“ტყულიად ნუ გაიხარებენ სიტყვა „პროპორციულის“ ამოღებით, ჩვენ წარდგენილი გვაქვს „გერმანული მოდელი“

ევროსაბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიმართ კიდევ ერთი მძიმე საერთაშორისო დარტყმაა. ამ რეზოლუციაში პირდაპირ გამოხატულია ევროსაბჭოს დამოკიდებულება ქვეყანაში მიმდინარე მთავარი პროცესების მიმართ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

„უარყოფითადაა შეფასებული 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამოვლენილი მძიმე დანაშაულების ხელისუფლების მხრიდან გამოუძიებლობა. ასევე, ნეგატიურადაა შეფასებული მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი, მაგრამ მთავარი ჩანაწერი უკავშირდება 2020 წლის არჩევნებს და პირდაპირ წერია ევროსაბჭოს მოთხოვნა – შეიცვალოს სისტემა და სისტემა შეიცვალოს ისე, რომ შეთანხმებული იყოს ოპოზიციასთან. ეს არის ძალიან მძიმე ჩანაწერი „ქართული ოცნებისთვის“ და ტყულიად ნუ გაიხარებენ სიტყვა „პროპორციულის“ ამოღებით. სიტყვა „პროპორციული“ ამოღებულია იმიტომ, რომ ჩვენ, ოპოზიციას კომპრომისის სახით წარდგენილი გვაქვს განსხვავებული მოდელები, მათ შორის, „გერმანული მოდელი“, მრავალმანდატიანი მოდელი, რომელიც კლასიკური გაგებით არ არის პირდაპირ პროპორციული. სიტყვა „პროპორციული“ ამოიღეს სწორედ იმიტომ, რომ ოპოზიციის მოდელებისთვის მიეცათ შეთანხმების პესპექტივა. თავად მოთხოვნა, რომ სისტემა უნდა შეიცვალოს და სისტემა უნდა შეიცვალოს ისე, რომ იყოს შეთანხმებული და ოპოზიციისთვის მისაღები, ძალიან მკაფიოა. ეს არის კიდვე ერთი მძიმე საერთაშორისო დარტყმა „ქართული ოცნებისთვის“, რომელიც ამბობს, რომ არაფრის შეცვლას არ აპირებს და ამ სისტემით აპირებს არჩევნების ჩატარებას.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი ხელისუფლება ძალიან სწრაფად მოყვება სრული საერთაშორისო იზოლირების პირობებში. უფრო მეტიც, ეს რეზოლუცია ქმნის რეალურ საფუძველს, მოხდეს არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციაზე კითხვის ნიშნების დასმა არჩევნების შემდეგ. მოვუწოდებ ხელისუფლებას, გონს მოეგონ და ოპოზიციასთან შეათანხმონ ის, თუ როგორ ჩაატარონ 2020-ის საპარლამენტო არჩევნები“

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    შენი მოედელები შენთვის შეინახე

  2. ანონიმური

    ვის რაში აინტერესებს შენი პრუტუნი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.