“სპორტსმენებს არ შეხვედრია” – “კი, შევხვდი” – რატომ გვატყუებს კალაძე და რას მალავს “ოცნება”?

დღეს, სოსო ჯაჭვლიანიმა განცხადება გაავრცელა და თქვა, კახა კალაძის ცოლის ძმა, გიორგი არეშიძე მას ოჯახით ემუქრებოდა, თუ დაკავებულ თანამდებობას არ დატოვებდა. ჯაჭვლიანის სიტყვებს ადასტურებს მისი მეუღლეც.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯაჭვლიანსა და არეშიძეს შორის, შუამავლი იყო, “ოცნების” დეპუტატი, ლერი ხაბელოვი, ბატონმა ლერიმ მედიასთან დაადასტურა, რომ ორთავეს შეხვდა, არეშიძესაც და ჯაჭვლიანსაც, მაგრამ უარჰყოფს რომ არეშიძემ ჯაჭვლიანთან მუქარა დააბარა. ხაბელოვი იმასაც ამტკიცებს, რომ არ იცის ჯაჭვლიანის და “ოცნების” დაპირისპირების მიზეზი.

ქალაქის მერი, კახა კალაძე ამბობს:

“ეს არის სრული სისულელე! გიორგი არეშიძე არავის დამუქრებია! აგრეთვე ვუარყოფ მის შეხვედრას სპორტსმენებთან.”

უპს… ბატონო კახა, გვატყუებთ და სადაც გვატყუებენ, იქ, ესე იგი რაღაც დასამალიც არის!

საქმე ის გახლავთ, რომ ფორმულასთვის მიცემულ ინტერვიუში არეშიძე სპორტსმენებთან გამართულ შეხვედრას ჯერ კიდევ აგვისტოში ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ საუბარი “მეგობრული” იყო და ყველა თემას, მათ შორის პოლიტიკასაც შეეხო. ფორმულას ინფორმაციით, ჯერ კიდევ აგვისტოში გავრცელდა, სწორედ მკლავჭიდელებთან გამართა გიორგი არეშიძემ პირველი კონსპირაციული შეხვედრა და მათ საარჩევნო მოქმედების გეგმა გააცნო.

შეხვედრის შინაარსზე საუბარი არ სურთ მაშინ არც მკლავჭიდელებს.

წინასაარჩევნო მზადება ქართულ ოცნებასთან დაახლოებულმა სპორტსმენებმა უკვე დაიწყეს. მმართველმა გუნდმა სპორტსმენთა ნაწილთან შეთანხმებას უკვე მიაღწია. შეხვედრა რამდენიმე დღის წინ გაიმართა.  ჩვენი ინფორმაციით, არეშიძე უკვე შეხვდა მკლავჭიდის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს რეზო ლუტიძეს,  პარამლკავჭიდის მთავარ მწვრთვნელს ვასო  დაუთაშვილს და მკლავმჭიდელ  გენადი კვიკვინიას – წერდა აგვისტოში ფორმულა.

დარწმუნებული ვარ, “ფორმულას” შენახული ექნება ჩანაწერი, სადაც გიორგი არეშიძე უდასტურებს მედიას სპორტსმენებთან შეხვედრას.

კახა კალაძის განცხადება კი – “ვუარყოფ მის შეხვედრას სპორტსმენებთან” – სულაც დღევანდელია!

რატომ მალავს კალაძე თავისი ცოლის ძმის და სპორტსმენების შეხვედრას – უცნობია, სამაგიეროდ, ყველამ ვიცით, რომ იმას რაც დასამალი არ არის არ მალავენ! როგორც ჩანს, კახა კალაძის, ან ჩვენი ამნეზიის იმედი ჰქონდა, ან თავად აქვს ამნეზია და არ ახსოვს, რომ გიორგი არეშიძემ სპორტსმენებთან შეხვედრა მედიასთან არ უარჰყო!

შეგახსენებთ, საარჩევნოდ სპოტსმენების მობილიზებაში კახა კალაძის ცოლის ძმის აქტიურობაზე, ოპოზიცია 4 წლის წინაც საუბრობდა, როცა შუალედურ არჩევნებზე, კორცხელში სპორტსმენები ოპოზიციონერ ლიდერებსა და მათ მხარდამჭერებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ასევე შეგახსენებთ, ბათუმელი სპორტსმენის ფირუზ ბოლქვაძის განცხადებასაც, რომლიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამას და პოლიციის უფროსს, სპორტსმენების მობილიზებაში ადანაშაულებს. მიუხედავად იმის, რომ ამ განცხადებაზე პროკურატურამ მოკვლევა დაიწყო, ამ დრომდე არ გამოუკითხავთ სპორტსმენის მიერ დასახელებული მაღალჩინოსნები.

  •  
  •  

11 Comments

  1. ანონიმური

    ეს მკლავჭიდელები კლასიკური ზონდერები არიან

    1. ანონიმური

      Cotac movitminot kartvelebo

  2. ანონიმური

    სპორტიც კი შემაძულეს ამ დედამოტყნულებმა.ისინი იყვნენ და სპორტსმენებს იყენებდნენ თავიანთი ბინძური მიზნებისთვის,ესენიც იმათ კვალს მიჰყვებიან.მერწმუნეთ ქართველებო ნაც-ქოცი ერთი ნაგავია,რომელიც უნდა გავიტანოთ საქართველოდან და აი მაშინ ამოისუნთქებს ქვეყანა.წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას მომავალი არ აქვს.

    1. ანონიმური

      ნაც-ქოცი რომ ერთი ნაგავია მაგას მიხვედრა უნდა. მერე აქვთ მაგის ტვინი ყველას?.

    2. ანონიმური

      სრულიად გეთანხმებით

  3. ანონიმური

    ეს ნარცისი რომ ვინმეს დაეემუქრება…

  4. ანონიმური

    მოგიტყანთ ოცნება

  5. ანონიმური

    ქალის სახით და კაცის გვარსახელით… არეშიძეები ყველა თხუნელებს გვანან! კი შეჭამეს ქალაქი!

  6. ანონიმური

    Es siric ro vinmes daemukreba

  7. ანონიმური

    კალააძეს რა აქს დასამალი რას ბოდავ

  8. ანონიმური

    რა სისულელეებს მიედ მოედები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.