“უფრო მეტი გავრცელება მოხდებოდა, სილამაზის სალონები რომ დაგვეკეტა” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, აღმოჩნდა, რომ სილამაზის სალონებში პრევენციული ღონისძიებები საკმაოდ კარგად არის დაცული. მისივე თქმით, არსებობდა რისკი იმისა, რომ სილამაზის სალონების დაკეტვის შემთხვევაში, საქმიანობა სახლებში გაეგრძელებინათ, რაც გაცილებით რისკის შემცველი იქმებოდა.

„რისკი ყველგან არის, მაგრამ ფასდება ეგრეთ წოდებული შედარებითი რისკი. როდესაც შეფასდა შედარებითი რისკი, აღმოჩნდა, რომ სილამაზის სალონებში საკმაოდ კარგად არის დაცული პრევენციული ღონისძიებები. არის მეორე რისკი, რომ დაიკეტოს დღეს და შეიზღუდოს სილამაზის სალონები, ეს ბიზნესი ინაცვლებს შემდეგ ჩრდილში, ანუ შემდეგ ეს ადამიანები დადიან სახლებში და შესაძლებელია, რომ უფრო მეტი იყოს გავრცელების რისკი. ამიტომ, ეს რისკი რომ შეფასდა, ჩაითვალა საკორდინაციო საბჭოს მიერ მიზანშეწონილად, რომ ამ ტიპის მიდგომა ყოფილიყო“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ

  •  
  •  

6 Comments

  1. ანონიმური

    ბატონო ამირან სურსათის მაღაზიებში ასევე აფთიაქებში ასევე სხვა იმ ბიზნეს სექტორებში სადაც არაა აკრძალვა ხალხი არ შედის?ტრანსპორტით ხო ამარაგებენ?ის საწყობებიც საიდანაც მარაგდებიან?ჰოდა იქნებ ამიხსნათ რა დააშავა მაგალითად სათამაშოების მაღაზიამ მაგალითად?იქაც დაცულია მომხმარებლის მიღების წესი.რატო უნდა დაკეტოთ მაღაზია რომელიც გარეთ ქუჩიდან აქვს შესასვლელი და მათაც შეუძლიათ ორზე მეტი მომხმარებელი არ შეუშვან.დასვით სახლში ამ მაღაზიის თანამშრომლები და არც ერთს არანაირი 1200 ლარი არ ჩაერიცხება რადგან დღეები ისე გაქვთ გათვლილი რომ ხელფასი თუ მომდევნო თვეს დაერიცხებათ ამ თვის ჩაეთვლებათ იმ თვის შემოსავალში და ბევრი სხვა ხვრელებია საგადასახადო კანონმდებლობაში.რატო კლავთ ბიზნესს კი არადა და იქ დასაქმებულ თანამშრომლებს შიმშილის განცდის მოლოდინში უმუშევრობით?რატომაა ასეთი უაზრო მიდგომები ?გთხოვთ საჯაროდ გაგვცეთ პასუხი.

  2. ანონიმური

    მაფიოზა ამირანა!

    1. ანონიმური

      100% გადაიჯვა ამირანამ ! ფულში ცურავს!

  3. ანონიმური

    ამირან გამყრელიძე: რეალურად, ყოველდღიურად კორონავირუსის 8-დან 10 ათასამდე შემთხვევა გვაქვს

  4. ანონიმური

    მადლობა თქვენ თავდაუზოგავი შრომისთვის

  5. ანონიმური

    იმედია მალე გადაივლის ეს ვირუსი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.