სპეცოპერაცია გლდანში – პოლიციამ ერთი პირი დააკავა

თბილისში, გლდანში მდებარე ერთ-ერთ კაზინოსთან გვიან ღამით სპეცოპერაცია ჩატარდა. თვითმხილველების ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი.

ადგილზე პოლიციის სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები გვიანობამდე მუშაობდნენ. თვითმხილველის თქმით, პოლიციამ მსუბუქი ავტომობილი გააჩერა, მოგვიანებით კი მათ ერთი პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განმარტება ჯერ არ გაუკეთებია.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.