სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი ახლა 6 302-ს შეადგენს. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამასთან, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში სამით გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვი და კორონავირუსის ფატალური შემთხვევების რაოდენობა ახლა 77-ს აღწევს.

ქვეყანაში ჯამში გამოჯანმრთელებულია 2 936 ადამიანი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტი სხვა თანმხლები დაავადებების გართულების შედეგად გარდაიცვალა. სომხეთში ასეთი სულ 32 შემთხვევა ფიქსირდება.

  •  
  •  

3 Comments

  1. !!!

    ეს ერთი და სხვა მრავალი.

  2. gambling

    158052 383195You can undoubtedly see your skills inside the work you write. The world hopes for much more passionate writers like you who arent afraid to say how they believe. At all times follow your heart 739791

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.