“სტაბილურობისთვის შევიწყალე უგულავა და ოქრუაშვილი და აწიც მე ვიქნები სტაბილურობის გარანტი”

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფასილიტატორ ელჩებს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა ელჩებს პროცესში ჩართულობისათვის.
ზურაბიშვილმა უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალების თემაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მან ეს ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით გააკეთა:

,,როგორც აქამდე, მე ვიქნები სტაბილურობის გარანტი. შეწყალებასთან დაკავშირებით მიღებული ჩემი გადაწყვეტილება სწორედ ამით იყო განპირობებული.

სტაბილურობისა და დეპოლარიზაციისათვის მშვიდი გარემოს უზრუნველყოფად, მიუღებელია ფეიკნიუსები, დეზინფორმაცია, სიძულვილის ენა, ჩვენს პარტნიორებზე და სხვადასხვა ორგანიზაციებზე, მაგალითად, ლუგარის ცენტრზე თავდასხმები.

იმისათვის, რომ საქართველომ კიდევ ერთი გამოცდა წარმატებით ჩააბაროს და სტაბილურობას არაფერი დაემუქროს, გვმართებს მეტი ყურადღება, რადგან როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ არის სხვადასხვა სახის მცდელობები. და სწორედ ამ პერიოდში უცხოელი პარტნიორების ჩართულობა და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია“

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    jutxeshi mikenes bid i a da aaxies kurebi imitomac sheickale shen dagijerebs garikas ninis da tbiliselis nairi bidzinas teakze mkocnelebi

  2. ანონიმური

    შენ ხარ იმის გარანტი,რომ საქართველოს დედა აღარა ჰყავს.რო გადაქაჯდებით ეს ვამპირი ფულისმწოველები,მერე უნდა ვილაპარაკოთ გარანტიებზე და მომავალზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.