სკოლის დირექტორმა მოსწავლეებს საყვარელი კაცის ცოლის მკვლელობა შეუკვეთა

მოსკოვში, მუნიციპალური დეპუტატის, წარმოშობით ქართველი მამაკაცის მიხეილ ხანანაშვილის მეუღლის მკვლელობა სცადეს.

როგორც მიხეილი ჰყვება, ეს არ იყო პირველი შემთხვევა, მას ადრეც დაესხნენ თავს ჩაქუჩით.

ამჯერად, სახლთან ახლოს, მიხეილის ცოლი სვეტლანა გოგონამ გააჩერა, ამ დრო უკნიდან ბიჭი წამოეწია და დანით 17 ჭრილობა მიაყენა.

მოზარდებს, სვეტლანა, სავარაუდოდ უკვე მკვდარი ეგონათ და გაიქცნენ, სვეტლანამ მეუღლესთან დარეკვა მოახერხა.

გამოძიება თავიდან ფიქრობდა, რომ მუნიციპალური დეპუტატის ცოლის მკვლელობის მცდელობას პოლიტიკური მოტივი ექნებოდა, მაგრამ მოვლენები საპნის ოპერასავით განვითარდა, აღმოჩნდა, რომ მიხეილის ცოლის მკვლელობა შეუკვეთა, კერძო სკოლა “რუსული ჰარვარდის” დირექტორმა, ქალბატონმა ვასილისამ.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვასილისა და მიხეილი საყვარლები იყვნენ, თუმცა, მიხეილი ამ ფაქტს უარჰყოფს და ამბობს, რომ გრძნობდა ქალისგან ყურადღებას, როგორც ყველა მამაკაცს, სიამოვნებდა კიდეც, სასკოლო ღონისძიებებზეც დადიოდა შვილებთან ერთად, მაგრამ როცა ვასილისამ ძვირფასი საჩუქრების ჩუქება დაიწყო – უკვე კავშირი გაწყვიტა მასთან. 

ყველაზე სკანდალური ისაა, რომ ქილერებად ვასილისამ მისივე სკოლის ყოფილი მოსწავლეები აარჩია, როგორც რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, “ქილერები” სრუწლოვანები არ არიან და მათ უკვე აღიარეს დანაშაული.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.