“უგულავამ 50 მილიონი მოიპარა და ხელი მოაწერა – მოვიპარეო, რა პოლიტიკურ დევნაზე ვსაუბრობთ“

კაცმა 50 მილიონი მოიპარა და ამაზე ხელი მოაწერა, რომ მოვიპარეო და რა პოლიტიკურ დევნაზე ვსაუბრობთ? – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა ოპოზიციური ლიდერების, მათ შორის ყოფილი მერის, გიგი უგულავას მიმართ პოლიტიკური დევნა, რომელთა სასამართლო პროცესებიც მიმდინარეობს.

„დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ სახელმწიფოში, სადაც ადამიანებმა საზოგადოებას სიმართლე და რეალობა რომ დაანახოს, ძალიან მარტივია. შესაბამისად, ვერავინ ვერ დაიჩაგრება, ჩვენ არასოდეს არავინ არ დაგვიჩაგრავს.

რა პოლიტიკურ დევნაზეა საუბარი, კაცმა 50 მილიონი მოიპარა და ამაზე ხელი მოაწერა, რომ მოვიპარეო და რა პოლიტიკურ დევნაზე ვსაუბრობთ“

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    შუბლისძარღვი აქვთ მაგათ ბატონო კახა გაწყვეტული

  2. ანონიმური

    რაც მაგათ ხალხის ფულები აქვთ მოპარული უგულავას თამადობით ციხიდან ცხვირს ვერ უნდა ყოფდნენ

  3. Napoleoni

    ორი მილიონი მომცეს და მე ჩავჯდები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.