სწორად იქცევა ის “სამი მუშკეტერი” და ამდენი ღვარძლი რა უბედურებაა, ეს ეპიდემია ჩვენ გვეხება – ვატო გელაშვილი

“შეაჩერე კორუფციას” თანადამფუძნებელი, ვატო გელაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

5000 შემთხვევიდან 900 ჩამოვედით. არც საავადმყოფოებია დაგაჭედილი და არც მსხვერპლია დიდი.

სწორად იქცევიან ის “სამი მუშკეტერი” როგორც ჩანს და ამდენი ღვარძლი რა უბედურებაა. ეს ეპიდემია პირველ რიგში ჩვენ გვეხება და ჩვენ ჯანმრთელიბას.

კარგია რომ გვაინტერესებს და განვიხილავთ ამ საკითხებს, მარაა დილეტანტები და პოლიტიკურად ანგაჟირებულები, რომ გვმოძღვრავენ როგორი დასაჯერებელია…?

რაც შეეხება ეკონომიკას. სასაფლაოზე ერთადერთი ბიზნესი რაც მუშაობს ესაა ეკლესიაში სანთელი. ეკონომიკა თუ გადაინგრა ეგეც მალე გამოჩნდება რამდენით დაინგრა. მის ფეხზე დაყენებას მხოლოდ ცოცხალი ადამიანები ახერხებენ და არაა მკვდრები.

ეხლა გაგახსენებთ ერთ ამბავს გახსოვთ ალბათ ლენტიანი ფოტო აპარატები რომ იყო და ასევე პოლორაიდი. ამ კომპანიებში მთელი მსოფლიოს მაშტაბით თავის მაღაზიებიანად 3 მილიონი ადამიანი მუშაობდა. 250 000 უშვალოდ კომპანიაში. მათ შორი ქიმიკოსები და ტექნიკოსები. ციფრული ფოტოკამერები რომ შემოვიდა და აპარატიანი მობილურები. ეგ კომპანიები გაკოტრდნენ და ადამიანები დარჩნენ სამსახურის გარეშე.

როგორ ფიქრობთ გაწყდნენ მშიერი?

არა რა თქმა უნდა. ისინი ადაპტირდნენ სხვა და სხვა სამსახურებში და მოუწიათ პროფესიის შეცვლა. დღეს ჩვენ ქვეყანაში თუ ტურისტული ბიზნესი მკვდარია.ისივე როგორც სხვა ქვეყნებშიც, მაშინ მკვდრის გაცოცხლებაზე ჯერ ვერ ვიზრუნებთ. ალბათ რაღაც ახალი უნდა დაიგეგმოს რაც ქვეყანაში ფულს დაატრიალებს ეს რა იქნება ეგაა მოსაფიქრებელი.”

  •  
  •  

4 Comments

  1. ანონიმური

    ნეტა არ არიგებდე სიბრძნეებს

  2. აურიეე

    აუუუუ……მდაააააააა…………

  3. ანონიმური

    ეს უბედური მაგრად უჭუილებს

  4. 123

    სრული სიმართლეა, მაგრამ კედელს ცერცვი შეაყარეო. . .

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.