“სხეულის ზედაპირული დაზიანებების აღმოჩენა შეუძლებელია” – უკრაინელი ექსპერტის წინასწარი დასკვნა

თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის წინასწარი დასკვნა გამოქვეყნდა:

„ჩატარდა გვამის პირველადი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში. მონაწილეობდა ცენტრი “ემპათია“-ს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი გალინა კარმუშინა.

ჩატარდა გვამის გარეგანი და შინაგანი დათვალიერება, რენტგენოსკოპიური კვლევა, აღებული იქნა ნიმუშები ჰისტოლოგიური და ტოკსიკოლოგიური ექსპერტიზისთვის.

ჩატარებული კვლევების საფუძველზე ამ ეტაპზე შეგვიძლია განვაცხადოთ შემდეგი:

1. ხილული ტრავმული დაზიანებები არ აღინიშნება.

2. რენდგენოსკოპიული და შინაგანი გამოკვლევით ძვლების ტრავმული დაზიანება არ გამოვლინდა.

3. ცეცხლსასროლი და სხვა სახის ჭრილობები არ იქნა ნანახი.

4. გამოვლინდა შორსწასული მოგვიანებითი გვამური მოვლენები.

5. სხეულის ზედაპირული დაზიანებები სისხლნაჟღენთები და ტრავმული დაზიანებების სხვა შედეგების აღმოჩენა შეუძლებელი იყო მკვეთრად გამოხატული და შორს წასული გვიანი გვამური მოვლენების გამო.

6. წინასწარი მონაცემებით, სიკვდილის ხანდაზმულობა 3-5 დღე.

7. სიკვდილის უშუალო მიზეზის დასადგენად აუცილებელია ჰისტოლოგიური და ტოკსიკოლოგიურიკვლევის შედეგები

8. რეკომენდირებულია კომპლექსურ-კომისიურიექსპერტიზა სისხლის სამართლის საქმის მასალების შესწავლით“

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    პროფესიონალი მკვლელი იყო ეტყობა, გათვალა რამდენ დღეშია შეუძლებელი დაზიანებების აღმოჩენა, კარგად გადამალა და მერე მიიყვანა მანქანა იმ ადგილას.

    1. sulit damdzimebuli saqartveloze

      masec aris

  2. ანონიმური

    ხოდა სასწაფოდ უნდა ჩატარდეს ის კვლევებიც.აშკარაა რომ მოკლულია ეს ლამაზი გოგო.თავის მოკვლა თუ უნდოდა იმას სახლშიც გააკეთებდა.

  3. ანონიმური

    Martalia jer hadamala da mere miikvana, tavi ar mouklavs

  4. ანონიმური

    ფაქ2ტია რომ თავი მოიკლა შიგნიდან იყო მანქანაში ჩაკეტილი

    1. ბლა

      მხოლოდ ეგ ფაქტი ასახავს რომ თავი მოიკლა?😁 ისე დავკეტავ კარგად მანქანის კარს შიგნიდან…პროფესიონალის მირ არის მოკლული…

      1. ანონიმური

        ანდაც ტყეში წავიდა თუ თავის მოკვლა სურდა?არავინ მიპოვოსო?და ის აფსურდი წერილი?თუ სამსახურმა გადაღალა და სწავლამ და ამიტომ გადაწყვიტა თავის მოკვლა?სანამ “ოცნებას”უჭურავს ქვეყნის სადავეები ხელში ყოველთვის,ყოველდღე დავკარგავთ ახალგაზრდებს… ყოველთვის გვიპოვიან ჩვენ სახლში სისხლში მოცურავე და ყურმოჭრილს…გადაგვარდა ხალხი

  5. ანონიმური

    უნდა დაგინეს რის ან ვის გამოქნა ეს ამ გოგომ

  6. ანონიმური

    ნუ აზვიადებთ ყველაფერს ,უკრაინელი ექსპერტი ,ისეთი ხაზგასმით ამბობენ თითქოს მაგის სადარი ექსპერტი მეორე არ მოიპოვება დუნიაზე .ერთი რიგითი ნაც გამპრავებელია .

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.