სკანდალური სახელები “ოცნების” სიაში – “სერიოზული ჭიდაობა დაიწყო”

მმართველ გუნდში საარჩევნო სიაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ჰოდა, ისიც გავიგეთ, რომ არა ერთი და ორი ადამიანის სიაში ჩასმა უკვე გადაწყვეტილია, თუმცა არიან ისეთებიც, რომლის გამო ხმაური გუნდის გარეთ კი არა, გუნდის შიგნით უკვე ატეხილია და ვნახოთ, რას იზამენ საბოლოო ჯამში „ოცნების“ ლიდერები.

ახალი სახეებით დავიწყოთ. ვალერიან, იგივე ვაკა გორგილაძე საპარლამენტო სიაში მოხვედრას წინა მოწვევის პარლამენტშიც ცდილობდა, მაგრამ მაშინ ეს საქმე არ გამოვიდა, ახლა კი, როგორც გვეუბნებიან, მისი ბედი გადაწყვეტილია და ის გამსვლელ სიაში იქნება. ჰო, გორგილაძე ლაშა ნაცვლიშვილის კადრია. „მრეწველების“ კვოტით სიაში იქნება გიორგი ტყემალაძეც, თბილისის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე და ამბობენ, “მრეწველებს” კიდევ ორი კაცის ჩასმის უფლებას მისცემენო. სიაში აუცილებლად იქნებიან ექსპერტი ნიკოლოზ მეტრეველი და იურისტი თამთა მეგრელიშვილი.

როგორც გვითხრეს, თითქმის გადაწყვეტილია კიდევ ორი ექსპერტის, გია აბაშიძისა და ირაკლი ლატარიას ჩასმაც.

რადგან ექსპერტებზეა საუბარი, ისიც ვთქვათ, რომ სიაში მოსახვედრად იბრძვის ანდრია გვიდიანიც, თუმცა მამამისი, მურთაზ გვიდიანი სერიოზულ სკანდალებშია გახვეული, ბინათმშენებლობაში თაღლითობის ბრალდებით ის წინა ხელისუფლებას დაკავებულიც ჰყავდა და 30 წელიც ჰქონდა მისჯილი (ეპიზოდების გათვალისწინებით), თუმცა ამ ხელისუფლებამ გამოუშვა და ანდრიასაც ხელისუფლების პოზიცია ტელე-ეთერებში კბილებით ხშირად დაუცავს, თუმცა მამამისის მიერ დაზარალებულთა სიაში „ოცნების“ არაერთი გავლენიანი წევრია და ვნახოთ, რამდენად გამოვა ეს ამბავი.

“ოცნების” კულუარებში საუბარია ადვოკატ მარიამ კუბლაშვილზეც – როგორც წყარო გვიყვება.

მოკლედ, საარჩევნო სიაზე სერიოზული ჭიდაობა მიდის. მმართველ გუნდს სავარაუდო ორიენტირად 120-კაციანი სიიდან 60-კაციანი გამსვლელი აქვს განსაზღვრული და ამ 60 კაცში უნდა ჩატიოს ყველა და ყველაფერი. ამ ადამიანებში საკუთარი კანდიდატების ჩასმა სურს კახა კალაძეს (პლუს თალაკვაძე-კობახიძის დუეტს), გიორგი გახარიას, უჩა მამაცაშვილს, უსაფრთხოების სამსახურს და რაღა თქმა უნდა, თავად ივანიშვილი აპირებს სრული მონოპოლია ჰქონდეს, ოღონდ გუნდის წევრების ინტერესებიც როგორმე გაითვალისწინოს…

ალია №16

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ეს ნაგავი ხალხი სად მოძებნეს? რისი გამკეთებლები არიან?კუმ ფეხი გამოყო მეც ნახირ ნახირაოოოო.ვაი თქვენს პატრონს. ღმერთო შენ გვიშველე,დაიფარე საქართველო და ქართველები.

  2. ანონიმური

    ღმერთი აღარ გვიშველის,დაიღალა ჩვენი საცოდავი ფაფხურის ყურებით,მასაც აქვს უფლება დაისვენოს.აი,დანარჩენის კი რა მოგახსენოთ,გასაგებია,რატომ იხეოდნენ შუაზე ლატარია-აბაშიძე.მახსოვს ადრე ეგრე იხეოდა კოკა გუნცაძე,უკვე დამავიწყდა როგორ გამოიყურება,მიუსვეს თბილ,ტკბილ ძუძუს და გამოტენილი პირით რაღას იტყვის.არადა,სამშობლოვო,პატრიოტიზმიო,ბლა ბლა…დაიმახსოვრეთ ხალხო,ყველას ჰკიდიხართ ძაან მაგრად,ჰოდა მოდუნდით და მიიღეთ სიამოვნება მორიგ ჯერზე რომ გიხმარენ,ფულიც რათქმა უნდა ყველასგან აიღეთ,რა დროს ნამუსი და სამშობლოა…ლაილაიალალაააა…თუ ფული გაქვს შენი ვააარ…

  3. ანონიმური

    ახალი მშიერი პარტია ცდილობს გასაძღომად მოსვლას.არცერთი არაფრის გამკეთებელი არაა.მარტო ლაყბობენ.ვაი თქვენს პატრონს.არ შეარჩიეს საუკეთესო ნიჭიერი კადრებიიი?
    ღმერთო შენ გვიშველე!!!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.