ტოკიოში აკრძალვის მიუხედავად ქუჩები ხალხით სავსეა

მას შემდეგ, რაც გუშინ ტოკიოს გუბერნატორმა მოსახლეობას საგანგებო მიმართვის დროს სთხოვა, სახლი დარჩენილიყვნენ და არაუაცილებელი შემთხვევის გარდა თავი შეეკავებინათ გადაადგილებისგან, დღეს ქალაქის ქუჩები ჩვეულ რეჟიმში სავსეა ხალხის დიდი რაოდენობით.

იაპონიაში საზოგადოება არ ითვალისწინებს მთავრობის რჩევებს და სხვა ქალაქებშიც შეიმჩნევა მასობრივი გადაადგილებები ქუჩებში. ტოკიოში , მდინარე მეგუროსთან ხალხის განსაკუთრებული შეკრებაა- ადამიანები ალუბლის ყვავილობის პროცესის სანახავად არიან მოსულნი. გავრცელებული ფოტო-ვიდეო მასალით დგინდება, რომ მათი გარკვეული ნაწილი ატარებს პირბადეებს, უმრავლესობას კი ნიღაბის საერთოდ არ აქვს.

წელიწადის ამ დროს იაპონიაში ყოველთვის აღინიშნება ალუბლის ყვავილობის სეზონი, რაც გულისხმობს იმას რომ, მთელი კვირის განმავლობაში ადამიანები იკრიბებიან პარკებსა და საჯარო ტერიტორიებზე, აწყობენ პიკნიკებს და მეგობრებთან ერთად აღნიშნავენ გაზაფხულის დადგომას.

ხელისუფლება მოუწოდებს მოქალაქეებს, ნუ უყურებენ პანდემიას ესე უდარდელად და არასერიოზულად. იაპონიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ყველაზე მასშტაბური რაოდენობა სწორედ გუშინ დაფიქსირდა, თუმცა მთავრობის თხოვნას სოციალურ დისტანცირებაზე ამ დრომდე ნაკლები ეფექტი აქვს.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.