“ტან­კე­ბს მნიშ­ვნე­ლო­ბა კვლავ აქვს, მაგრამ ჰა­ე­რია მთა­ვა­რი და ვინც აკონ­ტრო­ლებს ჰა­ე­რი­დან, ის ბევრ რა­მეს იგებს”

ორ­თვი­ა­ნი საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის შემ­დეგ, სომ­ხეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის სამ­შვი­დო­ბო ზავი და­ი­დო. ომში გა­მარ­ჯვე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტი იყო ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უპი­რა­ტე­სო­ბა, რო­მელ­საც აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ფლობ­და. მათი არ­სე­ნა­ლის მთა­ვა­რი გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი ძალა უპი­ლო­ტო თვითმფრი­ნა­ვე­ბი იყო, რომ­ლის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბაც სომ­ხურ­მა არ­მი­ამ, რო­მელ­საც უმე­ტე­სად, რუ­სუ­ლი ტექ­ნი­კა ჰქონ­და, ვერ შეძ­ლო.

სამ­ხედ­რო ანა­ლი­ტი­კუ­რი ჟურ­ნა­ლი “არ­სე­ნა­ლის“ მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რის, ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლის თქმით, ჯერ კი­დევ 2016 წელს, ყა­რა­ბაღ­ში მომ­ხდარ 4-დღი­ან შე­ტა­კე­ბებ­ში აზერ­ბა­ი­ჯან­მა უპი­ლო­ტო კა­მი­კა­ძე­ე­ბი და სხვა თა­ნა­მედ­რო­ვე საბ­რძო­ლო ტექ­ნი­კა გა­მო­ი­ყე­ნა, რო­მე­ლიც ერე­ვა­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში არ იყო. ირაკლი ალადაშვილი ambebi.ge-თან ამბობს:

“მე ამ ომს ვთვლი ყა­რა­ბა­ღის მე­სა­მე ომად, რად­გან ყა­რა­ბა­ღის პირ­ვე­ლი ომის შემ­დგომ, რო­მე­ლიც 1994 წელს შე­ჩერ­და, 2016 წელს მოხ­და 4-დღი­ა­ნი ომი, სა­დაც ყვე­ლა ნი­შა­ნი გა­მოჩ­ნდა, თუ რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და სწო­რედ მე­სა­მე ომი. ანუ ის, რომ აზერ­ბა­ი­ჯან­მა პირ­ვე­ლად სწო­რედ 2016 წლის 4-დღი­ან ომში გა­მო­ი­ყე­ნა უპი­ლო­ტო კა­მი­კა­ძე­ე­ბი და სხვა, შე­და­რე­ბით თა­ნა­მედ­რო­ვე საბ­რძო­ლო ტექ­ნი­კა, რო­მე­ლიც არ ჰქონ­და სომ­ხე­თის არ­მი­ას შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში. აი, სწო­რედ მა­შინ ოფი­ცი­ა­ლურ ერე­ვანს უნდა მი­ექ­ცია ყუ­რა­დღე­ბა, რომ აზერ­ბა­ი­ჯან­მა სე­რი­ო­ზუ­ლი გა­ნა­ცხა­დი გა­ა­კე­თა თა­ვი­სი არ­მი­ის გა­და­ი­ა­რა­ღე­ბა­ზე. რა გა­მოჩ­ნდა ამ ომში მთა­ვა­რი? რო­გორც ჩვენ ვი­ცით, ჰა­ე­რია მთა­ვა­რი და ვინც ფლობს სა­ჰა­ე­რო სივ­რცეს, აკონ­ტრო­ლებს ჰა­ე­რი­დან, ის ბევრ რა­მეს იგებს. ასე მოხ­და ამ შემ­თხვე­ვა­შიც, რო­დე­საც აზერ­ბა­ი­ჯან­მა გა­მო­ი­ყე­ნა უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბი რამ­დე­ნი­მე და­ნიშ­ნუ­ლე­ბით: პირ­ვე­ლი იყო სა­დაზ­ვერ­ვო, ანუ სა­მიზ­ნე­ე­ბის აღ­მო­ჩე­ნის­თვის; მე­ო­რე, სა­არ­ტი­ლე­რიო ცე­ცხლის კო­რექ­ტი­რე­ბის­თვის; და მე­სა­მე, დარ­ტყმის­თვის, ე.ი., ამ უპი­ლო­ტო­ე­ბი­დან ხდე­ბო­და სა­მიზ­ნე­ში მოხ­ვედ­რა ან თა­ვად ეს კა­მი­კა­ძე­ე­ბი, უპი­ლო­ტო­ე­ბის სა­ხით, ეცე­მოდ­ნენ და აფეთ­ქებ­დნენ თუნ­დაც, სომ­ხე­ბის ტან­კებს. ამით გა­მოჩ­ნდა ის, რომ მსოფ­ლიო 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში სხვა დო­ნე­ზე გა­და­დის, მა­გა­ლი­თად, ტან­კე­ბი რჩე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ბა კვლავ აქვს, მაგ­რამ ახლა უპი­რა­ტე­სო­ბა ენი­ჭე­ბა ახალ ტექ­ნო­ლო­გი­ებს და პირ­ველ რიგ­ში წერ­ტი­ლო­ვან, უზუს­ტეს დარ­ტყმებს.

სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში ყვე­ლა­ზე თა­ნა­მედ­რო­ვე შე­ი­ა­რა­ღე­ბა 2007-2008 წელს სა­ქარ­თვე­ლომ შე­მო­ი­ტა­ნა, ეს უპი­ლო­ტო­ე­ბი ის­რა­ე­ლის წარ­მო­ე­ბის იყო. ასე­ვე, მა­შინ წინ­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი იყო ჩვე­ნი, ქარ­თუ­ლი ტან­კე­ბის აღ­ჭურ­ვა თა­ნა­მედ­რო­ვე ნა­ვი­გა­ცი­ი­სა და ცე­ცხლის მარ­თვის სის­ტე­მე­ბით. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რა­ტომ არ შე­ი­ა­რაღ­და სომ­ხე­თი: პირ­ველ რიგ­ში იმი­ტომ, რომ ეს ძა­ლი­ან დიდ თან­ხებს მო­თხოვს, რაც სომ­ხეთს არ ჰქონ­და; და მე­ო­რე, სომ­ხე­თი მიბ­მუ­ლი იყო და ახ­ლაც მიბ­მუ­ლი რჩე­ბა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ზე, რუ­სეთს კი შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში ასე­თი დო­ნის უპი­ლო­ტო­ე­ბი თა­ვად არ აქვს. ჩვენ­თან, 2008 წლის შემ­დგომ, რაც ის­რა­ელ­მა უპი­ლო­ტო­ე­ბის გად­მო­ცე­მა შეგ­ვი­წყვი­ტა, თვი­თონ რუ­სეთ­მა დადო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, შე­ი­ძი­ნა უპი­ლო­ტო­ე­ბი და ის­რა­ე­ლის უპი­ლო­ტო­ე­ბის ლი­ცენ­ზი­ის წარ­მო­ე­ბა რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე თა­ვად და­ი­წყო. სომ­ხებს თა­ვი­სი უპი­ლო­ტო­ე­ბი ჰქონ­დათ, რამ­დე­ნი­მე სა­ხით, მაგ­რამ ის მხო­ლოდ სა­დაზ­ვერ­ვო ფუნ­ქცი­ებს ას­რუ­ლებს. თუმ­ცა, ბრძო­ლის ბოლო ეტაპ­ზე გა­მოჩ­ნდა ვი­დე­ო­კად­რე­ბი, რო­მე­ლიც გა­და­ღე­ბუ­ლია ისე­თი ტი­პის უპი­ლო­ტო სა­დაზ­ვერ­ვო თვითმფრი­ნა­ვით, რო­მე­ლიც რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბა­შია და სომ­ხეთს არ ჰქონ­და – ეტყო­ბა, ბრძო­ლის ბოლო ეტაპ­ზე მი­ა­წო­დეს სომ­ხეთს, რის მეშ­ვე­ო­ბი­თაც სომ­ხებ­მა სა­არ­ტი­ლე­რიო ცე­ცხლის კო­რექ­ტი­რე­ბა და გარ­კვე­უ­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი და­ნა­ყო­ფის გა­ნად­გუ­რე­ბა მო­ა­ხერ­ხეს.

უპი­ლო­ტო­ე­ბი, სომ­ხე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბით, აზერ­ბა­ი­ჯან­მა, რო­მელ­საც ფული აქვს, შე­ის­ყი­და ჯერ ის­რა­ე­ლის­გან, შემ­დეგ თურ­ქეთ­მა გა­მო­უშ­ვა ეს ახა­ლი უპი­ლო­ტო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­მო­ი­ცა­და მა­ნამ­დე სი­რი­ა­ში, ასე­ვე ლი­ბი­ა­ში და შემ­დეგ უკვე ყა­რა­ბაღ­ში. აზერ­ბა­ი­ჯან­მა ამ მხრივ სწო­რი გათ­ვლა გა­ა­კე­თა, რომ დღეს უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა არა ვთქვათ, ტან­კე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას, არა­მედ იმა­ვე, სა­დაზ­ვერ­ვო, ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის დრო­უ­ლად მო­პო­ვე­ბას და შემ­დეგ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის დრო­უ­ლად რე­ა­ლი­ზე­ბას, უზუს­ტე­სი, წერ­ტი­ლო­ვა­ნი სა­ჰა­ე­რო და სა­არ­ტი­ლე­რიო დარ­ტყმე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით.

პირ­ველ რიგ­ში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ვა­კე­თოთ შე­სა­ბა­მი­სი დას­კვნე­ბი იმ სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბი­დან, რო­მე­ლიც სულ ცოტა ხნის წინ რე­გი­ონ­ში იყო. ნათ­ლად გა­მოჩ­ნდა, რამ­ხე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ტექ­ნო­ლო­გი­ურ უპი­რა­ტე­სო­ბას შე­ი­ა­რა­ღე­ბულ კონ­ფლიქ­ტში. ეს ჩვენ და­ვი­ნა­ხეთ დრო­ნე­ბის აქ­ტი­უ­რი გა­მო­ყე­ნე­ბით, მათ შო­რის, რო­გორც კა­მი­კა­ძე­ე­ბის, ისე სა­დაზ­ვერ­ვო და დამ­რტყმე­ლი დრო­ნე­ბის თვალ­საზ­რი­სით. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი არა­მარ­ტო ტექ­ნი­კის, არა­მედ, ოპე­რა­ტი­უ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის თვალ­საზ­რი­სით იყო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, თუ რო­გორ მოქ­მე­დებ­დნენ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი. ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა, ყუ­რა­დღე­ბა მი­ვაქ­ცი­ოთ სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ძა­ლე­ბის როლს და მოქ­მე­დე­ბა­საც, საბ­რძო­ლო სივ­რცე­ზე რე­ა­ლურ რე­ჟიმ­ში საბ­რძო­ლო სუ­რა­თის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბას, და­მუ­შა­ვე­ბა­სა და მის ადეკ­ვა­ტუ­რად და სწრა­ფად ასახ­ვას, ამას­თან, თუ რო­გორ გავ­ლე­ნას ახ­დენს ოპე­რა­ტი­ულ ვი­თა­რე­ბა­ზე – ყვე­ლა ეს მო­მენ­ტი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ასე­ვე, აღ­ნიშ­ნულ­მა ცვლი­ლე­ბებ­მა შე­იძ­ლე­ბა, გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს არა­მარ­ტო იმა­ზე, თუ ტექ­ნი­კუ­რად რო­გორ უნდა გა­და­ი­ა­რაღ­დეს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი, არა­მედ, გვა­რე­ო­ბე­ბი­სა და სა­ხე­ო­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ში რა ცვლი­ლე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა შე­ვი­დეს. ყვე­ლა­ფერ­მა ამან შე­იძ­ლე­ბა, გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს წვრთნი­სა და გა­ნათ­ლე­ბის პრო­ცეს­ზეც შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში. ეს დას­კვნე­ბი შე­სა­ბა­მი­სად აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­კეთ­დეს და აი­სა­ხოს. ოღონდ, უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტი: რო­დე­საც ასეთ ცვლი­ლე­ბებ­ზე გვაქვს სა­უ­ბა­რი, პირ­ველ რიგ­ში ჩვე­ნი მთა­ვა­რი პო­ტენ­ცი­უ­რი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ. ის, თუ რო­გორ მოქ­მე­დებ­და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი სომ­ხე­თის წი­ნა­აღ­მდეგ, ერთი სა­კი­თხია, მაგ­რამ ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში მნიშ­ვნე­ლო­ბა ექ­ნე­ბა, რა დას­კვნე­ბი უნდა გა­ვა­კე­თოთ ჩვენს უპირ­ვე­ლეს პო­ტენ­ცი­ურ მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს­თან მი­მარ­თე­ბა­ში, რად­გან საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი პო­ტენ­ცი­უ­რად მა­ინც თა­ვის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს და გან­სხვა­ვე­ბებს მო­ი­ტანს, რო­დე­საც მა­გა­ლი­თად, სა­ქარ­თვე­ლო­ზე იქ­ნე­ბა ლა­პა­რა­კი.


პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი რე­გი­ონ­ში სწო­რედ ჩვენ, 2007-2008 წლებ­ში გა­დავ­დგით და იმ პე­რი­ო­დის­თვის სა­უ­კე­თე­სო, ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე უპი­ლო­ტო­ე­ბი გვქონ­და, მაგ­რამ ვერ გა­მო­ვი­ყე­ნეთ… ჯერ კი­დევ ომის და­წყე­ბამ­დე 3-4 მათ­გა­ნი დავ­კარ­გეთ აფხა­ზე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე. ვთვლი, რომ პირ­ველ რიგ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ დიდი ყუ­რა­დღე­ბა სწო­რედ ამა­ზე უნდა იყოს გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლი, რომ უპი­ლო­ტო სის­ტე­მე­ბის არა­მარ­ტო შეს­ყიდ­ვა, არა­მედ მათი აწყო­ბა მოხ­დეს. თბი­ლის­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში ამის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი არის, ტექ­ნი­კუ­რად ეს ძა­ლი­ან რთუ­ლი არაა, უბ­რა­ლოდ, რა თქმა უნდა, გარ­კვე­უ­ლი თან­ხე­ბის ჩა­დე­ბას მო­ი­თხოვს. რო­დე­საც ეს იქ­ნე­ბა, უკვე სე­რი­ო­ზუ­ლად წას­წევს წინ ქარ­თულ არ­მი­ას, მათი გა­მო­ყე­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა ორ­მა­გი და­ნიშ­ნუ­ლე­ბით მოხ­დეს, ანუ ვთქვათ, ღმერ­თმა დაგ­ვი­ფა­როს, მაგ­რამ ხან­ძრე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყოს, წყალ­დი­დო­ბე­ბი და ისი­ნი სა­დაზ­ვერ­ვო ფუნ­ქცი­ას შე­ას­რუ­ლე­ბენ, მა­გა­ლი­თად, აღ­მო­ა­ჩე­ნენ, ვი­საც შვე­ლა სჭირ­დე­ბა და ა.შ. ერთი სი­ტყვით, დღეს უპი­ლო­ტო საფ­რენ აპა­რა­ტებ­ზე დიდი მო­თხოვ­ნაა“, – აღ­ნიშ­ნავს ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლი.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.