სწორედ ეს არის ის მთავარი(!) – რასაც ივანიშვილმა გადაგვარჩინა! – ხათუნა ხოფერია

ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია, სოციალურ ქსელში, წერს:

სულ ვფიქრობ, რა არის ის მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი, კაცთაგან შეუფასებელი, რაც ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი შვილებისთვის, უბრალოდ, სამშობლოსთვის გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა?!…

9 წლიანი, დიახ, 9 წელი და არა 8… რადგან, 2011 წელიც იმ მთავარის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, თუ არა გადამწყვეტი.

რა იყო ის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობდით?… მე არ ვაპირებ დაჭერებზე, გაუპატიურებებზე, დაკვეთილ მკვლელობებზე, ფარულ ჩამაწერებზე, სახელისუფლებო რეკეტზე და სხვა უამრავ შიდა ტერორზე საუბარს. მე სხვა რაკურსიდან მინდა შევხედო 2011 წლის რეალობას! საერთაშორისო, მსოფლიო პოლიტიკური ინტერესების რაკურსიდან.

1.ხელისუფლება, რომელიც “ დემოკრატიის შუქურამ” ჩამოაყალიბა, ამ დროისთვის სრულიად გაწმენდილი იყო “ არასანდო ელემენტებისგან!” (ჟვანია, შარაძე, ლევან მიქელაძე, პატარკაციშვილი, გენერლების ერთი ჯგუფი და სხვანი).

2.ქვეყანაში შემოსული ათობით მილიარდი დოლარი, რომელიც სხვადასხვა ენჯეოების მეშვეობით, ერთი ჯგუფის, ნეოლიბერალური იდეოლოგიის გამყარებას ხმარდებოდა მხოლოდ.( ყველა კორუფციული მექანიზმების გათვალისწინებით. )

3.დიპკორპუსი, საერთაშორისო პარტნიორები, ლობისტური ჯგუფები, რომლთა მთავარი მისია დაქირავებულ- დაფინანსებული ქართული ხელისუფლების “ გაპრავება” იყო მხოლოდ. ნუ, ასე ვთქვათ, “ მხარდაჭერა”.

4.ყველა პროექტი, რომელსაც სააკაშვილის , როგორც მარიონეტის, ხელით ახორციელებდნენ, იყო ანტიქართული და იმთავითვე განწირული ომისთვის, დამარცხებისთვის, სახელმწიფოს შესუსტებისთვის.( “ ზემო აფხაზეთი”, “ კოკოითი ფანდარასტ”, “ლაზიკა”, “ “სინგაპურიზაცია”და უამრავი სახვა)

დღეს, როდესაც ვუყურებ ამერიკას და ვიხსენებ, თუ რა ხდებოდა ამ 9 წლის განმავლობაში მსოფლიოში- უკრაინის ნგრევა, ბელორუსიის მოვლენები, პარიზის ყვითელჟილეტიანების დაუსრულებელი აქცია, ბრიტანეთის ბრექსითი, აზერბაიჯან- სომხეთის კრიზისი, საბერძნეთის ეკონომიკურ-პოლიტიკური ჩამოშლა და უამრავი სხვა არეულობა, მხოლოდ ერთი კითხვა მიჩნდება – როგორ შეძლო, რა ძალისხმევად დაუჯდა ბიძინა ივანიშვილს უკვე დადასტურებული ფაქტი- მსგავსი მაშტაბური, პოლიტიკური კატაკლიზმებისგან გადაერჩინა საქართველო! ჩვენ არ გვინახავს და არც მოგვისმენია, თუ როგორ, რა ზეწოლით ან ქვედადინებებით უწევდა მას სრულიად გაუგებარი გადაწყვეტილებების მიღება.

იცით, რა მახსენდება, ყველასთვის გაუგებარი და მიუღებელი “რესპუბლიკური” პარტიის გამოჩენა ივანიშვილის გვერდით! ან კიდევ, კოჰაბიტაციის პროცესში ჩართულობა! ან, თამარ ჩუგოშვილის ვიცესპიკერობა და ოცნების ლიდერად მოვლინება!

მახსენდება, როგორ ვლანძღავდით, შეურაცხვყოფდით, ვეკამათებოდით…. პარალელურად, კი თავისთავად ვიცილებდით “ქართულ მაიდანს”, რუსულ ექსპანსიას, მსოფლიო ტერორიზმის ბუდედ ქცევის საშიშროებას. ბოკერიას და მის ზურგს უკან მდგარ “პარტნიორებს”,

ვიცილებდით ომებს, ნგრევას, სისხლისღვრას!

ავიცილეთ მსოფლიო პოლიტიკური ექსპერიმენტების ცენტრად ქცევის გარდაუვალი, მიშას დროს დაწყებული საფრთხე!

დიახ! ჩვენთან არ ჩატარებულა არცერთი ექსპერიმენტი!

ჩვენთანთან არ გაუტესტავტ არცერთი მაშტაბური პოლიტიკური პროექტი!

დიახ, ბოლო 9 წლის მანძილზე ჩვენ გადავურჩით იმას, რაც დღეს ხედება დემოკრატიის აკვანში!

მოკლედ, სწორედ ეს არის ის მთავარი(!)- რასაც ბიძინა ივანიშვილმა გადაგვარჩინა! დათმობებით, დათმენებით, სიბრძნით და სიყვარულით!

… და იცით, ფული აქ არაფერ შუაშია! ეს არის ერთი კარგი, მოაზროვნე და სამშობლოზე შეყვარებული კაცის მიერ გაკეთებული საქმე!

ღმერთმა გადაარჩინოს საქართველო!

ღმერთმა დალოცოს ბიძინას ოჯახი, მონაგარი, თქვენი ოჯახები, ჩემი შვილები და შვილიშვილები!

მე არ ვიცი რატომ წავიდა, მაგრამ სანამ იყო, გვაცხოვრა სიმშვიდეში, ყოველგვარი პროექტების მიღმა!

  •  
  •  

17 Comments

  1. ანონიმური

    megona upro sheudzvreboda kochag folidzesnairi mineti arkopila

    1. ანონიმური

      გამოძრომის დროა, ხვდებიან!

  2. ანონიმური

    100procentiani brdzandebit

  3. ანონიმური

    ფუი მოგიტყან აზროვნება და შეხედულება

  4. ინა

    ი შენ კი შეგეცი ხათო

  5. ანონიმური

    ბატონმა ბიხინამ რა სიკეთეც გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის მისი მეათასედი გააკეთებინოს ღმერთმა საქარველოში ყველა მცხოვრებს ,ქვეყნისთისაც კარგი იქნება და ხალხისთვისაც.

  6. ანონიმური

    sikete unda midiodes xalxtan da etkobodes qvekanas gaixedet garet gamodit tqveni mowkobili siketeebidan da chexedet xalxs sircxvilia siketeze laparakic

  7. ანონიმური

    უმადურები მაინც თავის აზრზე რჩებიან.
    ვეთანხმები ქალბატონ ხათუნას.

  8. ანონიმური

    რაც ბიზძინას გაკეთებული აქვს ქვეყნისათვის იმდენს ვერავინ და ვერასდროს გააკეთებს .

  9. Mììiii

    აფერისტი ქალი ეხლა ვის უნდა შეუძვრე ყველა მთავრობა მოიარა ყველაფერს და ყველას ერგება ვინც როდის აწყობს

  10. lapsha068

    xatunie amazrzeni xar ratom ici? rusetis ukana ezod unda gadaaqcios shenma bidzinam da misma xelis bichebma da amartleb. amat ra naklebi fuli moipares? tu tvalebi me davtxare axalgazrdebs. yvela partiis dedac tu gainteresebs rom ar ifiqro vinmes vemxrobi. chadi gaiare soflebshi qalaqebshi xalxi shimshilobs. xatunie shen eris moyvaruli ki ara tanamdebobis moyvaruli erti dabali donis qali xar.

  11. ანონიმური

    ივანიშვილის ამაგი დაუფასებელია ნამდვილად

  12. ანონიმური

    ღმერთი გაახარებს ივანიშვილს ყველა სიკეთისთვის

  13. ანონიმური

    Gmertoooo rogor bnela saqartveloshi,ra daemarta qartvel xalxs? Martla datxrili aqvs tvalebi.

  14. ლუბა

    ბევრჯერ მოინატრებთ ბიძინას მაგრამ არ გეყოლებათ თქვე უმადურებო მისი ღვაწლი შეუფასებელია რაც მან ქვეყნისთვის და ერისთვის გააკეთა მაგრამ არა უშავს ღმერთი ყველაფრისთვის სიკეთით გადაუხდის უფალო სულ სიკეთით და დალოცვილი ატარეთ საითაც პირი ქნან ივინიშვილი და ყველა მისი ოჯახის წევრები ამას ნამდვილად იმსახურებენ, უფალო დადექით მათ გვერდით გთხოვთ, გემუდარებით.

  15. ანონიმური

    Ivanishvilma ududesi sikete gauketa saqartvelos

  16. ანონიმური

    Jer marto qurdbacaca miliarderi saakianis moshoreba rad girs gaixart batono bidzina

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.