სკოლების დახურვა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა მოხდეს – ჯანმოს რეკომენდაცია

სკოლების დახურვა უკიდურეს შემთხვევაში და დროებით უნდა მოხდეს – ასეთია  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური  დირექტორის რეკომენდაცია. 

ტედროს ადჰანო გებრეიესუსის განცხადებით სკოლები ლოკალურ დონეზე, მხოლოდ იმ ტერიტორიაზე უნდა დაიხუროს, სადაც კორონავირუსის გავრცელება ინტენსიურად ხდება. იმ სკოლებში კი, რომლებიც იხსნება, უსაფრთხოების დაცვა პრიორიტეტი უნდა იყოს.

აქვე გაგაცნობთ სტატისტიკას  UNICEF-ის მიერ ორი დღის წინ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 51 ქვეყანაში 872 მილიონამდე ბავშვი კორონავირუსის პანდემიის გამო დახურულ სკოლებში ჯერ არ დაბრუნებულა, აქედან  463 მილიონ ბავშვს ხელი არც დისტანციური სწავლის რომელიმე ფორმაზე მიუწვდება.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ექსჰიბიციონისტი კუ

    უკან, გამოქვაბულისკენ… სიმღერ-სიმღერით )))

  2. "შენ გაიხარე წმინდაო მიქელა"

    დააჭირა სიგნალის ღილაკს ხელი. ფრენები არაა მაგრამ,იმედია 1ოქტომბრამდე ჩამოაღწევს ჩვენამდე და გაეღებათ ბავშვებს სკოლები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.