“სხივური და ბირთვული მედიცინის ცენტრში” შეიქმნა ექიმების სამუშაო გუნდი პაციენტებისთვის დისტანციური კონსულტაციის გასაწევად

კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის გამოცხადების შემდეგ საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, დაწესებულებებს რეკომენდაცია მიეცათ შესაძლებლობების ფარგლებში სამუშაოს დისტანციურ რეჟიმში შესრულებაზე.

რადგან კორონავირუსის ინფექცია განსაკუთრებით რთულად მიმდინარეობს ხანდაზმულ, ქრონიკული დაავადებების მქონე, სიმსივნიან პაციენტებში და კორონავირუსით ინფიცირების რისკი მაღალია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში (საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისას, დახურულ სივრცეებში დაყოვნებისას, მაგ. კლინიკებში და სხვა), სხივური და ბირთვული მედიცინის ცენტრში შეიქმნა ექიმების სამუშაო გუნდი პაციენტებისთვის დისტანციური (ონლაინ) კონსულტაციის გასაწევად.

ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შევამციროთ პაციენტების გადაადგილება, თუ ამის აუცილებლობა არ არის. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ონკოლოგიურ პაციენტებს ყოველ სამუშაო დღეს 10:00-დან 18:00 საათამდე ონლაინ კონსულტაციას გაუწევენ სხივური და ბირთვული მედიცინის ცენტრის რადიაციული ონკოლოგები.

კონსულტაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995 32) 2 42 99 99

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.