სტიქაროსანის ოჯახი ამტკიცებს, რომ ლიფტიდან დაინფიცირდნენ – ვინ მგზავრობდა ამ ლიფტით?

კორონავირუსით ინფიცირებული სტიქაროსანის ოჯახი ამტკიცებს, რომ ისინი ვირუსით ლიფტიდან დაინფიცირდნენ.
მათი თქმით, რომანოვების სარიტუალო წვეულებაზე დაინფიცირებული მომღერალი მათი მეზობელია და ისინი ერთი ლიფტით სარგებლობენ. ამასთან, ადგილობრივები იხსენებენ, რომ მათი კორპუსიდან ინფიცირებულები სწორედ ლიფტით ჩაიყვანეს და შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სტიქაროსანი ბიჭის მეზობლები ამბობენ, იმასაც რომ ლიფტში მერიას დეზინფექცია არ ჩაუტარებიათ და შესაბამისი სამსახურს თანხა თავად მეზობლებმა გადაუხადეს.
ე.წ. რომანოვების კლასტერის წევრი, დაინფიცირებული მამაკაცი ადასტურებს, რომ ის და მისი ოჯახი ლიფტით ნამდვილად გაადგილდებოდა.
“ბოლო ორი კვირააა სახლში ვზივარ, მანამდე გადავაადგილდებოდი ლიფტით, რადგან მუხლები მტკივა”- ამბობს მამაკაცი.
მისი ინფორმაციით, კორონავირუსის დიაგნოზი ოჯახში ძიძად მომუშავე ქალსაც დაუდგინდა.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.