანხმებით, ისიც ვთქვათ, იგორ გიორგაძემ, როცა უშიშროების მინისტრი იყო, საკუთარი საიერიშო სადესანტო ბრიგადა შექმნა და ასეთივე სპეცრაზმი შექმნა სააკაშვილმა თავისი მინისტრობის დროს. მან რიყეზე საზეიმოდ წარადგინა ეს ადამიანები. თუ გახსოვთ, ვინ ესწრებოდა? ვინ და, სააკაშვილის პოლიტიკური პარტნიორი და ტყუპისცალი ზურაბ ჟვანია. აი, ზუსტად, იუსტიციის მინისტრი რომ გახდა სააკაშვილი, ასეთ საჩვენებელ ღონისძიებებს აწყობდა, რასაც მაშინდელი „რუსთავი-2“ დღე და ღამე აშუქებდა. როდესაც იმ პერიოდში ჩეჩნეთში ომი დაიწყო და პანკისში 10 ათასზე მეტი ჩეჩენი აღმოჩნდა, სააკაშვილმა განაცხადა, რომ შეიარაღებული სპეცრაზმი შექმნილიყო პანკისში, მაგრამ ამის საშუალება მას არ მისცა მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა კახა თარგამაძემ.

ასე რომ, კონკურენცია ვერ გაუწია სააკაშვილმა თარგამაძეს. როდესაც  ის გახდა საქართველოს პრეზიდენტი, მან თავისი მმართვლობის პერიოდში, 2004-2012 წლებში, ააშენა პოლიციური კაპიტალიზმი. იმიტომაც სჭირდებოდა სააკაშვილს უშიშროების აგენტების სია. სწორედ ის ადამიანები არიან დღემდე მისი მხარდამჭერები. ეს ადამიანები დღესაც აქტიურად არიან პოლიტიკაშიც და ეკონომიკაშიც. სააკაშვილი დღესაც ჩვეულებრივ აგენტურულ საქმიანობას ეწევა. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ სააკაშვილს დღეს, მიუხედავად იმისა, რომ არ არის დარწმუნებული ვაქცინის ვარგისიანობაში, ბოდიში და, სულ ფეხებზე ჰკიდია, რომ გამოუცდელი ვაქცინა მიიღოს საქართველოს მოსახლეობამ, მას იმ გამოუცდელი ვაქცინით უნდა ექსპერიმენტის ჩატარება საკუთარ ხალხზე, რომლის იძულებით გამოყენებაზე თავისი მოსახლეობისთვის ერთ-ერთმა სახელმწიფომ უარი განაცხადა. ამ შემთხვევაშიც ის სხვა ქვეყნის დავალებას ასრულებს. ჩვენ ამ ვაქცინას არ ვაწარმოებთ და ვინც აწარმოებს, იმათთან ფინანსურ გარიგებაშია. ასე რომ, ეს ადამიანი ქართველი ხალხის გაჭირვებას იყენებს პოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად და სხვა ქვეყნის ინტერესების გასატარებლად. პირველ რიგში, თვითონ გაიკეთოს ეს ვაქცინა და მისმა ოჯახმა და ერთხელ და სამუდამოდ, მიხეილ სააკაშვილმა თავი დაანებოს საქართველოს და ქართველ ხალხს, რადგან ამდენი ზიანი ქვეყნისთვის არც შაჰ-აბასს და არც ჯალალ ედ დინს არ მიუყენებია. თავისი ჯაშუშებით და მოსყიდული ამომრჩევლებით მოშორდნენ პოლიტიკურ ველს, თორემ საქართველოს წარმატება არ უწერია.

ნანა სულავა, ალია

  •  
  •  

16 Comments

  1. თბილისელი

    ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით ხალხმა მიშას შესახებ….

    1. Misha mova

      Shennairi da es statia vinc dacera da vinc mishas ebrdzvis isini arian agentebic gamkidvelebic da ugmertoebic mara araperia amasac gaudlebt da dadgeba dro kvelas mogezgvebat tqven tqveni cili droni mepoben ara mepeni

    2. ანონიმური

      სათაურში წერია აგენტების სიას წაგაკითხებთო და სადააა ჰა?!
      ავტორო! სულავა! სია სადაა?!?

    3. ანონიმური

      სია სადაა თქვენი აფერისტი ჟურნალისტობა ქუნემ რაა

    4. ანონიმური

      სია სადაა ?!სია?!!

  2. ანონიმური

    “დამიჭირეს,მკლავი მომჭრეს,კარგი რატო აგიგია”.ეხლა ხო ხარობს,დუღს და გადმოდუღს ქართველი ხალხი,საქართველო.

  3. უცნობი

    აღარ იცით რა დააბრალოთ.ბოღმისგან მალე გასკდებით.ახლანდელებს ხომ ძალიან უყვართ ქვეყანა და ხალხიი?არსად დაგეკარგოთ.

  4. ტურისტი

    სააკა რო ნკვდ ეს ნასეტკაა. ვისაც არ ჯერავს ისიც მიხუილასნაირია

  5. იოან

    ფაქტი ისაა აქ რომ ავტორი ხმას არიღებს სააკაშვილის რეჟიმის გამგრძელებელ ქოცებზე რამდენი პუტჩოსტი და მხედეიონელი ზის ქოცებში,ამაზე დაყრუვდა დაბავდა

  6. ანონიმური

    ნენსი პელოსმა კი არა, ნენსი პელოსიმ. გთხოვთ გაითვალისწინოთ. გმადლობთ

  7. ანონიმური

    რუსეთის, ამერიკის,ავსტრალიის, ჩინეთის, სომხეთის და ბოლოს ატლანტიდის აგენტმა, სააკაშვილმა ქვეყნის ნანგრევებზე (ნანგრევებიც აღარ იყო).აგიშენათ ქვეყანა, რომელიც მსოფლიოს გააცნო როგორც წარმატებული ქვეყანა და მსოფლიო აალაპარაკა იმ რეფორმებზე, რომელი რეფორმების საშვალებითაც შეუძლებელი შეძლო, უმოკლეს დროში…მისი მოღვაწეობის დროს, ყოველ წელიწადს რუსეთიდან შემოდიოდა 5 მილიონამდე ტურისტი და უკან რუსეთში დაბრუნებულები ლეგენდებს ყვებოდნენ ბტესტიდან (ბელორუსია) ვლადივოსტკამდე, საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე და მის შედეგებზე. ეს ყველაფერი კი წითელ მოედანზე ატომური ბომბის აფეთქების ტოლფასი იყო კრემლისათვის და პირადად პუტინისათვის და მას (პუტინს) რომ შესაბამისი ზომები არ მიეღო, საკუთარი მოსახლეობა კრემლის ბინადართ, სარებზე ჩამოაცმევდა უკლებლივ ყველას და ამას მოჰყვა 2008 წლის აგვისტოს ომი, მაგრამ მსოფლიოს ჩარევის გამო რუსეთმა, გათვლილ შედეგს ვერ მიაღწია და მიმართა სხვა ხერხს: არჩევანი გააკეთა შენზე და შენისთანებზე ნანა სულავა, მე თქვენი დედა მოვტყან, (იმის კიდევ ათგზის ვინც ეს დაგიკვეთა)…და ეს არჩევანი გამოდგა უფრო ძლიერი მეთოდი ვიდრე ომი. თქვენ ხართ კრაზანების ბუდე, ფუტკრებისაგან განსხვავებით და აქ კი ნაღდად ეკუთვნის სააკაშვილს ლანძღვა და გინება ერთი უზარმაზარი, უპატიებელი შეცდომის და დაუდევრობის გამო, კერძოდ კი……რამდენი გასხლტომილხართ მას ხელიდან. თქვენთვის ქვეყანა და სამშობლო არ არსებობს და თუ მაინც არსებობს ის თქვენი სახლის და ბინის ზღურბლს არ ცდება. პ.ს.სულავა, შე არაობავ დეტალურად გაეცანი და შემდეგ წაუკითხე მას, ვინც ეს დაგიკვ ეთა,სინგაპურის და მისი აწ გარდაცვლილი პრემიერის ლი კუან იუს მოღვაწეობის ისტორია და მაშინ დაინახავ რა მეთოდებით მიაღწია მან, რასაც მიაღწია,თავისი ქვეყნის მიმართებაში. მისი სიტყვებია: ,,მე მქონდა ორი არჩევანი, პირველი, მეკეთებინა და მომეპარა ფული, ჩემი ნათესავები და მეგობრები შემეყვანა ფორბსის სიაში, ხოლო ჩემი ხალხი დამეტოვებინა ცარიელ მიწაზე.
    მეორე: გამეკეთებინა ყველაფერი, ზოგჯერ შეუძლებელიც, ჩემი ხალხის საკეთილდღეოდ და შემეყვანა ჩემი ქვეყანა მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების სიაში, მე ავირჩიე მეორე. ჰოდა თქვენ სხვა გზა აღარ დაგრჩად სულავა და ხელისუფლებავ, პირველი ვარიანტი გერგოთ, მეორე ხომ ლი კუან იუმ აირჩია (დაკავებული აღმოჩნდა) და ხომ არ წაართმევდით, თქვე სატანის მოციქულებო, თქვენა.

  8. დათა სუსახშია

    ….აუუუუ რა ტვინი მოტყანით…. მიშას დედაც მოვტყან სუკისაც კუკისაც და მიშისტებისაც …. პოლიციით და ჯარით აშენებული დემოკრატიის დედა მოვტყან …. ჟვანია მიშაზე ნაკლები ნაბოზარი არ იყოო მ…პროსტო მიშამ დაასწრო და მოკლა…. თორამ ის მოკლავდა მიშას….. მიშა ყვერებოო იძახეთ ახლა პოლიხრონიონ…. მოგიტყანთ დედის პროჭიიიიი …..

  9. froleprotrem

    Hiya, I am really glad I’ve found this info. Today bloggers publish only about gossips and web and this is actually irritating. A good web site with interesting content, this is what I need. Thank you for keeping this site, I will be visiting it. Do you do newsletters? Cant find it.

  10. amarres de amor

    I’ve recently started a website, the info you offer on this site has helped me tremendously. Thanks for all of your time & work.

  11. brujos chat gratis

    Hello, Neat post. There is a problem with your website in internet explorer, may check this?K IE still is the market chief and a big part of other folks will pass over your wonderful writing because of this problem.

  12. brujos en quito

    Good website! I truly love how it is easy on my eyes and the data are well written. I am wondering how I could be notified when a new post has been made. I have subscribed to your feed which must do the trick! Have a great day!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.