რა ტერიტორია უნდა დავუთმოთ აზერბაიჯანს ამ რუკის მიხედვით? სკანდალური დასკვნა “კარტოგრაფების საქმეში”

“კარტოგრაფების საქმეში” სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის პასუხს “ტვ პირველი” ავრცელებს:

სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა სადაო, 1938 წლის რუკის სანდოობას ისევ ეჭვქვეშ აყენებს, ექსპერტებმა დაადგინეს, რომ იმ შემთხვევაში თუ კომისია, ამ კონკრეტული რუკის მიხედვით იმუშავებდა, წითელი ხიდი, რომელიც საქართველოს ტერიტორიის ფარგლებშია, მეზობელი აზერბაიჯანის საზღვრებში მოექცეოდა.

კარტოგრაფების ადვოკატების განმარტებით, “დაკავებულებს ერთი ხელით ედავებიან იმას, რომ თითქოს მათ დავით გარეჯი გადასცეს აზრებაიჯანულ მხარეს, მაშინ როცა მსგავსი შეთანხმება არ ყოფილა და მეორე ხელით, წითელ ხიდს უთმობენ აზერბაიჯანულ მხარეს. ეს კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს ამ საქმის გაუაზრებელ წარმოებას.”

“ალია” შეგახსენებთ, რომ ამ რუკის დამალვა, თუ ის მართლაც დამალული იყო, რაც ასევე სადაოა, რადგან ის ერთ-ერთ ექსპერტს სამუშაო მაგიდაზე ედო, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად მიიჩნიეს და მინისტრები, ე.წ. ექსპერტები, მღვდელმთავრები, ყველანი გვეუბნებოდნენ, რომ ეს რუკა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გირაოც კი არ შეუფარდა ასაკოვან მეცნიერებს სასამართლომ, ექსპერტიზის პასუხის გაგებამდე მაინც – ექსპერტიზის პასუხი კი ასეთია – თუ ამ რუკის ნამდვილობას ვაღიარებთ, წითელი ხიდი უნდა დავთმოთ. საინტერესოა, იცოდნენ, თუ არა, მინისტრებმა ამის შესახებ და საინტერესოა, გამოიყენებს, თუ არა, ქართველი მინისტრების ღია და საჯარო ინტერვიუებს აზერბაიჯანი, რათა ჩვენ მიერ ზარზეიმით “აღმოჩენილი” რუკის ნამდვილობის დადასტურება მოგვთხოვოს? და თუ აზერბაიჯანი მაღალჩინოსანთა საჯარო გამოსვლებს გამოიყენებს და კონკრეტულ მოთხოვნებს წაგვიყენებს, ვისი ბრალეულობა უნდა დადგეს ამ დროს?

  •  
  •  

6 Comments

  1. ანონიმური

    amati codva argagaxarebs pidarasto bidzina

  2. ანონიმური

    visac jera ro es sackali damnashavea kvelas mogitkant colebi

  3. ანონიმური

    რომელ მინისტრს უნდა ჰკითხოთ,ჟანგიან ღარიბაშვილს,ჩაინიკ გომელაურს თუ ყოფილ მინისტრ”ბაბა-იაგას”?კორონა უმწეო ჩვილი ბავშვია ამ ვირუსთან შედარებით ქოცნება რომ ეწოდება.

  4. ანონიმური

    მოგიტყანთ ოცნება

  5. ამირან კიკაურიძე

    ბიძინა შენი დრო მოვიდა, პასუხს აგებ შენ ფინია ლეკვებთან ერთად, იმაზე რაც საქართველოს თა ქართველებს სიბოროტე გავუკეთე!!! იმბიცილებო ვისაც ბიძინას სიბოროტეს ვერ ან არ იმჩნევთ მოგიტყანთ მოღალატე გამჩენი დედიკოებიც!!!

  6. ანონიმური

    ჯიში მოვტყან ბიძინა შენი მყვარებლიანად

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.