სკანდალური ფაქტი! – როგორ გააბრუნა საქართველომ კომაში მყოფი აფხაზი უკან, სოხუმში!

არახალია ის, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ამჟამად ოკუპირებული აფხაზეთიდან, ვისაც კი თბილისსა თუ სხვა ქალაქებში  არსებულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელება სურს, საქართველოს ბიუჯეტი დაუფინანსებს სწავლის საფასურს!


არც ისაა ახალი, რომ იმავე გადაწყვეტილების მეშვეობით, ჯანმრთელობაშერყეულ  აფაზებს, საშუალება ეძლევათ სასწრაფო და გადაუდებელი ოპერაციები თბილისში, ზუგდიდსა და ქუთაისში ჩაუტარდეთ და ხარჯებს ამ შემთხვევაშიც, საქართველოს ბიუჯეტი ფარავს!


რამდენიმე ხნის წინ, ე.წ აფხაზეთის პრეზიდენტმა ბჟანიამ ბრძანა „მომწიფდა ვითარება და ქართველებთან დიალოგი უნდა დავიწყოთო“! ხოლო რამდენიმე დღის წინ აფხაზეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე სერგი შამბამ კი განაცხადა, „მუდმივ მტრობაში ცხოვრება წარმოუდგენელიაო!“
მართლაც წარმოუდგენელია და სწორედაც ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა აღდგეს ის ურთიერთობა და იმ ხიდის ხელახლა აშენება, რომელიც 1992-93 წლებში ჩატყდა  და რომელმაც უამრავი ქართველისა და აფხაზის სიცოცხლე შეიწირა!
როდესაც ასეთი ვითარებაა, ყველა სახელმწიფო უწყება ვალდებულია, გაასმაგებული ყურადღებით მოეპყრას თითოეულ სიტყვას თუ ქმედებას და თუ მართლაც საქართველოს  გამთლიანება გვსურს, თითოეულმა ჩვენგანმა ამისთვის ძალა და ენერგია არ უნდა დაიშუროს!


ის რაც წინა კვირას მოხდა, არათუ  დიდი სირცხვილი, არამედ  უდიდესი საბოტაჟის ნიშნების შემცველია და დროა სახელმწიფომ მკაცრი პასუხი მოსთხოვოს მათ, ვინც, ქართველების მეგობარი ოჯახის კომაში მყოფი სიძე ჯერ სოხუმიდან ენგურის ხიდამდე ჩამოიყვანა და შემდეგ ისევ სოხუმში გაამგზავრა!  რადგან მავანთა გულგრილობამ და საქმისადმი არაპროფესიონალურმა დამოკიდებულებამ ის შედეგი დააყენა, რაც მოსალოდნელი იყო, დღეს კომაში მყოფი ახალგაზრდა კაცს ოჯახი თურქეთში გადასაფრენად ამზადებს და დროა 112-ის სამსახური და შესაბამისი უწყებები ამაზე სერიოზულად დაფიქრდნენ! 
ახლა კი ყურადღებით წაიკითხეთ, რას ჰყვება  აფხაზების ოჯახის მეგობარი, დავით ამაშუკელი, რომელსაც სოხუმიდან დაურეკა აფხაზმა მეგობარმა და დახმარება სთხოვა:


„მემგონი დღევანდელი საღამო არასოდეს არ დამავიწყდება… ბავშვობის მერე თითქმის აღარ მქონია შეხება აფხაზებთან, ერთად ერთი კავშირი ჩემი დის კლასელი ნური კაპბა იყო, რაც ძაან მახარებდა, და დღეს ისე შევრცხვი ნურისთან, და მის ნათესავებთან, რომ ეს ბოლო აფხაზი და აფხაზების შემორიგების იმედი საბოლოოდ გამიქრა. დილით დამირეკა ნურიმ – სიძე მიკვდებაო, კომაშიაო, და თბილისში მინდა გადმოვიყვანოო, ხომ ვერ დამეხმარებიო. რა თქმა უნდა-თქო, გამიხარდა (რა თქმა უნდა ის არა, რომ სიძე ცუდადაა, ის, რომ მომეცა საშუალება დახმარებისა, ხელის გაწვდისა, როგორც ბავშვობის ამხანაგისათვის, ასევე აფხაზ ძმისათვის, თან ვიცი, რომ სახელმწიფოს დიდი პროგრამები აქვს გამართული ჩვენი ძმების სამედიცინო დახმარებისათვის და მზად არის უმკურნალოს მათ, თან მაღალ დონეზე, და თან რა თქმა უნდა უფასოდ. ამიტომ მშვიდად და დარწმუნებით დავპირდი ნურის დახმარებას და მოვიმარჯვე ტელეფონი. პირველი ქალბატონი, რომელთანაც მეგობარმა დამაკავშირა იყო კონფლიქტურ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხისათვის სამედიცინო დახმარების რაღაც “ნაჩალნიკი”. იმან მითხრა, რომ მშვიდად დარეკე 112-შიო. ეგეთი შემთხვევები პრიორიტეტში არისო, დახვდებიან მაღალ დონეზეო,. გააფრთხილე, რომ კომაშია და ხელოვნურ სუნთქვა ესაჭიროებაო, და იყავი მშვიდადო….

დავრეკე 112-ში, მართლაც დამამშვიდეს, არაა პრობლემა, დავხვდებით ნეიტრალურ ტერიტორიაზეო, გადმოვიყვანთ, და რადგან ეს ზუგდიდის სასწრაფო იქნებაო, ზუგდიდის საავადმყოფოში მიიყვანენო და იქ გადაწყდება, თბილისში გადაიყვანენ თუ ქუთაისშიო, ორივეგან მაღალი დონის აღჭურვილობაცაა, და მაღალ დონეზეც მიიღებენო, და თან, რა თქმა უნდა უფასოდო… დავმშვიდდი, და თანაც ჩემი სამშობლოს სიამაყით აღვივსე, და ცოტა ჩემი ამ საქმეში ჩართულობისაგანაც… დავურეკე ნურის, წამოდით, გელოდებით თქო. რომ დაიძვრებით, შემატყობინე თქო. დამირეკა გამოვდივართ, ე.წ. საზღვრამდე საათნახევარი გვინდაო. 112-ში კი მითხრეს, რომ საზღვრამდე მოსვლას 20 წუთი რომ დააკლდება, მაშინ დაგვირეკეთო, სასწრაფომ ტყუილად რომ არ იყურყუტოსო…. მაინც დავრეკე ერთი საათით ადრე. კი თქვენი ზარი მიღებულია და პაციენტის გვარი სახელიც ჩაიწერეს კიდევ ერთხელ. შემდეგ გადავრეკე კიდე 20 წუთში. ვინაიდან ყოველთვის სხვადასხვა ოპერატორი მხვდებოდა მიწევდა ამ ისტორიის ყოველთვის თავიდან მოყოლა… (თუმცა მოგვიანებით, სადღაც მე 17-ე დან 25-ე (!!!!) ზარზე ყველა ოპერატორი სახელის მოთხოვნაზე იძახოდა „ოპერატორი N 13“ ვარო!..

ახლა იმის შესახებ, თუ რატომ ვრეკავდი 25 ჯერ…. ჯერ აღმოჩნდა, რომ 112 სასწრაფოებს საერთოდ არ გააჩნიათ რეანომობილები და კომაში და ხელოვნურ სუნთქვით პაციენტებს, რომელიც საათნახევარი იდგა საზღვართან აფხაზეთის მხრიდან, ვერ მიაწვდიან რეანომობილს. შემდეგ სადღაც მე-19-ე ზარზე, როცა, უკვე, როგორც მიხვდით, პაციენტი უკვე ჩამოიყვანეს საზღვართან, და მას არავინ დახვდა, გოგონამ გამომიცხადა, რომ საერთოდ არ მიუღია 112-ს დღეს ესეთი გამოძახებაო და საერთოდაც, აი ახლაც, ის ჩემს ნომერს ვერ ხედავდა, ვერ აფიქსირებდა და თან 5-ჯერ შემეკითხა, აქამდე ნამდვილად 112-ზე რეკავდითო და უკვეთავდითო!?!?!?!

ჩემი თავი რაღაც იაფფასიან კომედიაში მეგონებიდა, აფხაზეთის მხრიდან მესინჯერზე, ყოველ 3 წუთში ზარი და ტირილი და ნურის დის ბღავილი რომ არ ყოფილიყო. ბოლო 5-6 ზარზე, როგორც იქნა, მეუბნებოდენ, რომ სასწრაფო გავიდა ზუგდიდიდან და მალე მივა. ესე გრძელდებოდა კიდე 40-45 წუთი…. გუგლზე ვნახე, რომ ზუგდიდიდან საზღვრამდე 8,5 კილომეტრია… ბოლოს ეტყობა, შეშლილის ხმით დავრეკე და როდესაც კიდევ მითხრა სასწრაფო გზაშიაო, ხოლო როდის მივა და რატო ვერ მივიდა აქამდე – არ გვაქვს ინფორმაციაო!!!! – ალბათ არაადამიანურად ვიღრიალე: დაუკავშირდით ზუგდიდის სასწრაფოს და კითხეთ, რაშია საქმე თქო, 8 კილომეტრს ადამიანი ფეხით გაივლიდა ერთ საათში თქო…. და ღრიალმა გაჭრა…

3 წუთში ოპერატორმა გადმორეკა და ზუგდიდის სასწრაფო დახმარების ექიმის ტელეფონი (ეტყობა მთავარის) მომცა!!!!!!! აი, თქვენ თვითონ მოისმინეთ, ჩვენ უძლურები ვართ, სასწრაფო ჯანდაცვას ექვემდებარებაო!!!!!!’ და იცით, რა მითხრა იმ ექიმმა??????? ჩვენ სასწრაფო არა გვყავს თავისუფალი და დღეს ვერ გავუშვებთ, ტყუილად ნუ გველოდებიანო… ჩემი შემდეგი ღრიალის მერე ექიმმა მითხრა: დღეს დილითო აფხაზეთის და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროებმა მოილაპარაკესო, რომ პაციენტს დღეს ვერ მივიღებთო, და რას მოდიოდნენო… ბოლო ინფორმაციის შემდეგ ნური, და ის სასწრაფო გაბრუნდნენ უკან….. იმედია, უკვე ჩავიდნენ სოხუმში…. აი ჩავიდა თუ არა ნურის სიძე ცოცხალი, მაგას ვერ გეტყვით, და ალბათ ვერასოდეს ვერ გავიგებ…. არა მგონია ნურიმ კიდევ ოდესმე დამირეკოს…“


როგორც მოგვიანებით გავარკვიეთ, ნური კაპბას დაურეკავს ქართველი მეგობრისთვის და ბოდიშიც მოუხდია შეწუხებისთვის იმიტომ, რომ ქართველი კაცისგან ჭირში დადგომის მასშტაბებიც იცის და მეგობრობის ფასიც!!!
ახლა კი მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას! გიორგი გახარიას!
ჯანდაცვის მინისტრს!


1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო ქართველთა და აფხაზთა შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც რუსული იმპერიალისტური ზრახვებითა და მათ მიერ მართული ქართველი და აფხაზი ჩინოვნიკების ძალისხმევით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით დასრულდა! ის, რაც 28 წლის წინ მოხდა, სიკეთითა და გონივრული ნაბიჯებით უნდა გამთლიანდეს! ამიტომ ასი ყური და თვალი გამოიბით, რათა ასეთი შემთხვევები შემდგომშიც არ განმეორდეს და უკვდავმა სიტყვებმა ,,რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია“ მძლავრად დაიქუხოს აფხაზებს და ქართველებს შორის!!!

ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანი, ჟურნალისტი ირინე გოგოსაშვილი

ალია №29

  •  
  •  

14 Comments

  1. ანონიმური

    ეს დამპალი გამყიდველები

  2. ანონიმური

    ამაზე სამარცხვინო მთავრობა არასდროს გვყოლია და ასეთი უპატრონო ეს.ქვეყანა არ მახსოვს. აფხაზეთი და სამაჩაბლო ადარდე ამ გამყიდველებს და ყაჩაღებს…

    1. ანონიმური

      სწორია სამარცხვინო მთავრობაა კოჰაბიტაციამ უყოთ რაც უყოთ და მაგ კოჰაბიტაციიდან მოსულ საბოტაჟს გადაჰყვებიან.

      1. SOS.თქვენი "გამკვირვებია"--კიდევ გძინავთ:)

        ნახეთ ეს ვიდეო კარგად!, მერე გადაავლეთ თვალი ჩვენს ბოლო 30 წლიან ისტორიას… ყველაფერი ზუსტად ისე ასრულდა და სრულდება, რასაც პირობითად, სლავიანების განადგურების გეგმა ჰქვია (იგულისხმება ყველა მართმადიდებელი ერი–საქართველოცაა ნახსენები!)
        https://ok.ru/video/1904433893875 — ხაბადი–იცით ვინ არიან?,მოფაშისტო სიონისტები!. რომლებსაც უნდათ ე.წ.3000 წლოვანი სოლმონის გეგმის მიხედვით: მესმე ტაძრის აგება,იქ მოშიახის (ანტიქრისტეს) დასმა, ერთიანი მსოფლიო მმართველობა, თითოეულს მათგანს უნდა ჰყავდეს “თალმუდის” მიხედვით 3000-მდე მართმადიდებელი გოი(მონა)… გაიგეთ რომ, ქვეყანა ისე არაა მოწყობილი, თქვენ უმრავლესობას რომ გგონიათ.

        1. მამხილებელი! (გამოფხიზლებისთვისაა!)

          SOS.აი კიდევ, ზემოთ აღნიშნულის ერთი დასტური; ხაბადის ერთიანობაზე, ურთიერთგატანაზე. ჩვეს გაუტალობაზე, ერთმანეთის დაჭმაზე,როგორც ცხვრებს ისე გვიყურებენ, რომ თურმე სულ უნდა ვიყოთ ტ–ა და შიმშილში….მოუსმინეთ, მოუსმინეთ! https://www.youtube.com/watch?v=xDZThVk1fCk&feature=push-u-sub&attr_tag=30X4afHCV3jpv-mc%3A6

  3. გელა

    ახლა მოუნდათ ხომ მკურნალობა და სწავლა უი მაგათი…….

  4. ანონიმური

    შარტავას რომ ხვრეტდენ სად იყვენ აფხაზები ახლა მოუნდათ მკურნალობა? ენგურს აქეთ არუნდა გადმოახედო მაგ ძაღლისშვილებს.

    1. იოსები იბესოი

      არ გადმოთახედებთ და რუსებსაც ეგ უნდათ! აი შენ რა გინდა? გინდა ტერიტორიების დაბრუნება?

  5. giorgi068

    rac ar unda vumkurnalod mainc mtrad mivachnivart da mixedon sakutar tavs. wavidnen im dampal rusetshi da imkurnalon iq.

  6. რას გვიშვება ეს სააკაშვილი!

    ელენე, ნათია, გარიკ, დანარჩენო ქოცებო სად ხართ??!! მოიფიქრეთ რამე, თორემ დაგვენგრა ოჯახი!!

  7. XX!

    მეგობრობის ფასი ქართველებზე უკეთ არავინ იცის ეს საუკუნეებმა დაამტკიცა. მაგრამ.. მკიდია მაგათი გაჭირვება მე ჩემს ძმებს რა ვუყო მიწაში რომ წვანან და ზოგს მიწაც არ ეღირსა სვავების საჯიჯგნი რო გახდა ზოგი ნადირის ზოგიც ზღვამ შთანთქა ცოცხალიც და მკვდარიც ზოგიც ყინვამ მოაძრო.. ახლა მე როგორ ვარ იცით ეგ ანეგდოტია რასაც მიყვები ამასთან შედარებით. მოსტყვნიათ დედაც და პატრონიც და ბატონიც მე ჩვენც მარტო ვიყავით მაშინ და ძალიან ბევრად უარეს დღეში. მაგათ ბევრი აქვთ გასავლელი ჯერ კიდევ ფორთხვით რომ მოუნდება მოსვლა მერეც მოინანიონ

  8. იოსები იბესოი

    გადასანსლავს რუსეთი. მაგისთანებიც გადაუსანსლია. კიდევ უფრო კარგად გამოურეცხავენ ტვინს და აქეთ საერთოდ აღარასდროს გამოიხედავენ. აეგ კი ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება. რა ქაქებიც არიან ეგენი კარგად ვიცი, მაგრამ ომით გამოვიდა რამე? რაღაც რაღაცეებზე ჩვენც გვაქვს მაგათთან ბოდიში მოსახდელი

  9. მედეა

    ბოდიში არა! ვწუხვარ მომხდარის გამო,

    1. რას გვიშვება ეს სააკაშვილი!

      თუნდაც

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.