„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ განახლებული სპეციალური შეთავაზებები ამოქმედდა

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ განახლებული სპეციალური შეთავაზებებით, რომელიც ტოიოტას ავტომობილის მფლობელი ფიზიკური პირებისთვისაა განკუთვნილი, მომხმარებელი ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეძენა-შეცვლას სპეციალურ ფასად შეძლებს. სპეციალური შეთავაზებები კვლავინდებურად ტოიოტას სხვადასხვა მოდელზე ვრცელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას TOYOTA-ს პირველი ოფიციალური დილერი საქართველოში „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეთავაზების პაკეტით – „ორიგინალი ზეთი, ფილტრი + შეცვლის მომსახურება სპეცფასად“ სარგებლობა პირველი და მეორე თაობის Toyota Prius-ის მფლობელებისთვის, ამჯერად, 90 ლარად არის შესაძლებელი. Toyota VITZ-ის,  IST-ის და YARIS-ის მძღოლებისთვის აღნიშნული პაკეტისთვის სპეცფასი, ასევე, 90 ლარია, Toyota Corolla-ს მფლობელებისთვის – 110 ლარი, ხოლო Toyota Camry-ს, Prius-ის და RAV4-ის მძღოლები ამ ტიპის მომსახურებას 125 ლარად მიიღებენ.

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ აცხადებენ, რომ აქციის ფარგლებში შეთავაზებული ძრავის ზეთი და ფილტრები, ასევე, სხვა ავტონაწილები და აქსესუარები, რომლის შეძენა ცენტრშია შესაძლებელი, გარანტირებულად უმაღლესი ხარისხის, ორიგინალი (იაპონური) წარმოებისაა და დამზადებულია სპეციალურად ტოიოტას მარკის ავტომობილებისთვის. რაც შეეხება ფასებს, მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით, ნებისმიერი სახის სერვისზე, ავტონაწილსა და აქსესუარზე ცენტრში ფასები  ისევ უცვლელია.

როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ განმარტავენ, მომხმარებელი, რომელსაც მიმდინარე აქციებში ჩართვა სურს, პანდემიის პირობებში, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, აუცილებლად წინასწარ უნდა დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022 და ჩაეწეროს სერვისის მისაღებად, შემდეგ კი ეწვიოს ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს – 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116 (ყოფილი მე-20 კმ); www.toyota-tbilisi.com

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ავტომობილების მფლობელებს მოემსახურებიან „ტოიოტას“ მიერ სერთიფიცირებული მაღალპროფესიონალი ტექნიკოსები, რომლებიც მათ ნებისმიერ ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციას გაუწევენ, ავტომობილს კი უმოკლეს დროში განუახლებენ.

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ მისულ მომხმარებელს მომსახურებას პანდემიის გავრცელების საპრევენციო რეგულაციებისა და უსაფრ­თხო­ე­ბის მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბის სრული დაცვით გაუწევენ.

(R)

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.