“უახლოეს მომავალში ცოტნე გამოძიებას მოუყვება რა მოხდა” – როგორია ცოტნეს მდგომარეობა?

გამსახურდიების ოჯახის ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა:

“პროგრესი, რომელიც დაიწყო ჯერ კიდევ სტამბულში, კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება, ამის იმედს ექიმები იძლევიან. ცოტნე აბსოლუტურად აღიქვამს გარემოს, საღად რეაგირებს ყველა კომუნიკაციაზე. მას აქვს გარკვეული რეფლექსური პრობლემები – თვეების განმავლობაში ის კომაზოტურ მდგომარეობაში იყო და აქვს ტრაქეოსტომია, რაც მას ხელს უშლის კომუნიკაციაში და ამას დრო სჭირდება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში ის კონტაქტური გახდება და გამოძიებასთან აქტიურ თანამშრომლობას შეძლებს და საზოგადოებას სრულფასოვან წევრად დაუბრუნდება”

ცოტნე გამსახურდია 2019 წლის 19 დეკემბერს საკუთარ სახლთან დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ის ივლისამდე მკურნალობდა.

გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე ხუთი ადამიანია დაკავებული.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ნეტავ! გულით ვუსურვებ გამოჯანმრთელებას!

  2. ანონიმური

    ჯანმრთელობას ვუსურვებ, ოღონდ კარგად, რომ იქნება ბიძინაას დაუწყებს გინებას და მიშას ქებას არადა ბიძინამ ორჯერ აჩუქა თავისუფლება და სიცოცხლე!

    1. ანონიმური

      ვინ რა აჩუქა თვითონ იცის!

    2. ანონიმური

      Бизина артмевс да тан азлевс.тквенистана идиотеби амас вер хвдебиан.

  3. ნათი

    გეთანხმებით. სიცოცხლე ერთი აქვს ადამიანს და იმას რომ ხელმეორედ გაჩუქებენ დასაფასებელია.მთავარია ნუ აყვებით ბიძინას მგინებლებს,ვიცი რომ შენი აზრი გაქვს ცოტნე და მჯერა საღად შეხედავ შექმნილ სიტუაციებს. არავინ გეუბნებათ თუ ადამიანი აშავებს ის გაამართლო თუნდაც სიცოცხლე გაჩუქოს..მაგრამ ყველა ვხედავთ ბიძინას სიკეთეს,მის ქველმოქმედებას,მის გაკეთებულ ყველა კარგ საქმეებს,რომელზედაც მას არ სურს ხმამაღლა ყვირილი და ტრაბახი-ეს ვაკეთე და ისო. ეს მისი დადებითი თვისებაა. გამოჯანმრთელდი ცოტნე და გაგვახარე

    1. ანონიმური

      იმას თუ არ სურს ყვირილი, შენ რაზე ირჯები? თუ იცი რატომაც ირჯები?!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.