ტანზანიელი მაღაროელი მილიონერი მეორედ გახდა

ტანზანიაში მაღაროელი, საინინ ლაიზერი მილიონერი მეორედ გახდა, მან  მესამე ძვირფასი ქვა ტანზანიტი აღმოაჩინა.

 უმსხვილესი კრისტალი 3.3 კილოგრამს იწონიდა. ლეიზერი, 30-ზე მეტი შვილის მამა და 2,000 ძროხის მფლობელი, ძვირფასი ქვის პოვნის გამო 2 მილიონ დოლარს მიიღებს.

ჩრდილოეთ ტანზანია მსოფლიოში ერთადერთი ადგილია, სადაც ტანზანიტი არსებობს, რომელიც  ექსპორტზე, ძირითადად ინდოეთში გადის. ეს არის დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ძვირფასი ქვა. ის უმეტესად ლურჯი ფერისაა, მაგრამ ასევე არსებობს  მწვანე, წითელი და ვარდისფერი ნიმუშები. ადგილობრივი გეოლოგების აზრით, ტანზანიტის მარაგი დაახლოებით 20 წელიწადში ამოიწურება.

შეგახსენებთ, მაღაროელმა ლაინზერმა ძირფასი ქვა ტანზანიტი ორი თვის წინაც აღმოაჩინა, რომელიც ქვეყნის მთავრობამ მისგან 3.4 მილიონ დოლარად შეიძინა.

report.ge

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ეს რომ საქართველოში მომხდარიყო ფულს გადაუხდიდნენ კი არა ისე გააუბედურებდნენ , სამუდამოდ დაავიწყებდნენ აღმოჩენასაც და ცხოვრებასაც. ტანზანია რომ გაჯობებს ყველაფერში რაზე უნდა ილაპარაკო.

  2. ჯემალი

    ვინმე ელგუჯა ბაგრატოღლუმ (და არა ბაგრატიონმა) დააზიანა კერძო პირის ქონება და ახლა უკვირს პასუხს რატომ მთხოვენო, ჩემზე როგოც ოპოზიციონერ დეპუტატზე მიდის ზეწოლაო და მსგავსი პასკვილები ნიანგის ცრემლებით. ქვეყანაში ყველამ უნდა აგოს პასუხი თავის ნამოქმედარზე. ამის ითხოვს სამართლებრივი სახელმწიფოს ფილოსოფია. მორჩა, არანაირი სპეკულაცია. რა თქმა ამ შემთხვევაში ივანიშვილი სამართლიანად მოიგებს პროცეს, მაგრამ არა მგონია მოპასუხეს მოსთხოვოს ზიანის ანაზღაურება, პლუს სასამართლოს და ადვოკატის მომსახურების ხარჯები. რატომღაც მგონია, რომ ბიძინა გადაახდევინებს სიმბოლურა ლარს და ამით აგრძნობინებს მავანს, რომ სიკეთის კეთება რჩეულთა ხვედრია.
    მთელი სამი თუ ოთხი წელია ოპოზიცია, განსაკუთრებით ნაციონალები და მისი ანასხლეტები გაკივიან ივანიშვილმა დააქცია საქართველოს ბუნება, რამეთუ თუ კანონიერად იძენს ასწლოვან ხეებს და ურეკში, მეტწილად ჭაობსა თუ გამოუსადეგარ 60 ჰექტარზე აშენებს დენდრო პარკს. სხათა შორის ოზურგეთლები ვერ იხსენებენ, რომ ამ მიგდებულ ტერიტორიას მოსახლეობისათვის ოდესმე რაიმე სარგებელი მოეტანოს. ეხლა რა ხდება ამ ადგილას? 60 ჰექტარზე გაშენდა უნიკალური მრავალფეროვნი ადგილობრივი და იშვიათი ეგზოტიკური მცენარეთა, ფრინველთა და ჭაობის ბინადართა პარკი, სადაც გახსნის დღიდან არ წყდება ვიზიტორთა ნაკადი.
    ოპოზიციონერმა კრიტიკოსებმა ენები გადაყლაპეს, რამეთუ გამოგონილი მავნებლობის მითები საპნის ბუშტივით გასკდა. მადლიერი ადგილობრივი უცხოელი ვიზიტორები აღფრთოვანებულნი არიან ნანახით. ღვთის გლახა ღვარძლიანო კრიტიკოსებო მოინანიეთ თქვენი ბოროტი პასკვილნი, რამეთუ თუ ქრისტეს რჯული მორწმუნეთაგან უპირველეს ყოვლისა მოითხოვს მადლიერების გრძნობას, სხვისი ნამოქმედარი სიკეთის დანახვას

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.