სკანდალი: “ნიკოლოზ გამყრელიძე ცდილობს გამოიყენოს COVID-19 და მეტი დაფინანსება მიღოს”

ეროვნული ბანკი ნიკოლოზ გამყრელიძის განცხადებას გამოეხმაურა:

“ეროვნული ბანკი, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, იცავს კონფიდენციალურობის მოთხოვნას და საჯაროდ არ საუბრობს მასსა და ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ორგანიზაციას შორის მიმდინარე პროცესებზე. თუმცა აუცილებლად მივიჩნევთ, გამოვეხმაუროთ დღეს ერთ-ერთი სატელევიზო ეთერით საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის, ბატონი ნიკოლოზ გამყრელიძის მიერ გაკეთებულ არასწორ ფაქტებსა და შეფასებებს.


საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა საფინანსო სექტორის ფინანსური მდგრადობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა და, ამავდროულად, მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვაა. ეროვნული ბანკის ვალდებულებაა, ასევე, ქვეყნის საფინანსო სექტორში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, სისტემური რისკის კონტროლი და პოტენციური რისკების შემცირება.
სწორედ ამ ამოცანებისა და ფუნქციების განუხრელმა და ჯეროვანმა შესრულებამ მოგვცა შესაძლებლობა, კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის პერიოდშიც შევინარჩუნოთ ფინანსური სექტორის სტაბილურობა და უზრუნველვყოთ დეპოზიტართა და ინვესტორთა უფლებების სათანადოდ დაცვა. ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეროვნული ბანკი მუდმივ კოორდინაციაშია საფინანსო სექტორთან, ყოველთვის შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად ითვალისწინებს არსებულ გარემოებებს და, მანდატისა და კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში, მოქმედებს ოპერატიულად.


საქართველოს ეროვნული ბანკის პოზიციაა, რომ ჯანდაცვის სექტორის როლი მიმდინარე გამოწვევებზე საპასუხოდ მნიშვნელოვანია. აღნიშნულის დასტურია ეროვნული ბანკის მიერ საფინანსო სექტორის წინაშე პანდემიით გამოწვეული უარყოფითი გავლენის შერბილებისა და ქვეყნის ეკონომიკის წახალისების მიზნით მყისიერად ამოქმედებული დროებითი საზედამხედველო გეგმა. თუმცა, ცალსახად აღვნიშნავთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია ქმედება, როდესაც ესა თუ ის ჯგუფი, ვირუსთან ბრძოლის ხელშეწყობის სახელით, კონკრეტული ბიზნეს საქმიანობისთვის შეღავათს ითხოვს.


პანდემიის დაწყების შემდგომ ბატონი გამყრელიძის მიერ გაკეთებული განცხადებები გვაფიქრებინებს, რომ საქართველოს კაპიტალის ჯგუფი, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის გარდა ფლობს საქართველოს ბანკის, სადაზღვევო კომპანია ალდაგის, m2-ის და მრავალი სხვა კომპანიის წილებს ბევრ სექტორში (ალკოჰოლური სასმელების წარმოება, სასტუმროები, რესტორნები, ენერგეტიკა, და ა.შ.), ცდილობს გამოიყენოს COVID-19 – ის ფაქტორი და, მოქმედი რეგულაციების დარღვევის გზით, საქართველოს საბანკო სისტემიდან დასაშვებზე მეტი დაფინანსება მიღოს.

ეს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბანკისა და მისი დეპოზიტორებისათვის ცალსახად რისკების ზრდას ნიშნავს და, ასევე, ბანკებს შორის არაჯანსაღ კონკურენტულ გარემოს აჩენს.
ინტერესთა კონფლიქტის მართვისა და მსხვილი რისკების შესახებ მოთხოვნების მიზანია საფინანსო სექტორის მდგრადი, სტაბილური ფუნქციონირება და დეპოზიტორთა უფლებების დაცვა. აღნიშნული მანდატის შეუსრულებლობა, ან არაჯეროვანი შესრულება, ნეგატიურად აისახება არა მხოლოდ საფინანსო სექტორის სტაბილურობაზე, არამედ ჩვენ მიმართ ინვესტორთა ნდობასა და, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ამას ეროვნული ბანკი არ დაუშვებს”.

ყველაფერი დაიწყო ნიკოლოზ გამყრელიძის განცხადებით, რომელიც მან “საქმიან დილაში” გააკეთა:


“ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს ამ ვითარებაში მეტი მოქნილობა მართებს, არ არის ახლა ზედმეტი ბიუროკრატიის დრო. სისტემურ მდგრადობას ამ მოწინავე სექტორისას რისკები არ უნდა შევუქმნათ”


“საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი”, რომელიც თავის მხრივ “ევექსის” ჰოსპიტლებს, “ჯი-პი-სი”-სა და “ფარმადეპოს” სააფთიაქო ქსელს და სადაზღვევო კომპანია “იმედი L”-ს აერთიანებს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან ითხოვს ნებართვას, რათა მიეცეს უფლება მიიღოს სასესხო დაფინანსება “საქართველოს ბანკისგან”.
სწორედ ამ საკითხს უკავშირდებოდა ნიკოლოზ გამყრელიძის მოადგილის მიერ 20 მარტს კობა გვენეტაძისთვის გაგზავნილი წერილი, რომელზეც “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” ხელმძღვანელის თქმით, სებ-იდან ოფიციალური პასუხი დღემდე არ აქვთ მიღებული.
ამასთან, გამყრელიძე აღნიშნავს, რომ COVID-19-ის მიერ შექმნილი ვითარება იმდენად კრიტიკულია, რომ კომპანიას რესურსების სრული მობილიზება ესაჭიროება, რათა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ამ გამოწვევას უპასუხოს, ეს კი თავისმხრივ მნიშვნელოვანი ოდენობის ლიკვიდურ რესურსს საჭიროებს, რომელთანაც წვდომა კომპანიას ეროვნული ბანკის რეგულაციის გამო შეზღუდული აქვს.
“საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი” 20 მარტის წერილით ასაბუთებს, რომ “ბიჯეო ჯგუფის” გაყოფიდან უკვე ორი წელი გადის და შესაბამისად, “საქართველოს ბანკისა” და GHG-ის “ურთიერთდაკავშირებულ პირებად კვალიფიცირების არავითარი საფუძველი არ არსებობს.”
ნიკოლოზ გამყრელიძე საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ: 
“ჩვენ ვართ ყველაზე დიდი მიმწოდებლები ქვეყანაში სამედიცინო სერვისების. არამარტო ჰოსპიტალური მიმართულებით, არამედ ფარმაცევტული სერვისებისაც. გამოწვევა საკმაოდ დიდია. გვჭირდება, რომ მარაგები იყოს ქვეყანაში საკმარისი. დღეს ეს მარაგები საკამრისზე მეტია, ისე რომ არც ჰოსპიტალურ და არც ჩვენ საცალო მომხმარებლებს აფთიაქში მისვლისას პრობლემა არ შეექმნება. მნიშვნელოვანია ჰოსპიტლების მომზადება, პირველადი ჯანდაცვის მომზადება, რასაც ვაკეთებთ. ეს საკმაოდ დიდ ინვესტიციას მოითხოვს და რაც მთავარია დიდ ლიკვიდობას მოითხოვს, ანუ აქ ლიკვიდობასთან წვდომა არის აბსოლუტურად კრიტიკული.
სიტუაცია არის ამგვარი, ქვეყანაში ყველაზე დიდ ბანკს, ანუ “თიბისი ბანკს” ჩვენთან მიმართებით ლიმიტი შევსებული აქვს ეროვნული ბანკის რეგულაციით. ეს ლიმიტი შევსებულია იმიტომ, რომ მეორე მსხვილი ბანკი, რომელიც ქვეყანაშია ამ ლიმიტს ვერ აბალანსებს, რაც ეროვნული ბანკის ჩემთვის გაუგებარ და კანონთან შეუსაბამო გადაწყვეტილებას უკავშირდება. რადგან ვითვლებით ურთიერთდაკავშირებულ პირად, ანუ ვითვლებით ურთიერთდაკავშირებულ პირად ყველანაირი კანონიერი დასაბუთების გარეშე. შესაბამისად. წვდომა ლიკვიდურ აქტივებთან გვაქვს შეზღუდული.
ძალიან დიდი თხოვნით, ბატონ კობა გვენეტაძეს 20 მარტს მივწერეთ წერილი, ჩემმა მოადგილემ მოაწერა ხელი წერილს, რადგან მე ამ დროს ინფექციურ ბოქსში ვიყავი და ვთხოვეთ ეროვნულ ბანკს გაეთვალისწინებინა ეს მდგომარეობა. დიდი ხანია ეს პრობლემა არსებობს და არ დაგვიძრია ეს საკითხი, სანამ კრიტიკული არ გახდა ვითარება. სანამ საჯაროდ არ მომიწია მიმართვა 5 აპრილს, პასუხი არავინ არ იკადრა. სიმართლე რომ გითხრათ გუშინაც, რაც აღნიშნა სებ-მა პასუხში ისიც არ შეესაბამება სიმართლეს. დიახ, ბატონი პაპუნა ესაუბრა ჩემს მოადგილეს, მაგრამ იქ პასუხი არ გაცემულა, ითქვა რომ რამდენიმე დღეში დაგვიბრუნდებოდნენ. თუმცა არ დაგვბრუნებიან, წერილი გავუგზავნეთო იყო აღნიშნული და ეს წერილი არ მიმიღია. ჩვენამდე არ მოსულა ის, არც ჩვენს ფოსტაშია და არც ელექტრონულ ფოსტაში არ არის. როდესაც მოვა რა თქმა უნდა შევხედავთ.
ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს ამ ვითარებაში მეტი მოქნილობა მართებს, არ არის ახლა ზედმეტი ბიუროკრატიის დრო. სისტემურ მდგრადობას ამ მოწინავე სექტორისას რისკები არ უნდა შევუქმნათ, რაღაც გაურკვეველი ბიუროკრატიული ბარიერებით.
თუ ეს პრობლემები არ მოგვეხსნა, დიახ არსებობს რისკი, რომ ლიკვიდურობის პრობლემა შეგვექმნას,”- ამბობს ნიკოლოზ გამყრელიძე.


ნიკოლოზ გამყრელიძე გადაცემა “საქმიან დილაში”

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ვაიმეე რაა, ამ სიტყვების ბრახაბრუხში ტვინი დუღდება! მარტივად რომ თქვათ ვინმემ რა ხდება , ჰა?!

    1. ანონიმური

      მარტივად რომ ვთქვათ დედა გვეტყვნება

      1. მამხილებელი,ტრამპი და ალიანსი

        მოკლედ ამ “პანდემიით” კოვიდ-19-ით, ყველა თავის სარგებელს ეძებს “მსოფლიოში პირველ მედიკოსები”(მთავრობაც)… მერე კიდევ,უფრო აყვავდება ფამა ბიზნესი, “ვაქცინაცია” ბიზნესი, ჩეხვა(ტყუილი ოპერაციები) ბიზნესი… და ასე იქნებიან ისინი მთელი სოფელი,პირველ რიგში,მოხუცების და მერე დანარჩენი ქართველების გარეშე,არ კიდიათ!. მოდი ერთი შევეკითხოდ “ელიტას”(ვინ ეკითხებათ, მაგრამ მაინც!) ხვალ საერთოდ უნდათ თუ არა,ქართველები რომ ცხოვრობდნენ საქართველოში?.საერთოდ უნდათ თუ არა მათი შვილი და მომავალი ქართველებად დარჩნენ( თუ ზოგიერთი მსოფლიოს მმართველი კლანებივით,თავიანთ ნათესავებთან იქორწინებენ?)?…თუ შეიძლება იმათ პატარა,განშტოებას წარმოადგენენ?…ნახეთ და იაზროვნეთ ფართო მასშტაბით, აქ ყველაფერზეა საუბარი, რაც ხდება მსოფლიოში და ის ჩვენთანაც აისახება ჯერჯერობით ჯერ კიდევ,შენიღბულად(რუსეთში უკვე ღიათ…1 ივნისიდან ნელ-ნელა მოსკოვიდან,შემდეგ მთელი რუსეთი იწყებს ციფრულ კონცლაგერში ცხოვრებას!!!)
        https://www.youtube.com/watch?v=DL3hk83llKk დიდი ალბათობით, ახალი დიდი ხაზარიისთვის გვამზადებენ( 60 000 კაციანი ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტით.ამდენი ადამიანი საერთოდ აღარ დარჩება საქართველოში.თუ ეს 95%მეტი უცხოელი ელიტისთვის იქნება?)– ცენტრით ყირიმი(მოიძიეთ რუკები!)..მომსახურე პერსონალი ხომ ჭირდებათ: კაი ღვინო, ხინკალი, დუდუკი, ქალები …ასეა ეს…P.S.მოვა მაგათი განკიცხვის დღეც. მაგათაც ჩაუწკაპუნებენ, ვაქცინაცია-ჩიპიზაციას(ვაი) და მერე დაემატებათ უფლის რისხვა(უი)

      1. მამხილებელი!

        ისინი მართავენ კლიმატსაც(რომელიც ახალი ამბავი ნამდვილად არაა) და ამაში დამატებით დაეხმარებათ ი.მასკის “ინტერნეტ ანტენებიც” skylink . ძირითადი მიზეზი!, ადამიანმა რომ არ მოიყვანოს საკუთარი პროდუქცია და დამოკიდებული იყოს მავანზე და მათ ციფრულ(ჩიპებზე)ბარათებზე…მიხ(ვ)დიით:) https://www.youtube.com/watch?v=YzLZ71F1wHM

  2. მამუკა

    ენაცვალოს მამა, დაემსგვას მამას ფულის კეთებაში, რაც მამამ დაიკლო იმას შვილი შეავსებს. ფული ბევრი ფული უნდათ გამყრელიძეებს.

  3. ანონიმური

    Arc gamkvirvebia. Saertod qonda tu ara korona, egec sakitxavia…vcuxvar dzalian, rom adamianta umravlesoba pulus gamo kvelaperze camsvlelua…

    1. ანონიმური

      ვიფიქრე და თქმა ვერ გავბედე…

      1. ანონიმური

        ) qartvelebi zogadad arian chkvianebi da scored azrovneben. Bevrma ipikra ase, dzaluan bevrma…

  4. ანონიმური

    Xo egreaaaa ar icodit ro kovudas bevri rogorc mtavroba satavisod famoiywnebsa.amirani ketili babu male gaxdeba cudi babu.iyavit saxshi da uyuret gamyrelidzeebis gamdidrebas😀😀😋😀

  5. ანონიმური

    დიდი გამყრელიძე: ედიკას დროს მნახეთ ვინა ვარ??? მასმერეე, ისევ ისა ვარ!!!

  6. ანონიმური

    გამყრელიძეებს ყველაფერი წინასწარ აქვთ გათვლილი, მაგათია საქართველო, ოქრიაშვილების, ჩხარტიშილების, კურტანიძეების, ბეჟუაშვილების….. მათთვისაა “корона”ც და გვირგვინიც.

  7. მამხილებელი,ტრამპი და ალიანსი

    მოკლედ ამ “პანდემიით” კოვიდ-19-ით, ყველა თავის სარგებელს ეძებს “მსოფლიოში პირველ მედიკოსები”(მთავრობაც)… მერე კიდევ,უფრო აყვავდება ფამა ბიზნესი, “ვაქცინაცია” ბიზნესი, ჩეხვა(ტყუილი ოპერაციები) ბიზნესი… და ასე იქნებიან ისინი მთელი სოფელი,პირველ რიგში,მოხუცების და მერე დანარჩენი ქართველების გარეშე,არ კიდიათ!. მოდი ერთი შევეკითხოდ “ელიტას”(ვინ ეკითხებათ, მაგრამ მაინც!) ხვალ საერთოდ უნდათ თუ არა,ქართველები რომ ცხოვრობდნენ საქართველოში?.საერთოდ უნდათ თუ არა მათი შვილი და მომავალი ქართველებად დარჩნენ( თუ ზოგიერთი მსოფლიოს მმართველი კლანებივით,თავიანთ ნათესავებთან იქორწინებენ?)?…თუ შეიძლება იმათ პატარა,განშტოებას წარმოადგენენ?…ნახეთ და იაზროვნეთ ფართო მასშტაბით, აქ ყველაფერზეა საუბარი, რაც ხდება მსოფლიოში და ის ჩვენთანაც აისახება ჯერჯერობით ჯერ კიდევ,შენიღბულად(რუსეთში უკვე ღიათ…1 ივნისიდან ნელ-ნელა მოსკოვიდან,შემდეგ მთელი რუსეთი იწყებს ციფრულ კონცლაგერში ცხოვრებას!!!)
    https://www.youtube.com/watch?v=DL3hk83llKk დიდი ალბათობით, ახალი დიდი ხაზარიისთვის გვამზადებენ( 60 000 კაციანი ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტით.ამდენი ადამიანი საერთოდ აღარ დარჩება საქართველოში.თუ ეს 95%მეტი უცხოელი ელიტისთვის იქნება?)– ცენტრით ყირიმი(მოიძიეთ რუკები!)..მომსახურე პერსონალი ხომ ჭირდებათ: კაი ღვინო, ხინკალი, დუდუკი, ქალები …ასეა ეს…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.