„სწორედ ამის გამო კახეთში ვირუსის შემთხვევა არ დაფიქსირდა!“ – სკანდალური ინტერვიუ უფოლოგ ერეკლე შონიასთან


„ალიას“ უფოლოგი ერეკლე შონია ესაუბრება, რომელსაც პანდემიაზე და მსოფლიოსა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე სრულიად განსხვავებული, ძალიან საინტერესო და სკანდალური პოზიცია და არგუმენტები აქვს:


– ბატონო ერეკლე, რა არის კორონავირუსი და ვის და რისთვის დასჭირდა ამ დაავადებით მანიპულირება? კიდევ რისთვის აპირებენ მის გამოყენებას?


–კორონავირუსი  გამოყენებულ იქნა,  როგორც ფსიქოლოგიური იარაღი. ვინ გამოიყენა არ ვიცი,  მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ზოგადად სამყაროს,  კაცობრიობის განვითარებას აჩერებენ მისი მეშვეობით. კაცობრიობა მივიდა განვითარების იმ ნიშნულამდე, როდესაც მას შეუძლია რაღაცის განადგურება. სამყარო მას აჩერებს, აძლევს დროს და შანსს, რომ დაფიქრდეს. კაცობრიობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, გადაეჩვია დიდ ომებს, თავის გადარჩენის მოთხოვნილებები არ იყო და კაცობრიობა გაჩერდა. მედიცინას, სხვა და სხვა მეცნიერულ მიმართულებების  განვითარებას ნაკლები ყურადღება დაუთმო. მთელი ყურადღება გადაიტანეს  სპორტის, შოუბიზნესის განვითარებაზე. მერე ახალი თაობები წამოვიდა.

გახსოვთ, მერე იყო ატომური პარიტეტი სახელმწიფოთა შორის და ამან უფრო არამილიტარისტული გახადა მსოფლიო. იყო მცირე ომები, მაგრამ დიდი და მასშტაბური ომები აღარ ხდებოდა, მშვიდობა იყო. ამ ატომური პარიტეტის შექმნაში მონაწილეობა მიიღეს ქართველებმა. ამან, 70 წელი, ვიდრე საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა, სამყარო ამყოფა სიმშვიდეში. ამ ყველაფერს, როგორც ჩანს, ვადა გაუვიდა. მოვიდა დრო, ხელახლა გადაიხედოს რაღაცები. კაცობრიობამ დაიწყო ჩხიკინი,  ახალი თაობის ატომური ბომბების გამოცდა დაიწყო, ბუნების გამოცდა დაიწყო,  ცერნსა და სხვა სამეცნიერო ცენტრებში რაც ხდება, სამყაროს  ჭეშმარიტების შესწავლა, გამოკვლევა,  სამყაროს  თავდაპირველი  მოდელის შექნის მცდელობა,  როდესაც ეს არის  გამოყენებული არა სულიერებისთვის, არამედ მარტო მეცნიერებისთვის, ათეისტურად  არის   ეს ყველაფერი გამოყენებული.

როგორც ჩანს, მივადექით რაღაც საშიშ ზღვარს, როდესაც ჩვენ შეგვიძლია  სამყაროსეულ პროცესებზე რაღაც გარკვეული ზემოქმედების მოხდენა. ჩვენ  სამყაროში არსებული სხვა და სხვა ძალები გვაჩერებენ და გვანიშნებენ, დაფიქრდით, თქვენ ხართ ძალიან საშიშ ზღვარზე. დედამიწაზე ჩვენ ვაგროვებთ ბევრ უარყოფით ენერგიას, როდესაც უარყოფითი აზრები, ზრახვები, ქმედებები გვაქვს. როდესაც  დედამიწაზე უარყოფითისა და დადებითის ბალანსი იცვლება უარყოფითის სასარგებლოდ, მაშინ ირთვება აპოკალიპტური სცენარები, რომლებიც შეიძლება იყოს გლობალურიც და ლოკალურიც. მაგალითისთვის მოვიყვანოთ ის აპოკალიპტური სცენარი, რომელიც დაგვემართა ჩვენ, როდესაც ვიყავით საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირში,  საქართველო იყო ყველაზე მდიდარი რესპუბლიკა 15 რესპუბლიკას შორის. შემდეგ დაიშალა ეს ქვეყანა და გადამწყვეტ მომენტში ჩვენ ვერ ვმართეთ ჩვენი ემოციები. ძალიან მალე აღმოვჩნდით  ქვის ხანაში. გახსოვთ, 90–იანი წლები, რა კატასტროფა გადავიტანეთ. ჩვენს ტყავზე გამოვცადეთ და ყველაზე მტკივნეულად, ვიდრე სხვა რესპუბლიკებმა. მიუხედავად იმისა, რომ არც მათ ულხინდათ, მეტ–ნაკლები სიმძაფრით მსგავსი პროცესები ყველა ყოფილმა საბჭოთა ქვეყანამ გადაიტანა. საქართველოში საკუთარი ხელით ჩავკალით წარმოება, ყველა დარგი, რომლის გარეშეც,  სახელმწიფოს  არსებობა, წარმოუდგენელია.  განვითარების ნაცვლად, ავდექით და ჩავკალით. მერე ნულიდან დავიწყეთ აღდგენა.

ამას მოყვა ეკოლოგიური კატასტროფები, მკვდარი ქალაქები, მოსახლეობის დეპოპულაცია, გამრავლების შეჩერება, გაჩნდა ახალი დაავადებები, რომელთა არსებობა არც კი ვიცოდით… ჩვენ ჩვენს წილად, აპოკალიპტური სცენარი, რომელიც ზოგადად არსებობს სამყაროში, გამოვცადეთ. ახლა საქმე რაშია. ჩვენ ჩვენი წილი უარყოფითი ენერგია, რისი დაგროვებაც შეგვეძლო ჩვენს ქვეყანაში, დავაგროვეთ. ასევე, კაცობრიობამ დააგროვა ძალიან ბევრი უარყოფითი, კაცობრიობას აქვს თვითგადარჩენის მექანიზმი განვითარებული. რაც ხელში ჩაუვარდა ადამიანს, ყველაფრისგან იარაღის კეთება დაიწყო. ხე ჩაიგდო ხელში, მშვილდი და ისარი გააკეთა, რკინისგან სატევარი გააკეთა, წყალი დაშალა  წყალბადად და ჟანგბადად, მძიმე წყალი შექმნა და წყალბადის ბომბი გააკეთა…  ჩვენ ყველაფრისგან ვაკეთებთ  ადამიანის მომაკვდინებელ იარაღს. ამ სახეობამ, ადამიანმა, 150–200  წელში ტექნოლოგიურ ნახტომს მიაღწია. ჩვენ ძველად განვიხილებოდით სახეობად, რომელიც ერთმანეთს ებრძვის და ამით არავინ შავდება ამ ბრძოლის მონაწილეთა გარდა, დღეს უკვე შეგვიძლია ერთმანეთის წინააღმდეგ გამოვიყენოთ ატომური და სხვა სახის იარაღი და დავაზიანოთ დედამიწა. ამით არა მარტო დედამიწას დავაზიანებთ და ჩვენ უსაფრთხოდ ვიქნებით, იმდენად დავაზიანებთ, რომ წასასვლელი არსად გვექნება, თავს რომ ვუშველოთ, იმის საშუალებაც არ გვექნება.

ეს უკვე კოსმოსური პრობლემაა, რადგან ჩვენი დაზიანებით, კოსმოსში ჯაჭვური რეაქცია მოხდება და სხვა სამყაროების დაზიანებასაც გამოიწვევს. ამიტომ, ყველაფერი გვაჩერებს, ყველაფერი გვეუბნება, აზრზე მოდით. აქ არის ასეთი  მომენტი – ჩვენ რადგან ასეთი აგრესიული გენის მატარებლები ვართ,  მთელ სამყაროს ჩვენი, ადამიანის სახეობისა ეშინია. ადამიანებს გაგვიჩნდა ამბიცია, რომ გვაქვს არნახული ტექნოლოგიური პროგრესი და  ვცდილობთ, გავიდეთ ატმოსფეროს გარეთ. გაგვიშვეს კიდეც თავის დროზე, გასული საუკუნის 60–იან წლებში. მერე, 1969 წელს მთვარეზე დავჯექით. მერე მოვინდომეთ მთვარეზე ექსპერიმენტების ჩატარება, ატომური იარაღის გამოცდა მთვარეზე, რის გამოც, სხვა სამყაროს წარმომადგენლებმა აგვიკრძალეს მთვარეზე  ჩასვლა და იქ ექსპერიმენტების ჩატარება. რაც შეეხება ჩვენს ამბიციას, რომ უნდა მოვახდინოთ მარსის კოლონიზაცია, სამყაროში ხდება ასეთი რამ. ჩვენ ჯერ დედამიწაზე, საკუთარ სახლში არ დაგვილაგებია სიტუაცია და მარსს ვეპოტინებით.  მთელი სამყარო გვაჯანჯღარებს, გვეუბნება, გვახსენებს, რომ  ჩვენ ვართ დედამიწის შვილები, უნდა ვიყოთ ჰარმონიაში ბუნებასთან და ამ ჰარმონიისთვის აუცილებლად გვჭირდება სულიერება. ტექნოკრატიულად კი განვვითარდით, სამყაროს  ტექნოლოგიების მეშვეობით ბევრი რამ გამოვგლიჯეთ, მაგრამ ჩვენ სულიერებაზე უარი ვთქვით. შინაგანი შემაკავებელი ინსტრუმენტები არ გაგვაჩნია. აქ ვერ დაგვილაგებია ურთიერთობები, ათას უბედურებაში ვართ  და სხვა სამყაროებში ვეტენებით, ვცდილობთ, ის არანორმალური წყობა  ურთიერთობები  და ქცევითი წესები, რომლითაც თავს ვიღუპავთ,  შევიტანოთ სხვაგან.  

დღეს რაც ხდება, ეს კორონავირუსი, მარტო ბიოლოგიური იარაღი არ არის, ეს უფლის დაშვება და სხვა სამყაროთა ჩარევის შედეგია. არსებობენ ადამიანები, რომელთაც არაფრის არ სწამთ, ისინი მატერიალისტურად ცდილობენ დედამიწაზე კონტროლი დაამყარონ. მეორე მსოფლიო ომის მერე მიხვდნენ, რომ მსოფლიოზე ბატონობისთვის არ სჭირდებათ დიდი რესურსების დახარჯვა. ამისთვის საკმარისია მედია და ერთი პატარა კატალიზატორი, ფსიქოლოგიური იარაღი, როგორიც კორონავირუსია და ადამიანებს რასაც და როგორც ეტყვი, იმას და ისე გააკეთებენ. ეს საკუთარი თვალით დავინახეთ და საკუთარ თავზე გამოვცადეთ. ეს ვირუსი გენმოდიფიცირებულია თუ არა, უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს.  ამ  ფსიქოლოგიური იარაღის გამოყენების საწყისი პერიოდი იყო ზამთარი, მაშინ  როდესაც ადამიანს აკლია ვიტამინები, სინათლის სხივი და როდესაც ბუნებრივად ადამიანის იმუნიტეტი ყველაზე დაბალია.  ვირუსები  და ბაქტერიები  ამ ბიოსფეროს განუყრელი ნაწილია. ჩვენ მათთან ერთად ვცხოვრობთ მას შემდეგ, რაც ადამიანი გაჩნდა დედამიწაზე. ვირუსი ჩვენს სახეობას აძლიერებს. სეზონური ვირუსები ავიღოთ.  ეს ვირუსები ჩვენს იმუნიტეტს აძლიერებს. ეს ვირუსები რომ არ ყოფილიყო, რომ არ გადაგვეტანა, მაშინ მოხდებოდა ის, რაც კონკისკადორების დროს მოხდა, როდესაც  ამერიკის კონტინენტზე ევროპელები შევიდნენ, ევროპიდან შეიტანეს ვირუსები და ძალიან დიდი ცივილიზაციები ამოწყდნენ ამერიკაში, რადგან ადგილობრივ მოსახლეობას იმუნიტეტი არ ჰქონდა ამ ვირუსებზე. ვინც შეძლო ახალ რეალობასთან შეგუება და ადაპტირება, მხოლოდ ის გადარჩა. მინდა გაგახსენოთ ძალიან დიდი შრომა, რომელიც ეკუთვნის, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორს, აკადემიკოს რამაზ შენგელიას. მისი კვლევების თანახმად, ყვავილისა და სხვა დაავადებების შემთხვევაში, საქართველოში, ადამიანს უკეთებდნენ  ჭრილობას, შეჰყავდათ  სხვა დაავადებული ადამიანის ორგანიზმისგან აღებული სითხე  და აგუებდნენ ორგანიზმს სხვა და სხვა გამღიზიანებელს. შესაბამისად, ადამიანი ხელოვნურად გამოიმუშავებდა იმუნიტეტს.  მსოფლიოში იმუნიზაციის ერთ–ერთი პირველი გამომყენებლები ვართ ქართველები და შესაძლოა, გამომგონებლებიც კი.


– ქართველები სხვაზე გამძლეები ვართ სხვა და სხვა ვირუსების მიმართ, ბუნებრივი იმუნიტეტი გვაქვს და ამით აიხსნება კორონავირისის გავრცელებისა და მისგან სიკვდილიანობის დაბალი დონე?


– არა, მარტო ამით არ აიხსნება. ეს რაც შეეხება ვირუსოლოგიის კუთხით. ახლა მეორე და ძირითადი ნაწილი. ამ ქვეყანას აქვს თავისი მფარველობა, რეალური მფარველობა. ამ ქვეყანაში  ადამიანებმა შესწირეს თავი ზოგადსაკაცობრიო საქმეებს, მეფეებმა, ჩვეულებრივმა ადამიანებმა… მათი ენერგია, მათი სული  არ იკარგება. ეს ჯდება  გარკვეულ მფარველობით  სისტემაში და საჭირო დროს ის იწყებს ყივილს. რელიგიურად ამ სისტემას ჰქვია ზეციური დასი. ეს ყველაფერია ნაწილი იმ სისტემისა, რომელსაც ჩვენ ვეძახით ღვთისმშობლის მფარველობას. ეს რაც შეეხება ვირუსის სულიერ მხარეს. დავაკვირდი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბებს სხვა და სხვა ქვეყნებში. ბევრ ქვეყნებში ამ ვირუსის აქტიურობა აიხსნება  მაღალი ემოციური ფონით. რაც უფრო მაღალია ემოციური ფონი, რაც უფრო მოწყვლადია, რაც უფრო მიდრეკილია პანიკისკენ, შიშისკენ, მით უფრო აგრესიულია ვირუსი იმ ქვეყნებში. იტალია, ესპანეთი, ბრაზილია ავიღოთ და რაღა შორს წავიდეთ, კახეთში ეს ვირუსი არ დაფიქსირებულა, ანუ იქ სადაც ნაკლებად ემოციურია ხალხი, სადაც შიშის კონტროლი, ასე თუ ისე, შეუძლიათ, იმ ქვეყნებში ნაკლები შემთხვევებია, გერმანიაში, ავსტრიაში, სკანდინავიის ქვეყნებში…

მოხდა გამოყენება ფსიქოლოგიური იარაღისა, ეს იარაღია ვირუსი. ამ დროს კაცობრიობა ვერ აღმოჩნდა სათანადო სიმაღლეზე, ცოდნით, რწმენით, მეცნიერებით, მედიცინით. ავყევით ამ პანიკას, აჟიოტაჟს, პატარა სურდომ შეგვაშინა. ამაში ძალიან ცუდი როლი ითამაშა მსოფლიოს მედიამ, ცეცხლზე ნავთი დასხა. ყველაფერთან ერთად, ვირუსმა საბრძოლო მოქმედებების, ასეთ დროს ქცევის ყველა წესი დაარღვია. კონკრეტული მხარე ჩვენს მიმართ იყენებს ძალას, ქიმიურ, რადიაციულ  თუ ბიოლოგიურ იარაღს და  მედია დადგა ამ იარაღის გამომყენებელთა მხარეს. არნახული პანიკა შექმნა და პანიკა კლავს,  ეს ერთი. პანიკა ხელს უშლის სიტუაციის მართვას.

ცხადია, ეს მიზანმიმართულად კეთდებოდა. საქართველოში, თვენახევრის განმავლობაში, კაციშვილი არ გამოდიოდა და არაფერს არ ამბობდნენ. თვენახევარი ქვეყანა პრაქტიკულად  არ იმართებოდა. მარტო ძალისმიერი  მეთოდებითა და ჯარიმებით მართვა, კიდევ უფრო მეტ უკმაყოფილებას იწვევს. უცხოელებს რომ არ ეთქვათ ჩვენთვის ვირუსის შესახებ და დაემალათ, ჩვენ ვერც აღმოვაჩენდით.  მერე  გამოვიდნენ და  დახატეს აპოკალიპტური სურათი, რომ კუბოებს ვეღარ დავითვლით, დიდი უბედურება გველის და ა.შ. იმაზე არავის უზრუნია, როგორ უნდა იმართოს ეს ყველაფერი, ეს ემოციები, ადამიანის შიში. ეს სამხედრო წესებში შედის და როდესაც საგანგებო მდგომარეობას აცხადებ და  ზემოდან  კომენდანტის საათსაც  აწესებ, ამის  მართვაც უნდა შეძლო. საგანგებო მდგომარეობის დროს, ვინც პანიკას თესავს საზოგადოებაში, მას სჯიან. ჩვენ საპირისპირო მივიღეთ. ჟურნალისტები და ხელისუფლების წარმომადგენლები სთესავდნენ და მედია ავრცელებდა პანიკას.  


– თუმცა, ჟურნალისტები ამას თავად არ იგონებდნენ. ექიმებზე, სამედიცინო სფეროს მეცნიერების  ინფორმაციებზე დაყრდნობით ავრცელებდნენ ამ ინფორმაციებს.


– კი, ეს ასე იყო, ერთობლივად და მიზანმიმართულად მუშაობდნენ,  მაგრამ ასეთ დროს სახელმწიფო უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე. ასეთი პროცესები უნდა მართო სიბრძნით და არა ემოციით. ყველა უნდა ყოფილიყო თავის ადგილას, მომზადებული და ყველაფერი უნდა იყოს გათვლილი. 2 მარტს ჩავწერე და გავავრცელე ვიდეო კორონავირუსზე და რაზედაც იქ ვილაპარაკე, იმ საკითხებამდე  დღეს მივიდნენ გერმანელი და სხვა ქვეყნის მეცნიერები, „დ“ ვიტამინზე, ვირუსით გარდაცვლილი  ცხედრების გაკვეთის აუცილებლობასა და სხვა პრობლემებზე. აქვე გეტყვით, რომ ჩვენი მოსახლეობის ნაწილს ეს ვირუსი გადატანილი აქვს წელიწადნახევრის წინ, ერთი წლის წინ. ჩვენ გადატანილი გვაქვს და აღარ გვეშინია მისი. მეორე ის, რომ დრო მოვიდა, ამ სახელმწიფოში დაიწყოს აზროვნება, რა გვინდა და რა დროს როგორ ვიმოქმედოთ. უნდა დაფინანსდეს მედიცინა, სამეცნიერო მედიცინა, რომ მსგავსი ვირუსები ჩვენ თვითონ აღმოვაჩინოთ. გაირკვა, რომ აღმოჩენის საშუალება არ გვაქვს. არ გვაქვს ლაბორატორიები, არ გვყავს სპეციალისტები.


– კი, ეს ჩვენი პრობლემაცაა და ზოგადსაკაცობრიოც. გერმანიაში, ბუნდესლიგის საშუალო დონის ფეხბურთელებს 10–ჯერ მეტი ხელფასი აქვთ, ვიდრე რობერტ კოხის ინსტიტუტის თანამშრომლებს.


– ეს ახლა გაახსენდა ყველას. შევეშვათ სხვა ქვეყნებს, ჩვენსას მივხედოთ. დროა, უკვე ფული ჩაიდოს მეცნიერებაში, განათლებაში, რომ საკუთარ პოტენციურ პრობლემებს მზად დავუხვდეთ და რაც გვაქვს, ის მოვაგვაროთ. დღეს ვირუსის პრობლემაა, გუშინ მდინარე ვერე ადიდდა და ამას მსხვერპლი მოყვა, დევდორაკია ჩამონგრეული და ა.შ. საკუთარ პრობლემებზე უნდა ვისწავლოთ, ასეთ მოვლენებს  მომზადებულნი  უნდა შევხვდეთ და ასევე, ზოგიერთი მოვლენის პროგნოზირება შესაძლებელია და ამ მიმართულებითაც უნდა ვიმუშაოთ. გონება უნდა ავამუშაოთ.

ყველა პროგნოზი არ არის აუცილებელი ახდეს, მაგრამ მზად ვიქნებით, გვეცოდინება,  ესა თუ ის მოვლენა თუ  განვითარდა, რა და როგორ გავაკეთოთ, რა რესურსი დაგვჭირდება. არ შეიძლება, თვენახევარი პროცესები და ხალხი არ იმართებოდეს, არ შეიძლება ქვეყანაში გადაწყვეტილებებს ვერავინ იღებდეს, როგორც აქ იყო. ეს მაშინ, როდესაც ელვისებური გადაწყვეტილებები იყო მისაღები. ის ხალხი, ვინც ჩარეცხეს, უნდა მოძებნონ და ყველას თავისი კუთვნილი ადგილი მიუჩინონ სამეცნიერო და სხვა სფეროებში.  ამ ხალხის პოტენციალი არ არის გამოყენებული, ხდება ტვინების გადინება და სხვა ქვეყნებში მუშაობენ.


კორონავირუსს თავისი დადებითი მხარეებიც ჰქონდა. როდესაც პატრიარქი მოუწოდებდა საქართველოდან წასულებს, დაბრუნდითო, ბევრი გაბრაზდა მაშინ, ბევრი კი ქილიკობდა. ახლა უკან ბრუნდება ხალხი და ეს პროცესი გრძელდება. ხალხი დაუბრუნდა მიწათმოქმედებას, ეს ძალიან კარგია, კაცობრიობას დიდი შიმშილობა ემუქრება. ამ ვირუსმა შეგვაჯანჯღარა და საბოლოოდ, უნდა გამოვფხიზლდეთ, რომ შევქმნათ უკეთესი მმართველობა, გამოვიყენოთ ჩვენი პოტენციალი. ძალიან დიდი ცვლილებების წინაშე ვდგევართ. ამ ცვლილებებს ფეხს ავუწყობთ, ან დავინგრევით.


– მედიცინისა და სამეცნიერო წრეები ვირუსის ახალ და ახალ ტალღებზე ლაპარაკობენ. ეს არ არის ხალხის დაშინება და დაპანიკება?


– რასაკვირველია, ეს პანიკისა და შიშის დათესვაა. პანიკა და შიში ათასგვარ დაავადებას იწვევს, გულსისხლძარღვთა, ნევროლოგიურს, დიაბეტს…  ადამიანს ნერვიულობის შედეგად შეიძლება დაემართოს ანევრიზმა, ინსულტი, ინფარქტი… ადამიანს, რომელსაც შაქრიანი დიაბეტი აქვს, როგორ შეიძლება,  შეაშინო და დააპანიკო? დიაბეტიანის პირველი მტერი ნერვიულობაა და შეშინებული ადამიანი ნერვიულობს. მას ამ ნერვიულობის შედეგად, 1 წუთში შეიძლება დაემართოს ინფარქტი, ინსულტი და დაიღუპოს. ამას ვინც აკეთებს, მავნებელია.   ამასთან, ეს პანიკა იმუნიტეტს ასუსტებს. ეს ხომ არ არის ზუსტად მიზანი იმისა, რომ დღეს ლაპარაკობენ, რა მოხდება დეკემბერში?  ხომ არ აწყობთ, რომ სეზონურ ვირუსებს  ხალხი იმუნიტეტ დაბლოკილი  შეხვდეს? მერე ნებისმიერი ვირუსი სასიკვდილო შეიძლება გახდეს და უბრალო სურდოსაც კი  მოყვეს  უამრავი ფატალური შედეგი. ამ ყველაფერს სამეცნიერო კვლევები რომ ედოს საფუძვლად, კი, ბატონო, მაგრამ ვარაუდებზე დამყარებული პროგნოზებია. საზოგადოების დემორალიზაციას ცალკე ახდენენ. სიკვდილის მოლოდინი სიკვდილზე უარესია და ეს ყველაზე კარგად ექიმებმა იციან.  ძალიან დიდი სტრესის ქვეშ არის ხალხი. ამ პანიკით, ჩვენი ყოფიერების გახლეჩვა, ჩვენი ოჯახების გახლეჩვა, ხალხის ერთმანეთისგან დაშორება ხდება.


– ამბობენ, რომ მოსახლეობის  საყოველთაო ვაქცინაციას მოყვება ჩიპიზაცია. ამ თეორიაზე რას იტყვით?


– ეს თეორია გაგრძელებაა ამ შიშის, ფსიქოლოგიური იარაღის. თუ მოხდება ვაქცინაცია, ეს შესაძლოა, სულაც არ იყოს  რეალურად  კორონავირუსზე აცრები. შესაძლოა, პლაცებოს ეფექტით  ადამიანებს გაუკეთონ ვაქცინა წყლით, გლუკოზით. ჩიპიზაცია ვერ მოხდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ კაცობრიობამ ჯერ ვერ მიაღწია იმ დონემდე, რომ  ადამიანის ტვინის ფუნქცია  შეესწავლა ბოლომდე, ტვინი როგორ მუშაობს, ბოლომდე არ იციან. შესაბამისად, ჩიპით ადამიანის კონტროლი, ჩიპით ადამიანის ტვინისთვის  ინფორმაციის გადაცემა და ასე გაკონტროლება  შეუძლებელია. თუმცა, შესაძლოა ჩაუდგან ჩიპი. აქ უკვე თვითცენზურა, თვითკონტროლი ჩაირთვება ადამიანის ტვინში. ვაიმე, ისინი მაკონტროლებენ, მათ იციან რას ვაკეთებ, რას ვლაპარაკობ და რას ვფიქრობ – აი, ასეთ პანიკაში ჩავარდებიან ადამიანები. ყველაფერის და ყველას მიმართ უნდობლობა გაუჩნდებათ, ოჯახის წევრების მიმართაც კი. შეშინებული ადამიანების მართვა კი იოლია. არჩევნებზე  ადამიანი მივა და ხმას მისცემს დიდ  ძმას, რადგან იმის შიში ექნება, თუ მას ხმას არ მისცემს, ის გაიგებს და თავად, მის ოჯახს პრობლემები შეექმნებათ, სამსახურს დაკარგავს ან სხვა რაიმეს დაუშავებენ.


– ეს უკვე აბსოლუტური დიქტატორიზმისკენ მიმავალი გზაა. ეს არის  კაცობრიობის ბოლო?


– ამ გზით მიდის კაცობრიობა, ჯერ ასეა. ფაქტები ხომ სახეზეა. ამგვარი ზემოქმედებებით შეეცდებიან ხალხის დამორჩილებას. თუ ადამიანს წაართმევენ  ნების უფლებას, თუ მასში ჩაკლავენ უფლის  მიერ მინიჭებულ თავისუფლების ნებას, ეს უკვე ის ხანა იქნება, ანტიქრისტეს გამოცხადებას რომ ვეძახით. არ არის აუცილებელი, მართლა ვიღაც დაჯდეს რომში ახლადაშენებულ სოლომონ მეფის ტაძარში და თავი ანტიქრისტედ გამოაცხადოს. ძალიან რთული გამოწვევების წინაშეა საზოგადოება, მორწმუნე საზოგადოება, რომელიც ამტკიცებდა, რომ მორწმუნე იყო და ერთი ჩვეულებრივი ვირუსის შიშით, ღვთაებრივი ძალები, ღვთის სასწაული უარყო.


– კორონავირუსი ეკლესიასთან ბრძოლის წინააღმდეგაც ეფექტურად გამოიყენეს.


– კი, ეს ფაქტია და არა მხოლოდ საქართველოში. მე რასაც ვუყურე სამების ტაძარში, დილის 6 საათამდე გამოკეტილი იყო ხალხი, ეს საშინელება იყო. მთელი სახელმწიფო ებრძოდა პატრიარქს. საზოგადოება დგას სვეტებზე. ეს არის რწმენა – ეკლესია,  ჯარი, პოლიცია, მეცნიერება, განათლება… როდესაც საკუთარ თავს ვაცლით ამ სვეტებს, არამყარ მდგომარეობაში ვვარდებით. ბოლოს აღმოჩნდება ისე, რომ როდესაც საჭირო იქნება ეკლესიის დახმარება საზოგადოების მობილიზაციისა თუ კონსოლიდაციისთვის, ან რაღაც საფრთხე იქნება მოსალოდნელი და ეკლესიის მეშვეობით მოვისურვებთ მის აცილებას, ეს რესურსი, ძლიერი ეკლესია აღარ გვექნება, რადგან უკვე საკუთარი ხელით გვექნება მოჭრილი  ის ტოტი, რომელზედაც ვზივართ. უნდა დაფიქრდნენ ადამიანები, მათ შორის, ვისაც არ სწამს, რომ ქართული ეკლესია არის საზოგადოების გამთლიანების დუღაბი, გამაერთიანებელი, საზოგადოების კეთილდღეობისთვის მიმართული. ეს კეთილდღეობა კი ყველას ერთნაირად სჭირდება.

ლევან ჯავახიშვილი, ალია №19

  •  
  •  

კომენტარი

  1. ლადო ქაშაკაშვილი

    აბსოლუტურად ზუსტად დადეთ ბატონო ერეკლე ყველაფერი, თავის ადგილზე . მართალი არის ის რომ, ადამიანთა მოდგმამ ბოლო 70-80 წლის განმავლობაში უდიდესი ნახტომი განახორციელა ტექნოლოგიების სფეროში, მაგრამ მაინც: ის ყველაფერი, რასაც ჩვენ (ადამიანები) მათ შორის ცნობილი მეცნიერებიც, თვალით ვხედავთ, ხელით ვეხებით და გონებით აღვითქვამთ, შეიძლება 2-5% ზე მეტი არ იყოს იმის, რაც ჩვენს გარშემო რეალურად არსებობს. გენერალურმა ეინშტეინმა სიცოცხლის ბოლოს კატეგორიულად გააფრთხილა კაცობრიობა; შეწყვიტეთ ატომური იარაღის წარმოება და მისი გამოცდები, გააჩერეთ ატომური ელექტრო სადგურები, რადგან ერთი ატომის ძალისმიერი გახლეჩვაც კი საშინელ დისკომფორტს იწვევს მთელ სამყაროში. საბოლოოდ ეს გაფრთხილება დადასტურდა შვეიცარიის კოლაიდერზე ჩატარებული კვლევითი ექსპერიმენტის დროს, სადაც ზემაღალი სიხშირის მაგნიტურ ველში ,,აწამეს,, სინათლის სხივის უმცირესი ნაწილაკი ფოტონი და ამ მომენტში დედამიწაზე განლაგებულ 12 მდე კვლევით ცენტრებში, ჩვეულებრივ მდგომარეობაში მყოფი ფოტონები ლამის
    ,,ჭკუიდან გადავიდნენ,, აი მაშინ გაახსენდათ ეინშტეინის სიტყვები და მის მერე აღარაფერი ისმის კოლაიდერის მისამართიდ… და მე მგონი ეს კორონა ვირუსი, არავითარი ხელოვნური და ვირუსიც არაა, ეს ვაქცინაა სამყაროს თუ არა, მაშინ დედამიწის შექმნილი, ადამიანთა მოდგმის, როგორც ვირუსის წინააღმდეგ და ღმერთმა ინებოს რომ გაფრთხილება იყოს ჯერჯერობით.

    1. ანონიმური

      როგორ საინტერესოა თქვენი მოსაზრება და თქვენნაირად მოსაუბრე მცოდნე ხალხის აზრებიი. რა იქნებაა ასეთ თემებზეე, თქვენ რომ საუბრობთ, ბატონი ერეკლე რომ საუბრობს, ტელევიზიაში იყოს ასეთი გადაცემებიი. ნაგავს რომ უშვებენ ტელევიზიებიდან.

    2. თ.ჭ.

      ბევრი თვენნაირი და ერეკლეს ნაირი მოაზროვმე ადამიანი მსოფლიოს

    3. ანონიმური

      დიდება უფალს ძლივს წავიკითხე საღი აზრი. მიაწოდეს მეტი ინფორმაცია მასებს. ყველას არ მიუწვდება ხელი ტექნოლოგიებზე. ტელევიზიის ჩართვა შეავსებს უკმარისობა. გააგრძელეთ, აუხსენით გასაგებ ენაზე. იხარეთ, გფარავდეთ უფალი.

  2. ნუგზარი

    100%სიმართლე…

    1. გიორგი

      ეკლესიაც არასწორ გზაზე რომ დგას და ხალხს უფსკრულში მიერეკება აი ეგ ცალკე პრობლემაა.

      ქრისტეს გამოგზავნილს ჩვენს შემწეს და მანუგეშებელს რომ უარყოფენ… იოანეს სახარებაში რომ წერია 14; და 16 თავებში…

      ეკლესია უწყობს ხელს ანტიქრისტეს მოსვლას. გამოლენჩებული მრევლი რომ ყავს სახარება რომ არ იციან და ქრისტიანებად მოაქვთ თავი. სირცხვილია! ქრისტიანი გერქვას და სახარება ახალი აღთქმა არ იცოდე და რაც არაქრისტიანულია ფსალმუნები და ძველი აღთქმა იმას უკითხავდე მრევლს.

      ვადაგასულ სულიერ საზრდოს აწვდიან ადამიანებს.

      მღვდლებმა კიდევ სახარება არ იციან!

      1. ანონიმური

        დიდებულად და ლაკონურად მიმოხილულია გაიხარეთ ბატონო ერეკლე კარგი იქნება თქვენი საინტერესო გადაცემები მოისმინონ მომავალმა თაობებს ვილოცოთ უფალმა, გფარს დღე დედა ღვთისას ამენ.

  3. ანონიმური

    გალაქტიონს თბილისსზე აქვს ნათქვამი, მაგრამ თავს უფლებას მივცემ და გალაქტიონს მივბაზავ, (საქართველო ჭკვიანი კაცის სასაფლაოა და იდიოტებისთვის შექმნილი აკადემია)განა დადგება ის დრო ფეხბურთელმა ბურთი ითამაშოს, მკერავმა კეროს და მეცნიერს ჰქონდეს წიგნის კითხვის საშუალება. აი მაშინ გვეშველება სხვანაირად არაფერი გამოვა.

    1. ანონიმური

      martali brzandebit

    2. ანონიმური

      მართალს ბრძანებთ, სრული ჭეშმარიტებას ამბობთ, იხარეთ.

  4. თ.ჭ.

    ნამდვილად 100000%ით სიმარტლეა ბატონო ერეკლე უძვირფასესი ადამიანი, უნიჭიერესი და ბრძენია იმედია ბევრი წაიკითხავს ამ სტატიასაც და გაუნათდებატ გონება.

  5. ანონიმური

    კი ყველაფერი გავიგე და რა თქმა უნდა გასაგებია.მაგრამ სათაურისაგან გამომდინარე პასუხი ვერსად ვერ ვნახე.იქნება ამიხსნათ კახეთში რატომ არ დაფიქსირდა კორონა???? წინასწარ გიხდით მადლობას.

    1. ანონიმური

      რაო და კახელები პანიკიორები და მშიშარები არ არიანოო, დინჯად და უშიშრად ხვდებიან ყველა გასაჭირსოო.

    2. ანონიმური

      კახელები არ არიან ემოციურებიო და რაც ნაკლებია ემოცია,კორონა ვერ ერევაოო

    3. ანონიმური

      უემოციო ხალხიაო პანიკიორები ვ
      ინც არ არიან იმათ არ მიეკარაო

      1. ანონიმური

        კი მაგრამ,ემოციურ გურულებსაც რომ არ დაემართად?ამაზე რას იტყვით?!

        1. ანონიმური

          გურულებს სხარტი გონება და იუმორის გრძნობა დაეხმარა ჩემი აზრით!

          1. იაკო

            დიახ!

    4. ბოლომდე წსიმითხეთ

      ბოლომდე წაიკითხე
      თ,გარკვევითაა მინიშნებული ყველაფერი ხელი მეორედ წაიკითხეთ

  6. თემურ კილაძე

    გეთანხმებით მაგრამ აქვე გაგახსენებთ რომ არსებობს ადამიანთა წრე ვისაც კაცობრიობა დაღუპვამდე მიჰყავთ და სხვა ყველაფერი მაპატიეთ და ჰკიდიათ. ვის აფრთხილებდა აინშტაინი ჩვენ უბრალო ადამიანებს? და ჩვენ რა შეგვიძლია.ან ჩვენისთანა პატარა ქვეყანას ვინ რაში აგდებს ასე რომ რასაც თქვენ ბრძანებთ შესაძლებელია მაგრამ თუ არ უნდათ არც სოფლის მეურნეობის განვითარებაში შეგვიწყობენ ხელს და არც ფეხზე დადგომაში ამის ბევრი საშვალება აქვთ ვერ ხედავთ ჯერ ჩვენივე ხელით გაგვაპარტახებინეს ქვეყანა ერი გათიშეს გამყიდველ ნაძირალებს რა გამოლევს მედროვეებს მითუმეტეს. უტევენ ეკლესიას ყველა მხრიდან უნდათ სარწმუნოებას აგვაგლიჯონ მე ხალხის გაჭირვებაში მედგრობის რწმენაში დგომის და უფლის სიყვარულში ვხედავ

    1. ანონიმური

      გეთანხმებით.

  7. nata

    Italielebma rom daikides, imitom gavrcelda aseti mashtabebit…

  8. Anano

    Rogorc sheqspirma tqva,bevri ram aris,rac filosofost sizmradac ar molandebiat.iqneb martalia batoni shonia.vfiqrob ki.yvelaferi tvinshi xdeba.tvins ki ras gaugeb.sheswavlilia?

  9. *

    კარგი სტატიაა, უდაოდ გონიერი ადამიანის ნააზრევი. ყველაფერში გეთანხმებით, გასაკუთრებით იმაში რომ ვიღაცეებს საყოველთაო შიშის დათესვა უნდათ.

  10. მაია

    მიყვარს ეს ადამიანი და გენეტიკური განვითარება და აზროვნება აქვს ცხონებული მამამისივით.საერთოდ არარსებობდა მომაკვდიებელი ვირუსი,უფრო ფსიქოტრონულად გამოიყენეს ეს ყველაფერი სუსტი ფსიქიკის ადამიანებისთვის, გაწმენდა მიდის დედამიწის,ასევე მავანი იყენებს თავის ბოროტი ზრახვებისთვის და მონოპოლიისთვის,მოკლედ ბევრი რამის თქმა შეიძლება ,მაგრამ მინდა დაფიქრდეს თითოეული ადამიანი ,რას გვიმზადებენ ეს არამზადები და ნუ შეშინდებით ადამიანებო,მხოლოდ გაძლებას გისურვებთ და გამჭრიახობასაც

  11. Mamu

    Martali brdandebit batono erekle.

  12. ანონიმური

    tamari.
    namdvilad, martalia fcicologiuri brdzola mimdinareobs

  13. კახელი

    ვახ რამდენი ვიცინე კახელები უემოციო ხალხიაო,აბა ჯიგრიან-კახურათ რო ვიგინებით ხოლმე ეგ ემოციების ბრალია მაშ მაგდენი არ იცი?:)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.