“ტალახაძე სსრკ-ს სახელითაც ისე გამოვა თვალს არ დაახამხამებს”

„ზუკა ბერძენიშვილი არის პატრიოტი მაგარი კაცი. მის ასაკში ქვეყნისთვის ამდენი სიკეთის გაკეთება რომ გეღირსება, ნამდვილი ბედნიერებაა“, – წერს „მთვარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია სამოქალაქო აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილსა და სპორტსმენ ლაშა ტალახაძის დაპირისპირებაზე.

„ლაშა ტალახაძე არის ფენომენალური სპორტსმენი და მას მხარს მხოლოდ  იმიტომ ვუჭერ, რომ ქართული დროშის ქვეშ გამოდის ასპარეზობებზე. თუმცა, ქართული დროშის ქვეშ გამოსვლა და დიდი გამარჯვებები, ერის  მოღალატეების და ქვეყანაში რუსეთის შემომყვანების გვერდში დგომის  ინდულგენცია ნამდვილად არ არის.

მე არ ვიცი, რა ღირს ლაშა ტალახაძის მხარდამჭერობა, მაგრამ ფაქტია, რომ  რაღაც ღირს, სხვაგვარად სალომე ზურაბიშვილს და თვალთხარიას არავინ  უჭერს ამ ქვეყანაში მხარს და ვერც მასზე გავაკეთებთ ალოგიკურ დაშვებას.  პატრიოტები კი ფულზე არ ყიდიან საკუთარ მხარდაჭერას, მით უფრო, როცა  ქვეყნის ერთადერთი მტრის აგენტურის მხარდაჭერაზეა საუბარი – არც  სპორტში, არც ხელოვნებაში, არც არსად.

ქვეყანას ნამდვილი და უანგარო, მებრძოლი პატრიოტები სჭირდება,  რუსეთისგან თავის დასახსნელად, თორემ ლაშა ტალახაძე აღდგენილი  სსრკ-ს სახელითაც ისე გამოვა და ახალ რეკორდებს ისე დაამყარებს,  თვალს არ დაახამხამებს.

მე ზუკა ბერძენიშვილის საქართველოსთვის ვიბრძვი და არა კონფორმისტი და ფულზე დახამებული ლაშა ტალახაძის, რამდენი რეკორდიც არ უნდა  დაამყაროს“, – წერს გვარამია.

შეგახსენებთ, რომ აქცია „სირცხვილიას“ აქტივისტმა, ზუკა ბერძენიშვილმა სოციალურ ქსელში ლაშა ტალახაძის მიმართ კრიტიკული პოსტი დაწერა და უზნეო უწოდა მას შემდეგ, რაც სპორტსმენმა გიორგი გახარიასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ყველა შენნაირი მონა ნუ გგოინია შე ქათამო მართლა

  2. ანონიმური

    talaxadzis fexis frchxiladac romg irde madloba tqvi she regveno

    1. ანონიმური

      ვაი თქვე სამარცხვინოებო,გვარამიას ტვინი კი აქვს არეული,მაგრამ თქვენ ხომ ისიც არა გაქვთ..

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.