სკანდალური ბერძნული საქმის დეტალები და “შემთხვევითობები” ბაჩალიაშვილის საქმეში

2018 წლის დასაწყისში საბერძნეთში ტრაგედია მოხდა, 44 წლის ქალი, სამი შვილის დედა ირინი ლაგუდი მანქანაში დაიწვა.

მკველელებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ პოლიციას თვითმკვლელობა ჰგონებოდა.

ქალს მიღებული ჰქონდა აბები!

იგი დაიწვა ტანზე ბენზინის გადასხმის და ცეცხლის წაკიდების შედეგად და არსებობდა კადრები, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, როგორ იყიდა ბალონით ბენზინი.

დღემდე უცნობია, როგორ მიიღო მან წამლები, ან რატომ იყიდა ბალონით ბენზინი და მის ტელეფონში არ იყო რამე მინიშნება იმის შესახებ, რომ მას ვინმემ აიძულა ბენზინის ყიდვა, თუმცა, როგორც მერე გაირკვა, მას მოტყუებით აყიდვინეს საწვავი.

როგორ დადგინდა, რომ ირინი ლაგუდს თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს?

მიუხედავად იმისა, რომ გავრცელდა კადრები, როგორ ყიდულობდა ირინი ბენზინს, ოჯახი ამტკიცებდა, რომ იგი თავს არ მოიკლავდა.

გაქრა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მოტივატორი დანაშაულის – ფული.

ლაგუდის ოჯახის ადვოკატის აცხადებდა, მათ აქვთ რწმენა, რომ საქმე მკვლელობასთან გვაქვს. მანქანის დაწვა კი წინასწარ იყო განზრახული. რაც შეეხება საკითხს, რომ ქალმა გარდაცვალებამდე ბენზინი შეიძინა, არ ნიშნავს, რომ ის თავის მოკვლას აპირებდა, რადგან შესაძლოა ეს ყველაფერი მოტყუებით მოხდა.

იმუშავეს ბერძენმა გამომძიებლებმა ოჯახის ვერსიაზე და საბოლოოდ დადგინდა, რომ ქალს, რომელმაც ჯერ საწვავი იყიდა და მერე აბები მიიღო – თავი არ მოუკლავს და იგი მოკლეს, როგორღაც კი აბებიც დაალევინეს და საწვავიც აყიდინეს.

დღეს ემიგრანტებმა ირინის ისტორია გაიხსენეს და თამარ ბაჩალიაშვილისთვის აფთიაქში გადაღებული კადრები, ბერძენი ქალის მიერ საწვავის ყიდვის კადრებს შეადარეს. წერენ, რომ საბერძნეთში სამართალმა იზეიმა.

ასეთ საქმეებში მთავარი მოტივია, პროკურატურა ვერც თვითმკვლელობის მოტივს ასახელებს (თუ არ ჩავთვლით ბავშვობისდროინდელ ისტორიებს) და არც მკვლელობის მოტივზე მუშაობს. ბოლო დროს მოდაში შემოვიდა მოტივის გარეშე “გახსნილი” საქმეები, იმიტომაცაა მერე ამდენი წაგებული საქმით რომ გამობუნძულდება ხოლმე პროკურატურა სასამართლოდან. სხვათა შორის, ბერძენმა სამართალდამცველებმა ფედერალური ბიუროს დახმარების გარეშე გახსნეს ირინის საქმე და სხვათა შორის, არც ამდენი საეჭვო გარემოება იყო, არც მწყემსები ფიგურირებდნენ საქმეში და არც სუს-ის მანქანები! მანქანის პოვნის ადგილშიც არავის შეპარვია ეჭვი!

ცნობისთვის, მეორე თვე გადის რაც 13 წლის ბიჭია დაკარგული, ილია ფილფანი და სამარცხვინოდ განცხადებაც არ გაგიკეთებიათ, კვალიც ვერ იპოვნეთ, კარგი ბავშვი გაქრა, ველოსიპედის კვალი მაინც გეპოვნათ, კვალი ვერ იპოვნეთ და მოტივზე არც მაგ საქმეში მუშაობთ! ბიჭის ბაბუაც ასე უგზო-უკვლოდ დაიკარგა!

დღეს პროკურატურამ იმ ბრიფინგზე, სადაც ამაყად ჩამოთვალა, როგორ იყიდა თამარმა (რომელიც მანამდე თურმე გუგლავდა რა წამლები ეყიდა და რა დოზა) 150 აბი მედიკამენტი, ხო, აი, ზუსტად მაგ ბრიფინგზე თქვა, დრონის კადრები კი გვაქვსო, როგორ არა გვაქვსო, გვაქვს, აბა, რაო, უბრალოდ ისე მოხდა, ის ადგილი, სადაც მანქანა ვიპოვნეთ დრონის კადრებში ვერ მოხვდაო! აქვე შეგახსენებთ, რომ საკმაოდ ახლოს იპოვნეს თამარის მანქანა გზიდან, ხოლო დრონის კადრების ოჯახისთვის ჩვენება ზუსტად თვენახევრით გააჭიანურეს! რად უნდოდა დრონის კადრების მშობლებისთვის ჩვენებას თვენახევარი? – დასამონტაჟებელი ხომ არ იყო ეგაც? – თუ იყო?

შემთხვევით, მანქანის პოვნის ადგილი არ აღმოჩნდა კადრებში, შემთხვევით სუს-ის სამი მანქანა მიყვებოდა ბაჩალეიშვილს უკან, შემთხვევით, გოგომ, რომელმაც წამლების ოდენობა დაგუგლა, 150 აბი წამალი იყიდა, რაც დალია, დალია, რაც არა – დატოვა, შემთხვევით, მაისური სხვა ეცვა დილითო, ამბობენ მეზობლები, შემთხვევით, მწყემსი მაინცდამაინც აქციიდან 8 საათში პოულობს მანქანას, შემთხვევით, გოგო, რომელიც მიტოვებულ ადგილს ეძებდა, თურმე, გზის პირას ჩერდება, შემთხვევით, მანქანის პოვნის წინა ღამეს, ელექტორენერგია ითიშება სოფლებში, შემთხვევით ფლეშკა გაქრა, შემთხვევით, ანაბარზე დიდი თანხა აღმოჩნდა, შემთხვევით, 10 წუთით სადღაც ქრება გზაზე თამარის მანქანა (ტვ.პირველს ჰქონდა ამაზე სიუჟეტი), შემთხვევით, შეყვარებული ბაჩანა დროს გაგებინებთ, შემთხვევით, სულ შემთხვევით, მედიას ხელთ უვარდება არასრულწლოვანი ბაჩალიაშვილის ჩვენება და ექიმის დასკვნა – ესეც კი, რაც ჩამოვთვალეთ, ძალიან ბევრი ხომ არ არის ერთი საქმისთვის, ბატონებო?

ახლა რაც ზუსტად ვიცით – თამარის მანქანა, რომელიც გზასთან ახლოს იყო, როგორც ამბობთ, ვერ იპოვნეთ, სანამ ოჯახმა აქცია არ ჩაატარა!
თამარს ფული ჰქონდა და ნამდვილად შეეძლო სხვაგან ცხოვრება, თუ სახლში არ უნდოდა ცხოვრება, როგორც ამტკიცებთ. გეგმები ჰქონდა, სწავლას აგრძელებდა, საფრანგეთში მიდიოდა. ჭკვიანი იყო და მინიმუმ სასიკვდილოდ საჭირო წამლის ოდენობას მაინც დაიმახსოვრებდა.

ეს კი 44 წლის ირინი ლაგუდის ავტომანქანაა. აი, იმ ირინის, რომელსაც ჯერ საწვავი აყიდინეს თავისი ხელით, მერე აბები მიაღებინეს და როგორც მიხვდით, ექსპერტიზასაც დიდი ვერაფერი დარჩა საკვლევად – მიუხედავად ამისა, ბერძენმა სამართალდამცველებმა მაინც არ იმუშავეს მხოლოდ თვითმკვლელობის ვერსიაზე.

ხო, არც ირინის მანქანა უპოვნიათ მაგისტრალზე!

ალია

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ამათ გონიათ რომ მაგრად ბნელა. არადა სულაც არ ბნელა.

    1. ანონიმური

      ნამდვილად არ ბნელა

  2. ანონიმური

    ბარემ ისიც აგვიხსენით ამ პატარა გოგოს განა რა უნვდა დაეშავებინა,რომ სასიკვდილოდ გაიმეტეს.ბარემ ესეც განმარტეთ, ამბობენ ძალიან ნიჭიერი გოგონა იყო,ზოგი იმასაც ამბობს ჰაკერობდა, და თუ ეს ყველაფერი მცირეოდენი სიმართლეა,მას, ასეთ ჭკვიანს უნდა სცოდნოდა თუ არა თავდაცვა, მინიმუმ რომ არ გამომჟღავნებულიო? თუ არასწორად ჩამოვაყალიბე ჩემი აზრი, წინასწარ გიხდით ბოდიშს.

    1. ანონიმური

      სავარაუდოდ, როგორც ჩანს მაღალჩინოსნებმა ათანამშრომლეს თანხების არაკანონიერ მოხსნებზე და გადარიცხვებზე, და შემდეგ მოიცილეს. და სავარაუდოდ, მკვლელობაც ორგანიზებული ვერსიით წინასწარვე იქნებოდა დაგეგმილი და გათვლილი თვითმკვლელობის ვერსიაზე. და თან ორი კურდღლის დაჭერასაც მოარტყავდნენ ხელს. ერთი – თანხებს მიითვისებდნენ. და მეორე – საბოტაჟზე ორიენტირებული ნაც-საქოცეთი ნაცების სასარგებლოდ ხელისუფლების ამოსაყირავებლად აამუშავეს. რაც ვერ შესდგებაააა! და ამ საწყალ მშობლებსაც ადვოკატად პოლიტიკაში მოთამაშე რამიშვილიც მიუჩინეს. დედას პრიკურატურასთან რომ განაცხადებინეს აზერბაიჯანის წინააღმდეგ სომხებს აწვდიდნენ იარაღსო – აქ ისმება უკვე ადვოკატის მიმართ კითხვის ნიშანი. რატომ შეიყვანეს დედა შეცდომაში?! საზოგადოების მხრიდან აგრესიის გაღვივებას ხომ არ ემსახურებოდა? ისევ, ნაც-საქოცეთი ბინძური პოლიტიკისთვის პინკპონკის ბურთივით ათამაშებს?! და ეს უკვე საზოგადოებაზე გათვლით?! ღმერთო შეაძლებინე დედას ამ ბინძურ გარემოში მყარად დგომა, რომ ბოლომდე შემართებით შეძლოს ბნელეთით მოცული უკანონობის გარღვევა და სიმართლის დადგენა. ღმერთი ფარავდეს ამ მძიმე განსაცდელში.

    2. კოტე

      სიმართლეს ამბობთ

  3. ანონიმური

    არ შეიძლება, ვინმე ნორმალური ადვოკატი რომ დაეხმაროს? რამიშვილის აბდაუბდაშია ოჯახი გახვეული. ბაჩანაც მისი კადრი მგონია, დეამ სავარაუდოდ გაიტყუა, ფსიქოლოგსაც ნუ მიივიწყებენ, ეს ჩემი ვარაუდით….და, ის, რომ მოკლულია, ამაში ეჭვი არც მეპარება, თან წინასწარ კარგად დადგმული სცენარით, წამლებიც “ვიღაცას” უყიდა.

  4. ანონიმური

    საბერძნეთში ყოველთვის ზეიმობს სამართალი! ერთვება ყველა და ყველაფერი, ( აქ რომ ვიღაცეებს მოუნდათ აეკრძლათ ჩარევა ჟურნალისტებისთვის) მიუხედავად იმის, რომ ნებისმიერი ბერძენი სიამაყით გეტყვის —-მე ვენდობი ჩემი ქვეყნის სასამართლოს!!! იქ არ აბრიყვებენ ხალხს ყალბი დემოკრატიით!—-ვერავინ ვერ დამარწმუნებს, რომ ის გოგო მოკლული არაა, ძალიან კარგად გათვლილი სქემით!

  5. ანონიმური

    დედას შვილი მოუკვდა, ღმერთოჩემო ასეთი ანგელოზი შვილი…რას დარბის და დაეძებს, რა ლუკმა გადადის პირში ან ამდენს რო ლაპარაკობს,როგორ შეუძლია,ჯერ მიწაც არ დაწეულა საფლავზე.ვინამაც მოკლა ის გადაუხდის ერთ ან ორ ღარიბ კაცს ფულს და ათქმევიებენ რომ მან ჩაიდინა, და დაიჯერებთ და მერე რა დამშვიდდებით….იმ გოგოს რა ეშველება, მკვლელი ისევ მის საფლავის გარშემო ივლის თუ ამის სურვილი ექნება….

  6. ანონიმური

    აბა რა ქნას დედამ…როგორი შვილი მოუკლეს…და სამართალი როგორ არ ეძიოს.იბრძვის მშობლები ცარიელი ხელებით …ამოდენა მაფიის წინაშე.რაც შეუძლიათ ამ ტანჯულ მშობლებს ..ყელაფერს აკეთებენ.და სამართალი სადაა…იქნება კი ოდესმე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.