უკან წაღება არ უნდათ და ახლა გაწელვაზე ფიქრობენ – გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ირაკლი კობახიძის ინიციატივას აფასებს, რომლის მიხედვით, პარტიების დაფინანსების წესთან და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული კანონპროექტები ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს უნდა გაუგზავნონ:

„ამ საკითხებზე რიტორიკა დაიწყო ვაჭრობის გახსნის მოტივით, უფრო პოლიტიკური მოტივი ჰქონდათ, ვიდრე სამართლებრივი და შანტაჟის სუნი ასდიოდა. რადგანაც ამან მოკლე ვადაში არ იმოქმედა და პოლიტიკური ამოცანა ვერ შესრულდა, უკან წაღება არ უნდათ ამ ყველაფრის და ამიტომ უფრო გაწელვაზე ფიქრობენ, რომ როგორმე გაახანგრძლივონ ეს საკითხი. მათ იმედი ჰქონდათ, ალბათ, რომ ამ ტიპის შანტაჟი მეყსეულად იმოქმედებდა ოპოზიციაზე, დაფინანსება არ მოგვიხსნანო და შევარდებოდნენ პარლამენტში, რადგანაც ეს არ მოხდა ახლა უნდათ, რომ ეს საკითხი გაწელონ და შეეცადონ საერთო ოპოზიციის „მორჯულებას“. ვფიქრობ, რომ კანონპროექტები რომლის უკანაც დევს პერსონალური ინტერესი, ან პოლიტიკური შანტაჟის ინტერესი, ასეთი კანონპროექტების ინიცირება საერთოდ არ უნდა ხდებოდეს. აშკარაა, რომ ეს ყველაფერი მიმართულია პოლიტიკური ოპონენტების საწინააღმდეგოდ“

წყარო – ინტერპრესნიუსი

  •  
  •  

3 Comments

  1. ანონიმური

    რა ვირთხა ხაააააარ!!!

  2. ანონიმური

    ძველი მეგობარი ლამის შეჭამო,არც ასე ვარგა,ცხოვრება ჯერ კიდევ წინაა[შემთხვევით ქვეყნიდან წასვლას ხომ არ აპირებ?]

  3. ანონიმური

    გააჯმევინეთ რა ამ ვითომ ექსპერტას

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.