ტექინსპექტირების ახალი ვადები – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაცია ინფორმაციას ავრცელებს, დღეიდან, 23 მაისიდან, ავტომობილების ტექინსპექტირება სავალდებულოა

„იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება (პირველადი/განმეორებითი), რომლის ვადა შეჩერდა ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, უნდა ჩატარდეს საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან არა უგვიანეს 60 კალენდარული დღის განმავლობაში.

თუ განმეორებითი ინსპექტირების ვადა ემთხვევა საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადას, სატრანსპორტო საშუალების განმეორებითი ინსპექტირება აღნიშნულ 60 კალენდარული დღის ვადაში იმავე ინსპექტირების ცენტრში, რომელშიც ჩატარდა პირველადი ინსპექტირება, თავისუფლდება მომსახურების საფასურისაგან“, – აღნიშნულია დადგენილებაში.

ცნობისთვის, საქართველოში საგანგებო რეჟიმის ამოქმედების გამო, ავტომობილების პერიოდული სავალდებულო ტექინსპექტირება დრობით შეჩერდა.

მთავრობის 2020 წლის 31 მარტის დადგენილებით კი განისაზღვრა ვადა, თუ როდის მოუწევთ ავტომფლობელებს განმეორებითი ან პირველადი ტექდათვალიერების გავლა.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.