სომხეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა – კორონავირუსის 30 შემთხვევა

კორონავირუსის პანდემიის ფონზე სომხეთმა ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

საგანგებო მდგომარეობა 16 მარტის 17:00 საათიდან ამოქმედდება და 16 აპრილამდე დარჩება ძალაში. შესაბამისი გადაწყვეტილება სომხეთის მთავრობამ საგანგებო სხდომაზე მიიღო.

ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსის 30 შემთხვევაა დაფიქსირებული.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.