“სუპერმარკეტ “მაგნიტში” იყიდებოდა მოწამლული თევზი – მოერიდეთ გაყინული თევზის ყიდვას, სასიკვდილოდ სახიფათოა”

სოციალური გვერდი “კასპი” წერს:

“აუცილებლად გაავრცელეთ, რადგან ეს თქვენს ჯამრთელობას ეხება!!! მაქვს სანდო ინფორმაცია, რომ კასპში არსებულ სუპერმარკეტ “მაგნიტში” მოხდა გაყინული თევზის სრული მარაგის ამოღება და ობიექტიდან გატანა. როგორც ცნობილი ხდება, შემოსულია მოწამლული თევზი, რომელიც სასიკვდილოდ სახიფათოა. აუცილებლად გააზიარეთ ეს პოსტი და მოუწოდეთ თქვენს საახლობლოს, რომ მოერიდონ გაყინული თევზის ყიდვას.”

“ალია” დაუკავშირდა მაღაზიათა ქსელ “მაგნიტს”, რომელმაც დაგვიდასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გაყინული თევზის მარაგი ამოიღეს მაღაზიებიდან, კერძოდ კი თავიანი სკუმბრია და პანგასიუსი:

-ჩვენს ქსელში ნამდვილად დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა. კერძოდ, მომხმარებელი პრეტენზიას გამოთქვამდა თევზის ხარისხთან დაკავშირებით – პრობლემა ეხებოდა თევზის ვიზუალურ მხარეს (გალღობის შემდგომ დაიშალა).

კომპანიის პოლიტიკიდან გამომდინარე, მოხდა მომწოდებელთან დაკავშირება და თევზი (თავიანი სკუმბრია, პანგასიუსი) სრულად იქნა გატანილი ქსელიდან.

-შეგიშლიათ, მომწოდებელი დამისახელოთ?

სამწუხაროდ, ვერა.

-გაყინული თევზი ქართული ნედლეული იყო თუ იმპორტი რომელიმე ქვეყნიდან?

-მომწოდებელი გახლავთ ქართული კომპანია, პროდუქტი კი იმპორტირებულია უკრაინა/ნორვეგიიდან.

-სხვა მაღაზიათა ქსელებმაც ამოიღეს?  

სხვა ქსელების შესახებ ინფორმაციას არ ვფლობთ

ალია

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    პანგასიუსი მგონი მხოლოდ საქართველოში იყიდება, ამ თევზს არსად აღარ ყიდიან თავისი მომწამვლელი და ბინძური წარმომავლობის გამო.

  2. ანონიმური

    Neta saqme tuargaqvt ra..magnitshi iyideba xoo mxolod eg tevzi.agar icit rogor gauketot antireklama..tevzi visac shemoaqvs momwodebeli yvela qselur da aramarto qselur magaziebs amaragebs.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.