“ტოიოტა ცენტრ თბილისში” მომხმარებლისთვის სპეციალური შეთავაზებები გრძელდება

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ გრძელდება სპეციალური შეთავაზებები, რომელიც ტოიოტას ავტომობილის მფლობელი ფიზიკური პირებისთვის არის განკუთვნილი. შეთავაზების ფარგლებში ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეძენა-შეცვლა მომხმარებლისთვის სპეციალურ ფასადაა შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას TOYOTA-ს პირველი ოფიციალური დილერი საქართველოში „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.

როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ აცხადებენ, შეთავაზების პაკეტით – „ორიგინალი ზეთი, ფილტრი + შეცვლის მომსახურება სპეცფასად“ სარგებლობას პირველი და მეორე თაობის Toyota Prius-ის მფლობელები სპეციალური ფასად – 100 ლარად შეძლებენ. გარდა ამისა, ამ კონკრეტული აქციის ფარგლებში, რომელიც აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება, მათ საჩუქრად საქარე მინის საწმენდი სითხეც გადაეცემათ.

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ სპეციალური შეთავაზება ტოიოტას სხვა მოდელებზეც ვრცელდება.  Toyota VITZ-ის,  IST-ის და YARIS-ის მძღოლებისთვის სპეცფასი აღნიშნული პაკეტისთვის ასევე 100 ლარს შეადგენს. იგივე ტიპის მომსახურება Toyota Corolla-ს მფლობელებისთვის 120 ლარი, Toyota Camry-ს, Prius-ის და RAV4-ის მძღოლებისთვის კი 135 ლარია.

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ინფორმაციით, აქციის ფარგლებში შეთავაზებული ძრავის ზეთი და ფილტრები, ისევე, როგორც სხვა ავტონაწილები და აქსესუარები, რომლის შეძენა ცენტრშია შესაძლებელი, არის გარანტირებულად უმაღლესი ხარისხის, ორიგინალი (იაპონური) წარმოების და დამზადებულია სპეციალურად ტოიოტას მარკის ავტომობილებისთვის. ფასები კი ნებისმიერი სახის სერვისზე, ავტონაწილსა და აქსესუარზე  ცენტრში კვლავინდებურად უცვლელია.

როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ განმარტავენ, მომხმარებელი, რომელსაც მიმდინარე აქციებში ჩართვა სურს, შექმნილ ვითარებაში უსაფრთხოების დაცვის მიზნით, აუცილებლად წინასწარ უნდა დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022 და ჩაეწეროს სერვისის მისაღებად, შემდეგ კი ეწვიოს ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს – 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-20 კმ. www.toyota-tbilisi.com

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ავტომობილების მფლობელებს მოემსახურებიან „ტოიოტას“ მიერ სერთიფიცირებული მაღალპროფესიონალი ტექნიკოსები, რომლებიც მათ ნებისმიერ ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციას გაუწევენ, ავტომობილს კი უმოკლეს დროში განუახლებენ.

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ მისულ მომხმარებელს მომსახურებას პანდემიის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებისა და უსაფრ­თხო­ე­ბის მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბის სრული დაცვით გაუწევენ.

(R)

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.