სომხეთის ერთ-ერთი სოფელი კორონავირუსის გამო ჩაიკეტა

სომხეთში, გეღარქუნიქის პროვინციის სოფელი, ძორაგიუღი კორონავირუსის გამო ჩაიკეტა. სომხური მედიის ცნობით, შეზღუდვა 21 ივნისამდე იმოქმედებს.

სოფლის ირგვლივ სპეციალური საგუშაგოები მოეწყობა.

გადაწყვეტილება დღეს 18:00 საათიდან შევიდა ძალაში.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, მოქალაქეებს მოუწოდა, პატივი სცენ სხვა ადამიანების სიცოცხლეს და არ დაარღვიონ ეპიდემიოლოგიური წესები. მან სოფლის ჩაკეტვის მიზეზი ახსნა.

ნიკო ფაშინიანის თქმით, ერთ-ერთი მოქალაქე ძორაგიუღიდან ჩავიდა სოფელ გოღთში, რომ იქ მონაწილეობა მიეღო დაკრძალვის ცერემონიაში. 3-4 დღის შემდეგ კი, ეს მოქალაქე დაესწრო დაკრძალვას თავის სოფელში, რის შედეგადაც ძორაგიუღში კორონავირუსით ინფიცირების 63 შემთხვევა დაფიქსირდა.

„ამ 63 მოქალაქიდან, ერთი დაესწრო დაკრძალვას სოფელ წოვასარში. ანალოგიური შემთხვევა იყო დდმაშენში“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

სულ ქვეყანაში კორონავირუსის 12364 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 190 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 3720.

  •  
  •  

კომენტარი

  1. 😭

    Vaime somxebs da exmarot xalxo sacodavedi. 😢

  2. ეთო

    შეთავაზება იყო.ელოდებიან თანხმობას

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.