„სულაც არ ზის „ოცნება“ არხეინად, მე ვიცი, რისი იმედიც აქვს და რასაც გამოაქვეყნებს წინასაარჩევნოდ!“

„ალიას“ ესაუბრება, იურისტი დავით მარდალეიშვილი

-ოლქები დაინაწილა საარჩევნოდ თბილისში ოპოზიციამ, ყველგან ლიდერები დააყენა და ყველა ოლქში გამარჯვებას აანონსებს, „ოცნება“ კი ერთი შეხედვით არხეინადაა, მართლა თავი ქუდში აქვს, თუ გარიგდნენ?

-მაგ საკითხზე სხვა აზრი მაქვს, „ოცნება“ არ არის არხეინად, პირიქით, რაღაცას აპირებს და რასაც აპირებს, ეგეც ვიცი, გამოჩნდა უკვე – ჟვანიას თემა რომ წამოჭრა დათო ოქიტაშვილმა ტელევიზიით, აი, მაგის შემოგდებას აპირებს „ოცნება“  – გამოძიების რაღაც სტადიამდე მიყვანას, რომ გამოიკვეთოს მიშას და ნაცების სერიოზული ბრალეულობა მაგ საქმეში და გამოაქვეყნებს საარჩევნოდ. ოქიტაშვილი ტყუილად არ იტყოდა, თან არაფერთან კავშირში თქვა, არც არავის უკითხავს, არც არავის დაუძალებია – ჟვანია რომ გარდაიცვალაო, ჩემი ვერსია მქონდა ჟვანიას მკვლელობისო და ნაცებმა ამის გამო მცემესო –  ოღონდ სახელები არ დაასახელა… აი, მაგას აპირებენ, როგორც ჩანს,

-ვერელი თორაძეების მკვლელობის საქმის გამოძიებაც დააანონსეს, ამერიკასაც სთხოვეს ამ საქმის გამოძიებაში დახმარება პროკურატურამ და „ზარალა“, „სილქნეტის“ მფლობელი, ბიზნესმენი გიორგი რამიშვილიც  დაასახელა რურუასთან ერთად თამარ თორაძემ, მოკლულების დამ.

-კი, „ზარალაც“ დასახელებულია, არ ვიცი, „ზარალა“ შუაშია თუ არა, მაგრამ, კიდეც რომ იყოს, გიორგი რურუა ხელს არ დაადებს „ზარალას“ და ესენი თავისთავად არ იტყვიან… მიიყვანე მაინც ჯერ რაღაც კონდიციამდე გამოძიება, ჩადე შრომა და მერე სთხოვე დახმარება ამერიკას….  რურუა შეიძლება, გამოუშვან, მაგრამ ბერკეტად დაიტოვებენ ამ საქმეს. გადმობირებაზე არ დათანხმდება აბა, რურუა, ასე მგონია.

-თუმცა, როგორც „მთავარი არხის“ ხშირი მაყურებლები და სტატისტები ამტკიცებენ, ბოლო პერიოდი ნიკა გვარამია ბიძინას აღარ აგინებსო.

-ხო, იმიტომ რომ ესენი აგინებენ ახლა, მოკლედ, ვეღარ გავიგე.  გვარამია აღარ აგინებს მართლა, შეარბილა უკვე ტონი. გვარამიას და ბიძინას არც ისე შორებლობაზე, კარგა ხანია მიდის საუბარი, ერთად ხლართავენ რაღაცებსო, ამბობენ.

-იმასაც ამბობენ, გახარია დატოვებს პოსტს წინასაარჩევნოდო.

-გახარიას თუ გაუშვებს ბიძინა, ამ გაშვების მიზეზი იქნება ეს არჩევნები, გახარია ცოტა აზროვნებს და არ არის ის ადამიანი, ვინც უაზროდ დაგემორჩილება, ვერ ეტყვი – მიდი, წყალი მომიტანე, „ჩუსტი“ მომიტანე – და თუ ეტყვი კიდევ, არ გაიქცევა და არ მოგიტანს უაზროდ. შეეკამათა კიდეც შეიძლება არჩევნებთან დაკავშირებით. ახლა ცოტა რეიტინგმა წამოიწია ამ კოვიდთან დაკავშირებით „ოცნების“, ამ გზითაც მოვუგებთო, გახარია ფიქრობს, მაგრამ ივანიშვილს, როგორც ჩანს, უნდა რომ დარწმუნებული იყოს გამარჯვებაში და მკვლელობებზე უნდა რომ გააკეთოს აქცენტი, აი, რაღაცა რომ მოხდა, ეს რომ აწამეს, ის რომ მოკლეს ნაციონალების დროს, ისევ იმ საქმეების წამოწევა უნდა… ეს იქნება, მათი უსიამოვნების მიზეზი…

-იმასაც ამბობენ, არც 20 ივნისის ღამეს გაუცია სროლის ბრძანება გახარიას და გომელაურისკენ და სხვებისკენ მიდის კვალიო…

-20 ივნისის ღამეს თითიდან გამოწოვილ ამბად ვთვლი, არ მომხდარა იქ ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი… 9 აპრილიდან დაწყებული ყველა მიტინგი ირბეოდა საქართველოში და ეს მათ შორის ყველაზე უმტკივნეულო დარბევა იყო. ის გოგო, რა თქმა უნდა ცოდოა, მაგრამ შეიძლებოდა სხვას მოხვედროდა, დარწმუნებული ვარ, არავის დაუმიზნებია, პირადად მისთვის თვალში.

-სამწუხაროა, რომ სრულფასოვანი გამოძიება არ ჩატარდა ამ საქმეზე, დაუმიზნეს თუ არა შეგნებულად ხალხს და საერთოდ, რა მოხდა იმ ღამეს… რამდენიმე დღეში 20 ივნისის ამბიდან ერთი წელი გადის, ოპოზიცია აპირებს აქციის გამართვას, თუ იქნება ხმაურიანი ეს აქცია, რას ელოდებით და  იმოქმედებს თუ არა გახარიას იმიჯზე?

-იმოქმედებს თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ხმაურიანი რომ იქნება, დარწმუნებული ვარ. თან სერიოზული ხმაური იქნება. ხალხიც გამოვა და ბევრი გამოვა. ნაცი ვინც არის, ყველა გამოვა, შალიკოს ხალხიც გამოვა, გუბაზა, „ლელო“, მელო, ყველა გამოვა. ყველა ეცდება თავისი ოპოზიციონერობა დაამტკიცოს.

-„ლელოზე“ გადაჭრით რატომ ამბობთ? კარგად მახსოვს, შარშან რამდენიმე აქციას გაემიჯნენ. ვისი პროექტი გგონიათ?

-„ლელო“ ბიძინას პროექტი მეგონა ერთი პერიოდი, მაგრამ ახლა რომ ვუფიქრდები, ბიძინას პროექტი უფრო თაკო ჩარკვიანი მგონია, თავისი გიორგი ვაშაძეთი და სისულელეებით. „ლელოს“ ისეთი ხალხი შეუერთდა, რომლებიც სულ დამოუკიდებლობას იჩემებენ, უსუფაშვილი, კოჟორიძე, ანა ნაცვლიშვილი და ასე შემდეგ…

-უსუფაშვილი კი იჯდა თბილად, სანამ ბიძინასთან იყო…

-კი, ყველა იჯდა თბილად, რომ უშვებენ მერე ხდებიან გმირები. იმიტომ მომწონს გოგიჩაიშვილი და ვატო შაქარაშვილი, არც ნაცებისკენ არიან, მაგრამ არც იმას ამბობენ, რომ ბიძინა და მისი გუნდი უნდა წავიდეს ყველა გზით და ყველა საშუალებით…

-ვისი იმედი უნდა ჰქონდეს ბიძინას ამ არჩევნებზე?

-ნაცების ძველი დანაშაულების… აქამდე მიიყვანა საქმე თავად, რამდენიმე სრული სისულელე გააკეთა, რად უნდოდა მაგალითად მოსამართლეების გამო ამდენი ხალხის გადაკიდება. რა დებილობაა. ერთადერთი აზრი, რაც გიჩნდება არის ის, რომ ესე იგი ამ მოსამართლეებს აქვთ კომპრომატები მთავრობის წევრებზე. თორემ, ნებისმიერი, ახალი კაცი რომ მიეყვანა და დაენიშნა მაგ თანამდებობაზე, ბიძინას ერთგული იქნებოდა მთელი ცხოვრება და რასაც ეტყოდა, იმას გააკეთებდა, რად უნდოდა მაინცდამაინც მურუსიძე, მიქაუტაძე და ჩინჩალაძე, ვერ გავიგე.
მეორე სისულელე იყო, არდაჭერა არავისი, ახალაიაზე და ვანო მერაბიშვილზე გადატეხეს ყველა ჯოხი. ვანო მერაბიშვილი, ასე ცალკე, ნაღდად არ იყო ფიგურა, ახლა გამოჩნდა, რომ ყველას ფეხებზე კიდია ეს შენი ვანო, ვანო იყო შემსრულებელი. მიშა გაუშვა, გააცილა ტაშით, ადეიშვილი მიაყოლა. კეზერაშვილს რამხელა ბიზნესი აქვს, იცით საქართველოში? სულაც ბილბორდები რომ არის ქალაქში, მაგათი დიდი ნაწილი დღესაც კეზერაშვილის …

-ეგ ბილბორდები არი იყო „სისხლიანი ნაცების“ ცნობილი ფოტოები რომ გააკრეს საარჩევნოდ?

-ხო, ფულს უხდიდნენ და რაშიც გადაუხადეს, ის გააკრა, კეზერაშვილი ის კაცი არ არის, რომ ფულზე თქვა უარი სააკაშვილის ან ვინმეს გამო.
„ოცნების“ ყველაზე დიდი დანაშაული საგარეო პოლიტიკა არაა, ყველაზე დიდი დანაშაული საშინაო პოლიტიკაა, სადაც იმდენი გააკეთა კაცმა, რომ ვისაც ვიცნობდი, ვინც იყო ნაცებთან მებრძოლები, ციხეშიც ყოფილა და დასახიჩრებულია, ისინიც კი აღარ არიან ამათკენ, იმდენი მოახერხა.

-კი, მეც ბევრს ვიცნობ ასეთს და მიზეზად ასახელებენ, რომ  ყელში ამოვიდნენ, ამდენი სისულელით…

-კი, მაგრამ მე პირადად მაინც სულელი მირჩევნია მკვლელს, ყველანაირი მირჩევნია მკვლელს. ესენი კი ცუდები არიან და ვიძახით, როდემდე გავაკეთოთ არჩევანი ცუდს და უარესს შორისო, მაგრამ მკვლელის არჩევას, ისევ ცუდის არჩევა მირჩევნია.

-ჩემთვის 2012 წელსაც მიუღებელი იყო, სააკაშვილის ჩანაცვლება, იმ ადამიანებით, ვინც სააკაშვილის ხელისუფლებას აფინანსებდა.

-გეთანხმები სრულიად, კალაძე თუნდაც, ვანოს რომ მადლობებს უხდიდა სასაფლაოების ამოთხრის გამო – ეგეც მიუღებელია ჩემთვის. ასევე მიუღებელია ოპოზიციის გაერთიანებაც, შალვა ნათელაშვილი რომ ლამის ყოველი ჭამის წინ მიშას აგინებდა და ყველა გამოსვლას რომ სააკაშვილის გინებით იწყებდა ან ამთავრებდა, ასევე იქცეოდა გუბაზ სანიკიძეც და ახლა იძახიან მიშაზე უკეთესი პოლიტიკოსი არ გვყავს დედამიწაზეო. ორპირობა არ არის უცხო პოლიტიკაში, მაგრამ ჯერ რომ დაბრუნდე, რაღაცა გააკეთო და მერე გაიმართლო თავი – ეგ მაინც ჰქენი. ახლა რომ მოდიხარ და ამბობ, თავიდანავე ვიცოდი ყველაფერი, ბიძინა არასდროს მინდოდა და მაშინ გავეკაიფეო, როცა მასთან ერთად ყოფნა მინდოდაო – გაუგებარიცაა და მიუღებელიც.

-„ნაციონალები“ ბოლო დროს ძალიან ფრთხილად თამაშობენ, ოპოზიციის სხვა ფრთის კრიტიკას პასუხს არ სცემენ და ბევრ რამეს „უტარებენ“ – რატომ?

-ნაციონალებმა იციან, რომ მთავარი მაინც ეგენი არიან ოპოზიციაში, ამიტომ უტარებენ ჯერჯერობით დანარჩენებს, „ვინც მოითმენს, ის მოიგებსო“… ღმერთმა არ ქნას და რომ მოიგონ ეს არჩევნები – მაგათ ყველას გაყრიან… ვინმეს ჰგონია, რომ მართლა კოალიციურ მთავრობას შექმნიან? როგორ ფიქრობთ? შეიძლება კულტურის მინისტრად დანიშნონ ვაშაძე, ბაჩუკი ქარდავა ძეგლთა დაცვის და სპორტის მინისტრად – პრემიერი ნაცი იქნება, საგარეო საქმეთა მინისტრი ნაცი იქნება და შინაგან საქმეთა მინისტრი ნაცი იქნება. დანარჩენი იყოს ვინც უნდა.

-წლებია მესმის საუბარი იდუმალ მესამე ძალაზე, ბაზალეთში დამალული ოქროს აკვანივითაა, უკვე მითად იქცა, არა და არ გამოჩნდა.

-მესამე ძალა – ახლა ამ არჩევნებზე არ ესწრება არაფრით, ამიტომ ახლა, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რაც ცუდია, ის უნდა ავირჩიოთ, ეს ქოცები ავირჩიოთ ისევ, არ ჩაგვცხრილავენ, არ შეგვჭამენ და არ დაგვტკვირავენ და მერე 31 ოქტომბერს ხომ იქნება არჩევნები და უკვე 1 ნოემბრიდან დავიწყოთ ფიქრი ახალ ძალაზე – სერიოზული, ჭკუადამჯდარი ხალხით, პატრიოტი ხალხით. ამჟამინდელ ხელისუფლებაში პატრიოტი არავინ არ არის, ვერ ვხედავ პატრიოტს ამათ რიგებში.
ვერ წარმომიდგენია, ახლა ვინმეს რომ უთხრან, შვილი დაუტოვე პუტინს მძევლად და აფხაზეთს დაგიბრუნებო, რომელი გააკეთებს? ხომ დაუშვებელია, რომ ვინმე თანახმა იყოს? სულელიაო იტყვიან, არ არის მოდაში პატრიოტიზმი. იმას ვერ ხვდებიან, რომ ეს ამერიკისთვის და რუსეთისთვის არ უნდა იყოს მოდაში – ეგენი იმდენი არიან, თავისუფლად გადაიყვანენ თავის ჭკუაზე მთელ მსოფლიოს და ჩვენ არ ვარგივართ პატრიოტიზმის გარეშე.
ძალიან რთული მოსაძებნი იქნება, რომ არ მოგატყუოთ. ვიღაცა უნდა გამოჩნდეს ექვთიმე თაყაიშვილივით, ან ივანე ჯავახიშვილივით, ვინც დატოვებს ყველაფერს, მათ შორის ოჯახს და წავა პოლიტიკაში, მარტო იმიტომ, რომ ქვეყანას უშველოს… 
მომავალი თაობის გვწამსო, რომ ამბობენ, რომელი მომავალი თაობის, ჩემი ძმისშვილი არის 15 წლის, მაგათ უნდა მივანდოთ საქართველო? ვიღაც ხომ უნდა იყოს დარჩენილი ვინც ასწავლის და უხელმძღვანელებს? კარგი თაობა მოდის, მაგრამ ეგენი მოდიან კომპიუტერისთვის, თავისი პროფესიისთვის, სადაც იმუშავებენ, იმ სფეროსთვის, პატრიოტიზმისთვის მოდიოდნენ, ამ გადასახედიდან არ მგონია.
კარგი იქნება ხალხიც რომ იყოს პატრიოტი, მაგრამ – პატრიოტიზმი არ გვევალება მე და შენ, ჩვენ ვართ მოქალაქეები, ხან გვიჭირს,  ხან გვილხინს, ხან ამერიკა მოგვწონს და ხან რუსეთი., ხან მალდივის კუნძულები, აი, მთავრობა და ხელისუფლება  რომ ხარ, უკვე შენი ვალდებულებაა პატრიოტი იყო და ხალხზე თუ არ იფიქრებ, უნდა წახვიდე თანამდებობიდან. რომ ხედავს ეს მომავალი თაობა, ბიძინამ სახლი აიშენა, იქ ის იყიდა, იქ საბადო ააფეთქა, კალაძემ სასახლე ააშენა, მათიკაშვილმა სასტუმრო გაიკეთა კახეთში – ამას რომ ხედავს ახალგაზრდა, არ იფიქრებს, სიცოცხლე იმისთვის ყოფილა საჭირო, რომ კარგად ვიცხოვროო? ეგრეც არის, რა თქმა უნდა, მაგრამ კარგად უნდა იცხოვრო კარგ ქვეყანაში, შენ ქვეყანაში.
აქედან კიდევ გამოდის კარგი მსახიობი, კარგი მწერალი – მაგათაც თავისი პასუხისმგებლობა აქვთ, დადგებიან და უაზრო რაღაცებს ამბობენ,  აგერ, რობერტ სტურუა, უდიდესი რეჟისორია, ძალიან ძლიერია და როგორც პროფესიონალს უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ არასწორად იქცევა, იმიტომ რომ ჩაძვრა ბიძინას ქვაბში და იღებს ფულს… 

-ხელოვანი პოლიტიკაშია, სპორტსმენი პოლიტიკაშია – ვინ დაგვრჩა?

-ჩვენ გვყავს ბიზნესმენები, რომლებიც ფიქრობენ, ბიზნესი გააკეთონ ხალხის უბედურების და გაყვლეფის ხარჯზე. ყველა ბიზნესი ასეა, არ არსებობს ბიზნესი, სადაც ხალხზე მეტს ფიქრობ, ვიდრე საკუთარ თავზე.

-ამერიკაშიც ასეა ახლა, იქაც ბიზნესმენია სათავეში…

-იმიტომაა, მერე რომ ვერ ალაგებს და მართლა ფერადკანიანის მკვლელობის გამო კი არ ხდება ახლა არეულობა, 20 ივნისის მსგავსი ამბავი ხდება ახლა ზუსტად ამერიკაშიც. აქაც გოგოს თვალი კი არ იყო მთავარი, სხვა რამე იყო მთავარი. ასეა ახლა იქაც.

-ეს ხალხი ვინც „ოცნების“ მომხრე აღარ არის, ვის მისცემს ხმას?

-„ნაცებს“ რა თქმა უნდა და ძალიან მეშინია, რომ არ მოიგონ.. ისევ თავისი სისულელით თუ წააგებენ. მაგიტომ ვფიქრობ, რომ თაკო ჩარკვიანი ბიძინას პროექტია, ძალიან დიდი შტერობა გააკეთებინეს, გიორგი ვაშაძის დასახელება პრემიერად, ნახევარი წლით ადრე,  როცა ჯერ წინაა არჩევნები, უნდა მოიგო, პარლამენტში უნდა გყავდეს უმრავლესობა, მთავრობა უნდა დააკომპლექტო და მერე წამოაყენო პრემიერობის კანდიდატი… რა დროს პრემიერის კანდიდატია ჯერ.

-პარალელურად მიშამ ტაქტიკა შეცვალა. ადრე, ყოველი არჩევნების წინ, ჩემოდნებს ალაგებდა, საქართველოში მოვდივარ არჩევნების წინო, ამბობდა და შეშინებული ხალხი, გარბოდა და ივანიშვილს აძლევდა ხმას – ახლა გამოაცხადა, არ მცალია თქვენთვის, იყავით მაგ თქვენ ბიძინასთან, არ მაინტერესებს, დრო არ მაქვს ქართული პოლიტიკისთვისო, რა თამაშს თამაშობენ?


 – მიშაც კარგი მაიმუნია, მიშა როგორ სჯობნის ყველას ჭკუაში და ვერ ხვდებიან, მიკვირს.  ბოკერიაც ჭკვიანი მეგონა, მიშა მაინც ყველაზე ჭკვიანი ყოფილა მაგათგან.  თბილისში 8 ოლქიდან 2-ია ჩემიო, 2 გადაიდო, ვერ შეეხება ვერავინ, ამ მაიმუნობაში მესამე და მეოთხეც წაიღოს შეიძლება, თქვენ ვერ გაქაჩეთ, ძმაო, დაცხეთ ერთმანეთს და მე კიდევ სამშობლო მირჩევნია ჩემ ნათქვამს და მესამე და მეოთხე კანდიდატსაც მე გთავაზობთო, ეტყვის.

-აქაური ლიდერი ვინ ჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას“?

-არავინ. გრიგოლ ვაშაძე არ არის ფიგურა, ზალიკო ვერ იქნება ფიგურა, ვინ არის, ფიგურა არ ჰყავთ ნაცებს. მერაბიშვილი ვერ გაქაჩავს, ის მაშინაც არ იყო ფიგურა ხელისუფლებაში რომ იყო და ახლა მით უმეტეს. ბოლო ბოლო ამ ვაშაძის და ბოკერიას ხალხი, ისევ მიშასი არ არიან? მაგრამ, ბოკერია არავის არ უყვარს, ეშინიათ პირიქით, იმიტომ რომ ძალიან ბინძური ადამიანია, უგულავასავით.

-ოქრუაშვილი?

-უგულავას მოაყოლეს ახლა ოქრუაშვილი, თორემ ოქრუაშვილი ფეხებზე ჰკიდია ყველას, უგულავა რომ არ ჰკიდიათ ფეხებზე, მაგიტომ იყო მაკკეინმა სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე უგულავასთვის რომ მოიცალა, ჩამოვიდა და გამოაშვებინა ციხიდან უგულავა. მაგრამ, ვერც უგულავა იქნება ლიდერი, რადგან არც მას აქვს ხალხის სიყვარული.

-მელია?

-მელია შტერია. აი, მელია იქნებოდა მერაბიშვილი რა, მიშა რომ იყოს.

-ეს იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილი რჩება უპირობო ლიდერად?

-ასეა და სააკაშვილის ჩამოყვანას ფიქრობენ გამარჯვების შემდეგ. უკრაინაში ხომ გაიკეთა ახლა ბუდე ზელენსკის დახმარებით და ახლა იძახის, საქმე მაქვს, არ მცალია თქვენთვისო. თუმცა, ასე რომ არ არის, უნდა ვხვდებოდეთ. ხალხს უნდა ჰქონდეს მეტი ანალიზის უნარი, ლექსის კითხვას რომ დაიწყებენ და თავში წერია, მიშა მაგარიაო, ბოლოში რა წერია, აღარ კითხულობენ, ბოლომდე აღარ ჩადიან.
„ნაციონალური მოძრაობა“ თუ გაიმარჯვებს, ერთი შეხედვით, ისე ჩანს, რომ „ოცნებას“ არ დაიყენებს გვერდით. თუმცა, ასე მეგონა“ ნაცებს“ არ მიიკარებდა „ოცნება“, მაგრამ მიიკარეს კი არა ლოგინში უწვებიან.
„ნაცებმა“ თუ გაიმარჯვეს, ჩამოყალიბდება ვითომ კოალიციური მთავრობა, როგორც ზემოთ გითხარით, კულტურის მინისტრი იქნება ბაჩუკი ქარდავა, დაახლოებით და სხვა ყველაფერი იქნება მიშასი და მიშა გააგრძელებს ქვეყნის მართვას, ისე როგორც დაიწყო 2003  წელს, სისასტიკით და სისხლით. ადამიანი არ იცვლება. იძენს გამოცდილებას და ამ გამოცდილებას იყენებს თავისი ხასიათის შესაბამისად. ამიტომ არ შეიძლება პოლიტიკაში ასეთი შეცდომების პატიება. მრცხვენია, სად უნდა ვთქვა, რომ ამდენი წლის მერე „ნაცები“ ისევ თავზე გვაზიან. გერმანიაში, შანსი არ არის, ფაშისტურმა პარტიამ ხმები მიიღოს. ჩვენ კიდევ მიშაზე ვსაუბრობთ. იცხოვროს სადაც არის კარგად, გადაიდოს ფეხი ფეხზე, ხომ გავუშვით – არა, აქ უნდა მაინცდამაინც, უნდა რომ ისევ ხელში ჰყავდეს საქართველო და ქვეყანა.

-რა უნდა შეცვალოს ივანიშვილმა წინასაარჩევნოდ?

-ერთი რამე უნდა გააკეთოს, რაც წაადგება მასაც, ხალხსაც და საქართველოს მომავალსაც, კონსტიტუციის ცვლილების დროს, შეიტანოს ერთი მუხლი – რეფერენდუმის როლი გაიზარდოს – რეფერენდუმით გადაწყდეს ხელისუფლების შეცვლა საქართველოში. არ მოგწონს მთავრობა, გადასარჩევია და უნდა წავიდეს? – ჩატარდეს რეფერენდუმი და ხალხის ხმამ გადაწყვიტოს. სტიმულიც ექნება ხელისუფლებას იმის, რომ თავისი ხელით არ გაითხაროს საფლავი.

-ერთი იმედიანი მოლოდინიც არ გაქვთ?

-იმედიანი შემიძლია გითხრა ერთი, არჩევნები რომ მოიგონ „ქოცებმა“ და 2021 წლიდან გამოჩნდეს მესამე ძალა, პატრიოტების ძალა, ვინც არ შეეკვრება არავის, იტყვის სიმართლეს, იტყვის, რომ ჟვანია მოკლა მიშამ, რომ ეს მოსამართლეები დანიშნა ბიძინამ… აი, ასეთი კაცი უნდა გამოჩნდეს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისათვის. მარტივი არ იქნება, მაგრამ იმედია მაქვს, რომ გამოგვივა.

თამო კეშელავა, ალია №19

  •  
  •  

კომენტარი

  1. მახათა

    ა, შენ კანფეტი და გეიქეცი ბავშვებში,,,,აღმოაჩინა ამერიკა!

  2. ანონიმური

    რომ ლაპარაკობ,ეხლა ცუდი ავირჩიოთ და 1ნოემბრიდან დავიწყოთ პატრიოტებმა ფიქრიო,იცის ვის მაგონებ?აბიტურიენტს,მთელი წელი მთქნარებას რომ მოანდომა,ჩაიჭრა და გულზე ხელს ირტყამს,იმ წელს უმაღლეს ქულებს ავიღებო,და იმ წელსაც იგივე ხდება.რით ვერ გაიგე ადამიანო,რომ ჭაობში ვართ,რომელიც გვისუტავს ნელა და დაგემოვნებით,ავირჩიოთ მკვლელები და თუ ტრაკი გაქვს თავს ნუღარ მოაკვლევინებ,იბრძოლე,ნახევ
    არი გავწყდებით,ნახევარი დავრჩებით,მაგრამ ჭაობი ყველას შეგვისუტავს,ზოგს უკვე ნახევრად დამპალს.ხო ხედავ რა ხდება აქეთ რუსები გვათლიან მიწას,იქით გარეჯი..ხმას არ იღებს არავინ,პატრონი არ ჰყავს ქვეყანას.რომელ დაწესებულებაშიც გინდა შეხვიდე და იკითხო რამე,ყველა ისე გიყურებს,როგორც თხა აფიშას,გაგნებაში არ არიან,,ისე სხედან თანამდებობებზე.ისე იპარავენ,ეგ პროცესი მუშაობის აუცილებელი შემადგენელი ჰგონიათ.ილია მაინც არ გისწავლია,რას ამბობს თერგზე და მყინვარზე???

    .

  3. მამა სებასტიანე

    წყეულიმც იყოს ყველა ვისაც ხალხი ფეხებზე კიდია და მხოლოდ ფულზე ამყარებენ იმედებს!“

    1. ანონიმური

      ამინ! ვინც იმით ცხოვრობს, რაც ხალხისაა და ის ხალხი მშიერია!

  4. ანონიმური

    Რას აშინებ ხალხს მიშათი, აღარავის არ ჯერა მაგ სისულელის. Წავიდა მიშა შეეშვი დემაგოგიას, ეს არჩევნები ალბათ 15 კილო კარტოფილზე გაიცვლება…

  5. ისევ მე

    ბიძომ აწი რომ თქვას მზე მრგვალიაო იმასაც კი აღარავინ დაუჯერებს არა თუ ჟვანიას გამოძიება ან სხვა რა ,,ტრიუკები”, აღარ ჭრის უკვე ეგეთი ,,ტრიუკები” რამეთუ აწი ბიძოს ნებისმიერი ნაბიჯი იქნება განპირობებული და მოტივირებული მხოლოდ საკუტარი ძალაუფლებისა და სკამის შესანარჩუნებლად და არა ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ!
    ცუგცვანგის პოზიციაშია ეხლა ბიძო – ნებისმიერი მისი სვლა განწირულია კრახისათვის!
    აწი ბიძო ისევე გაბანძდება თავის ,,ტრიუკებით” როგორც გაბანძდა გიგი-ოქრუას დაჭერა-გამოშვებაში!
    ბიძო განწირულია ჩასარეცხად!

  6. ანონიმური

    ღარიბამ ხომ დააანონსა6წლის წინ ამ საქმის გამოძიება 3თვეში დასრულდებოდა.ხოდა მოვიდა გაჭირვების დღე ოცნებისთვის და იტყვიან ახალი წლისთვის შედეგი იქნებაო.ეს ჭორიკნები ამათ რამე გამოიძიეს?

  7. ანონიმური

    isev carsulit xo? axals arapers gvtavazoben es ojaxmotknulebi pu garecrebi amatze xnismimcems moutkan kvela vinc kavt ux tveni ocnebisti dedis mutelshi chavatesle bozebo

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.