“ტროიკის,, – გ. კ. ჯ. – შესახებ დასკვნები თქვენთვის მოგვინდია!” – მანანა არჩვაძე შვილებს უპირისპირდება?

უკვე რამდენიმე დღეა, ცოტნე გამსახურდიას დედა, მანანა არჩვაძე-გამსახურდია ამტკიცებს, რომ ცოტნეს მდგომარეობა ცუდადაა, რომ უღუპავენ შვილს და ხელისუფლება არ აქცევს ყურადღებას.

სხვა ინფორმაციას წერს, ცოტნეს მეუღლე, ანა ჯაბაური.

ძმები, კონსტანტინე და გიორგი გამსახურდიები, ჩასულნი იყვნენ თურქეთში კლინიკაში და კიდევ ერთხელ დაწერეს, რომ ცოტნეს მდგომარეობა უკეთესდება. დღეს, ანა ჯაბაურმა მორიგი პოსტი გაავრცელა, ფოტოებით, სადაც წერდა, რომ ცოტნემ ოთხივე კიდური აამოძრავა. გიორგი გამსახურდიამ, გააზიარა ჯაბაურის პოსტი და დაწერა, რომ მხოლოდ მის ნათქვამს ენდობა და მხოლოდ მისი ნათქვამია ობიექტური, ყველა სხვა პირი კი ტყუის.

მანანა არჩვაძე გამსახურდია, ამ წუთებში აზიარებს ანა-მზია ნარიმანიძის პოსტს, სადაც საუბარია სამეულზე – გ. კ. და ჯ.

რთული მისახვედრი არ უნდა იყოს, ვის გულისხმობს ქალბატონი მანანა ამ სამეულში:

” ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის შესახებ ,, ტროიკის,, შეფასება:-1)-გ–ცოტნეს მდგომარეობა სტაბილურია, პროცესი მიდის წინ.
2)-კ -ცოტნეს მდგომარეობა რეაბილიტაცის პროცესშია,ნელა მაგრამ მაინც წინ მიდის.
3)-ჯ-ცოტნეს მდგომარეობა არის სტაბილური, ეს არის ძალიან პატარა ნაბიჯები წინ გადადგმული ყოველ დღე,მთავარია უარესობისკენ საქმე არ მიდის.
სიტყვების გადანაცვლებით შინაარსი არ იცვლება…მათი -,, ტროიკის,,-ერთობის შესახებ დასკვნები თქვენთვის მოგვინდია! “

  •  
  •  

კომენტარი

  1. კოტე

    ქ-ნო მანანა თუ შვილებს თქვენზე გული შესტკივათ და არ გისმენენ ამაში თავად ხართ დამნაშავე და ნუ იგდებთ თავს უხერხულობაში,სამზარეულოს გარეთ გამოტანა არ არის კარგი,ეცით პატივი ცხონებულ ზვიადს…

  2. ანონიმური

    ესენი ერთმანეთს, რომ ხოცავენ და ერთმანეთს არ ინდობენ სტალინის ბრალი იქნება ალბათ!!!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.