“უნდა ვენდოთ, თუ დავაფიცოთ?” – მინისტრი თვითდასაქმებულებზე

ფინანსთა მინისტრი მიხეილ მაჭავარიანი თვითდასაქმებულებისთვის კომპენსაციის გადახდაზე საუბრობს.

“რაიმე ტიპის დამადასტურებელი დოკუმენტი თუ მოგვიტანეს, ან საბანკო ამონაწერი, სადაც ასევე ჩანს, რომ რეგულარულად იღებდნენ შემოსავალს რაღაც საქმიანობიდან, მაგალითად “ეარბიენბიზე” გაქირავების შემთხვევაში. თუ ჩანს, რომ რაღაც პერიოდში ჩარიცხვები ჰქონდა და აქირავებდა ბინას, მასაც ჩავუთვლით. ეს არის ის, რაზე დაყრდნობითაც შეგვიძლია განვკარგოთ საბიუჯეტო სახსრები, სხვა შემთხვევაში, სამწუხაროდ, ჩვენ უძლურები ვართ.

ეს ფაქტი ადასტურებს, რამდენად მნიშვნელოვანია მცირე მეწარმეების შემოსავლების სამსახურში დარეგისტრირება.

166 000 პირია, რომელიც სხვადასხვა ტიპის სტატუსის მქონე მეწარმეა, მცირე, მიკრო და ა.შ. რომელსაც ჩვენ პრაქტიკულად, მომართვის შემთხვევაში, ავტომატურ რეჟიმში ვაძლევთ კომპენსაციას. არანაირი მაღალი დაბეგვრის რეჟიმში არავინ არ ხვდება, არც ძიძა მოხვდებოდა, არც რეპეტიტორი, ალბათ, არც დამლაგებელი, 30 000 ლარს წლიურს მათი შემოსავალი არ აჭარბებს. ამით ჩვენ მათ მოვძებნიდით. ახლა რა უნდა ვქნათ? უნდა ვენდოთ, ვიღაცამ უნდა დაიფიცოს”

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    თქვენ დაიფიცეთ,თქვენ რამდენი გაქვთ რამდენი არმად ნაშოვნი, არჩევნებზე რომ დაწანწალებთ კარდაკაკარ,ცხრა- ცხრაჯერ,ახლა ვერ ჩამოიარეთ ერთხელ,რომ გაეგოთ ოჯახების გასაჭირი? თქვენ გაძღომას არ დაადგა საშველი! დაცინვასაც რომ ბედავთ….აღარ დავწერ იმ სიტყვას ენაზე რომ მომადგა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.