“სიტყვა „ქოცი“ შეურაცხყოფს ჩემ ინტელექტს – როგორ შეიძლება მომწონდეს? – მ ა გ რ ა მ …”

იურისტი, დავით მარდალეიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“ამ პოსტს, რა თქმა უნდა, ყველასთვის ვწერ, მაგრამ უფრო მათ მინდა წაიკითხონ, ვინც „ქართული ოცნების“ გულმხურვალე მხარდამჭერად მთვლის, რადგან ეს აზრი და განსაკუთრებით, სიტყვა „ქოცი“ უკიდურესად შეურაცხყოფს ჩემს ინტელექტს!

ეტყობა, იდიოტი გგონივართ, თორემ როგორ შეიძლება, მომწონდეს ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, სწორედ „ქართული ოცნების“ ბრალით?!როგორ შეიძლება მომწონდეს ის, რასაც მოსამართლეთა უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშვნა ჰქვია. გარდა იმისა, რომ თვითონ ეს ფაქტი – „მოსამართლეთა უვადოდ სადმე დანიშვნა“, ძალზე საკამათოა, აღშფოთებას იწვევდა მათი დანიშვნის პროცესი, მათი შემადგენლობა, მათი დასანიშნად წარდგენა, მათი საპარლამენტო მოსმენა. მოკლედ, ამ პროცესს არაფერი ჰქონდა საერთო სამართალთან და სამართლიანობასთან.

როგორ შეიძლება მომწონდეს საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული პროცესი, როდესაც ურცხვად მოატყუეს მთელი საქართველო (მსოფლიო მკიდია!).

როგორ შეიძლება მომწონდეს, ის, რაც ქვეყნის ეკონომიკაში ხდება – ლარის ასეთი დევალვაცია, პროდუქტის შეუსაბამოდ გაძვირება სამომხმარებლო კალათთან შედარებით. ყოველდღე, ფანჯრიდან ვხედავ ნაგვის ურნაში, მეპურესავით ჩამხობილ არცთუ ხანდაზმულ ადამიანებს.

მთავრობის განკარგულება, პანდემიასთან დაკავშირებით რომ მიიღეს, მეგონა, დედაჩემის გამო იყო მიღებული, იმდენად შეესაბამებოდა მის მდგომარეობას – სამსახურიდან გაანთავისუფლეს 31 მარტს, ასაკობრივ რისკ-ჯგუფთან დაკავშირებით. დღესაც არ ჩარიცხვია ის დახმარება, ვითომ 600 000-ზე მეტმა ადამიანმა რომ მიიღო.

როგორ შეიძლება მომწონდეს „ქართული ოცნების“ საკადრო პოლიტიკა?! ეს მინისტრების თანამდებობიდან განთავისუფლება-დაბრუნება რა ოხრობაა?! დავიჯერო ღარიბაშვილია ტალეირანი, თუ ჩხენკელია მაკარენკო, რომელთა მსგავსი არ დაგვბადებია?! ღარიბაშვილმა არ დაგვინიშნა ჭიკაიძე შინაგან საქმეთა მინისტრად?! ამის შემდეგ, როგორ შეიძლება დავიჯერო, რომ მას ქვეყანა უყვარს?! ან ეს საკუთარ მხარდამჭერებთან ასეთ დონეზე დაპირისპირება რა ჯანდაბაა?! ვოლსკის და თალაკვაძისამარაა დარჩენილი საკანონმდებლო ორგანო.

როგორ უნდა მომეწონოს გნებავთ ვოლსკი, გნებავთ თალაკვაძე, მდინარაძე, ოხანაშვილი, მათიკაშვილი, რომლებსაც ერთი საყურადღებო ფრაზა არ დასცდენიათ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, გარდა გრიგორიჩის ქებისა და ნიკალაევიჩის გინებისა?!

როგორ შეიძლება კმაყოფილი ვიყო იმით, რაც მაჩალიკაშვილს და სარალიძეს მოუწყეს?! საგამოძიებო პროცესს ვგულისხმობ, სისხლი რომ ჩაუქციეს ტვინში უბედურ, შვილმკვდარ მშობლებს, სამართლის ძიებაში?!

როგორ შეიძლება მომწონდეს, ქალაქის თვითმმართველობაში მიმდინარე პროცესები?! 2019 წლის სექტემბერში უნდა დაესრულებინათ ჭავჭავაძის პროსპექტის რეკონსტრუქცია. წელიწადი გადის და დღესაც არაა დასრულებული. თანაც, როგორც ჩახედული ტიპები მეუბნებიან, ძალიან სავარაუდოდ, ან ხელახლა იქნება გასაკეთებელი, ანდა უდიდეს სატრანსპორტო პრობლემებს შეუქმნის დედაქალაქის მოსახლეობას.

როგორ შეიძლება მომწონებოდა „კომპარტიის“ ყრილობის მსგავს გარემოში ჩატარებული საარჩევნო კანდიდატების წარდგენა?! ან რა კანდიდატები იყვნენ?! არცერთ მათგანთან ჭკუის საკითხავად არ მივა ოდნავ მაინც მოაზროვნე ადამიანი. დავიჯერო, ყაველაშვილზე და კობიაშვილზე მეტი ინტელექტი აღარავის აქვს ქვეყანაში?!

როგორ უნდა მომწონდეს, რაც ბაჩანა შენგელიას გაუკეთეს?! გააბოროტეს ბიჭი – დედა, განათლების სისტემამ მოუკლა და ახლა, ამ დეგენერატმა წულუკიანმა ნოტარიუსის ლიცენზია შეუჩერა, არასასურველი პოზიციის გამო!

როგორ უნდა მომწონდეს ბიძინას სოროში შემძვრალი, უაღრესად დიდი ხელოვანი რობერტ სტურუა, რომელიც დაგვიკარგა „ქართულმა ოცნებამ“ და რაღაც კრეტინული ლაივ-პერფორმანსი შემოგვთავაზა, იმ დღეს, მისთვის დამახასიათებელი, გენიალური სპექტაკლების ნაცვლად?!

დაბოლოს, როგორ შეიძლება მომწონდეს, გამყრელიძე-ცერცვაძე-იმნაძის ზურგს ამოფარებული სახელმწიფო პოლიტიკა?!

იმასაც ვიტყვი, რომ ბევრი გამომრჩა!

მაგრამ არის ერთი, ძალიან დიდი „მ ა გ რ ა მ“:

მე, ვიღაცებისგან განსხვავებით (გნებავთ, თავის ქებაში ჩამომართვით!), რეალურად და საღად ვუყურებ მოვლენებს და დღეს, ქვეყანაში, საარჩევნოდ შექმნილი გარემოს შეფასებისას, ერთადერთი აზრი მიტრიალებს – „ქართული ოცნების“ დამარცხება, ავტომატურად ნიშნავს „ნაცების“ გამარჯვებას და იმასაც ვიტყვი, რომ ვინც ასე არ ფიქრობს, სრულიად აცდენილია რეალობას!

ახლა, არ დამეზარება და ისევ დავწერ „ნაცებზე“:

დავიწყოთ იმით, რომ „ნაცებად“, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“, ვთვლი ბოკერია-ბაქრაძის პარტიას, ვაშაძე-ნარინის პარტიას და ოქრუაშვილის პარტიას. თავს დავდებ, რომ „ნაცების“ გამარჯვება, სამივე ამ „ნაცების“ ნასხლეტის გამარჯვებას ნიშნავს და ისწრაფვიან კიდეც აქეთ! როგორც ამბობენ, „ნაცებმა“ პოლიტიკური ფასი გადაიხადეს, თავიანთი მმართველობისას ჩადენილი დანაშაულების გამო, მაგრამ აბა, დაფიქრდით: მე, დათო მარდალეიშვილი, რომელიც მიშას და ოქრუაშვილის მიერ შემოღებული მუხლით, რომელსაც დამაშაულის შემადგენლობაც კი არ აქვს (273 – ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება), 1,4 წელი იმ ჯოჯოხეთში ვიჯექი, განთავისუფლების შემდეგ, 10 წლით ამეკრძალა პედაგოგიური საქმიანობა, სამედიცინო საქმიანობა, მანქანის მართვა და 3,5 წელი, პირობითი მსჯავრი გამომყვა.

ანუ, პედაგოგი, ექიმი, ან მძღოლი რომ ვყოფილიყავი, ულუკმაპუროდ ვრჩებოდი, მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე!

ეს @რაკის ჭია, ვანო მერაბიშვილი კი, მის მიერ ჩადენილი პოლიტიკური, თუ საზოგადოებრივი მკვლელობების შემდეგ, იმ ფრაზის შემდეგ, რომლის ფიზიკური გაგრძელებაც არავინ იცის – „ორი გვამი მინდა“, პოლიციის მთლიანად პოლიტიზირების შემდეგ, მიტინგებზე დაღვრილი სისხლის და დახოცილი ადამიანების შემდეგ, 7 წლამდე იჯდა, გამოვიდა, პოლიტიკურ საქმიანობას აგრძელებს და მოსახლეობას ხვდება, საარჩევნოდ.

მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ჟვანიას მკვლელობის შემდეგ (შეაჯამეთ ფაქტები და იოლად მიხვდებით, რომ „იმენნა“ მიშამ მოჰკლა, საკუთარი ხელით), ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის შემდეგ (შეკვეთილი მკვლელობა), „ნულოვანი ტოლერანტობა – ყველანი ციხეში“, ამ ფრაზის შემდეგ (არ შემიძლია, არ ვთქვა: ინგა გრიგოლია სალომეზე ამბობდა, – ძალადობისკენ მოგვიწოდაო!), მის მიერ, საქართველოში, ანუ რუსთაველის ქვეყანაში შექმნილი რეჟიმის, რომელიც ოდნავ ჩამოუვარდებდა ფაშისტურს და არაფრით – ფრანკოს და ჩაუშესკუს რეჟიმებს, შემდეგ, დარეკეტებული, წართმეული, ახეული, შეწერილი ქონების, თანხების და საკუთრების შემდეგ, ეს დედამოტ@ნული (პირველი და ბოლო გინებაა, პოსტში), კიდევ გვიბედავს და ჭკუას გვარიგებს, ერს მოგვმართავს, მხარდაჭერისკენ მოგვიწოდებს.

არაადამიანი, სადისტი ბაჩანა ახალაია, ციხიდან, ვიღაცის დაწერილ წიგნს საკუთარ გვარ-სახელს აწერს და ქვეყნის სიყვარულში ჩაფერფლილ რაინდად მოაქვს თავი. სწორედ იმ ახალაიას, რომელმაც საკუთარი ხელით, „კარმუშკიდან“, ავტომატის ჯერით ჩაცხრილა 16 პატიმარი, იმ ახალაიას, რომელმაც შექმნა გლდანის “კონცლაგერი”, სადაც ცოცხალ ადამიანებზე ექსპერიმენტები ტარდებოდა, სადაც დღის განმავლობაში, პატიმარს დაწოლას უშლიდნენ, წვერის და თმის გაპარსვას აიძულებდნენ, სცემდნენ, ცემაში სულს ხდიდნენ, აუპატიურებდნენ, ჰკლავდნენ. ამ ყველაფრის ფიზიკურად განმახორციელებელი, ალექსანდრე მუხაძე ემიგრაციაშია და ლინჩის სასამართლოს კანდიდატია, თუ ჩამოეთრა!

ბიუჯეტის ქურდი, გიგი უგულავა „პოლიტპატიმარია“. სწორედ ის გიგი უგულავა, რომლის ვოიაჟებში მილიონები იხარჯებოდა და შედეგი – „ნაშების“ გარემოცვაში, გალეშილი გიგის ფოტოები!ირაკლი ოქრუაშვილი „პოლიტპატიმარია“, რომლის პირადი ბრალით ჩავაბარეთ კოდორის ხეობა, როდესაც ემზარ კვიციანის რაზმი გაანადგურა, ირაკლი ბათიაშვილი, კვიციანთან სატელეფონო საუბრის გამო, დააპატიმრა, ამის მოწინააღმდეგე ირაკლი ალასანიას „სულელი“ ეძახა, პარლამენტის ტრიბუნიდან. მისი პირადი ბრძანებით ჩაიფარცხა ამირან რობაქიძის მკვლელობის საქმე.

გიორგი ბარამიძე, რომელმაც პირადად, ვერტმფრენიდან ჩაცხრილა მთელი ოჯახი, დიდიან-პატარიანად – ის ბავშვებიც მოკლულები არიან, მისი ხელიდან, რადგან იცოდა, რომ სახლში იყვნენ და მაინც ჩაატარა სპეცოპერაცია. მოკლული აფრასიძეები გააძარცვინა თავის ზონდერებს და კუბდარსაც შეექცა გვამებით გარშემორტყმული. ხახვივით აქვს შერჩენილი ეს ამბავი.

ზურაბ ადეიშვილი და გიგა ბოკერია – რეჟიმის იდეოლოგები, რომლებიც პირადად ჰქმნიდნენ სადისტურ კანონებს, პირადად იჭერდნენ უდანაშაულო ადამიანებს, პირადად აყალბებდნენ პოლიტიკური თუ სხვა მკვლელობების საქმეებს, პირადად ართმევდნენ საკუთრებას ბიზნესმენებს, პირადად ახორციელებდნენ უსამართლო მართლმსაჯულებას ქვეყანაში!

ის კრეტინი ლევან რამიშვილი სად აგდია, მაინტერესებს, სარდაფის ვირთხას რომ ჰგავს და კაცად არავის მიაჩნდა?!

ესენი, ვინც ჩამოვთვალე (რამდენიმე ნაღდად გამომრჩებოდა), სამუდამო ვადით არიან გამოსაკეტნი ვირის აბანოში, მათ მიერ შექმნილი რეჟიმის პირობებით! სხვები, მათ შორის, ორივე ვაშაძე, ოთარ კახიძე, წიკლაური ნუგზარი, გვარამია დამპალი და სხვანი – სხვადასხვა ვადებით ჩასასმელები, ზოგი დანაშაულის დაფარვისთვის და ზოგიც, თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის!

აი, მაშინ, იზეიმებს სამართლიანობა და მაშინ, ექნება „ნაცმოძრაობას“ გადახდილი პოლიტიკური ფასი, საკუთარი რეჟიმისთვის!

„ნაცებმა“ დაკარგეს ქართული ტერიტორიები; უკიდურესობამდე გაგვიფუჭეს ურთიერთობა უახლოეს მეზობლებთან; ჩაიდინეს პოლიტიკური მკვლელობები; ჩაიდინეს უდანაშაულო ადამიანთა მკვლელობები – ამირან რობაქიძე, სანდრო გირგვლიანი, კორტების „სპეცოპერაცია“, გია კრიალაშვილი, სერგო თეთრაძე, უამრავი პატიმარი, უამრავი მომიტინგე; დაასახიჩრეს ათასობით ადამიანი; მათივე რიტორიკით, პოლიტიკურ მტერს – რუსეთს მიჰყიდეს ქვეყნის სტრატეგიული ობიექტები; არეკეტეს ბიზნესმენები, უკანონო გზით დაეუფლნენ მათს ქონებას; შექმნეს საკუთარ რეჟიმზე მორგებული საკანონმდებლო სისტემა, კონსტიტუცია; ციხეები გაავსეს და სიცოცხლის წლები წაართვეს, სრულიად უდანაშაულო ადამიანებს; ქვეყანაში შექმნეს საკონცენტრაციო ბანაკები, ციხეების სახით; დაიტაცეს და მთლიანად, საკუთარი ოჯახების კეთილდღეობას მოახმარეს ქვეყნის ბიუჯეტი; იმ დონეზე იდევნებოდა განსხვავებული აზრი, რომ ცეცხლით და მახვილით მოახრჩეს “ტვ-იმედი”; ადამიანებში იმ დონეზე დათესეს შიში, რომ ტელეფონით, კერძო საუბარშიც კი ვერიდებოდით “ნაცების” კრიტიკას; უაღრესად პოლიტიზირებული გახადეს სამართალდამცავი სისტემა; უაღრესად პოლიტიზირებული გახადეს ხელოვნების სფერო; მთელი თაობა შეეწირა მათს დანაშაულებრივ ნარკოპოლიტიკას, თავად კი მილიონები იშოვეს; შექმნეს ქვეყანაში „მიშას რეჟიმი“, რომლის უმთავრესი ლოზუნგი გახლდათ არა „ყველა დამნაშავე ციხეში“, არამედ „ყველანი ციხეში“!

ისევ არჩევნებს დავუბრუნდეთ:

მოსწავლე ვიყავი „გველის პერანგი“ რომ წავიკითხე. დიდი შთაეჭდილება მოახდინა! შემდეგ გავიგე, რომ მაშინ, როდესაც დიდი გერმანელები – ბერტოლდ ბრეხტი და თომას მანი, გამწარებული ებრძოდნენ ფაშიზმს, ქართველი, იმერელი კაცი – გრიგოლ რობაქიძე ჰიტლერის აპოლოგეტი ყოფილა და შემძულდა, რადგან ხელოვანი, შეიძლება იყოს პიდარას@იც, ნარკომანიც, ყაჩაღიც და ყველაფერი, ბოროტების მხარდამჭერის გარდა. ფაშიზმი ბოროტება იყო, „ნაციონალური მოძრაობაც“ ბოროტებაა. ამიტომ ვერცერთ მის მხარდამჭერ ხელოვანს, რომელიც ბევრი ჰყავდა და ჰყავს, ვერასდროს ჩავთვლი ნამდვილ ხელოვანებად. ეს მათს, სისხლში გაუსვრელ, მაგრამ გულმხურვალე მხარდამჭერებსაც ეხება!

ისრაელი, დღესაც არ უშვებს ქვეყანაში, მსოფლიოში სახელგანთქმულ ბრენდს – „ჰუგო ბოსს“, იმის გამო, რომ ფაშისტური გერმანიის ოფიცრებს უკერავდა ფორმას. აი, პრინციპულობა!

ჩვენ კი გვინდა, ყოველივე იმის შემდეგ, რაც ჩამოვთვალე და რაც არ, ან ვერ ვთქვი, ეს სადისტების პარტია, ეს კაცისმკვლელების ორგანიზაცია, ხელისუფლების სათავეში მოვიდეს?!

იმაში, იმედია, მეთანხმებით, რომ „ნაცების“ მიერ ჩადენილ დანაშაულებთან ახლოსაც ვერ მივა „ქართული ოცნების“ შეცდომები და დანაშაულები.

აი, სწორედ ამიტომ ვუჭერ მხარს „ქართულ ოცნებას“ და ტყუილად გვაქვს მესამე ძალის იმედი, ამ ეტაპზე. ცოტა ადრე უნდა შეექმნათ პარტიები, ვისაც არც „ნაცები“ ევასება და არც „ქოცები“, რადგან დღეს, მათი საარჩევნო მარათონში ჩაბმა, ხეიბარი ცხენის დოღში მონაწილეობას ჰგავს – გამარჯვების შანსი 0 და სხვას შეუშლიან ხელს.

იმაშიც დაგეთანხმებით, რომ უამრავ საკითხში ერთია „ქართული ოცნების“ და „ნაცების“ პოზიცია და ერთმანეთთით საზრდოობენ – რატომ ჩაუგდეს „პატრიოტთა ალიანსს“ „ნაციონალური მოძრაობის“ კრიმინალურ ორგანიზაციად გამოცხადების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა?! … მაგრამ „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით, არ არის სისხლისმსმელი ბანდა! დღეს, რომ ჩანდეს რომელიმე ორგანიზაცია, „ნაცების“ რეიტინგთან მიახლოებული მაინც, უპირობოდ, ყოველ მიზეზგარეშე, აუცილებლად მას დავუჭერდი მხარს, მაგრამ ასეთ პირობებში, როგორიც დღესაა შექმნილი, ქვეყანაში, ჩემს მიერ, სიტყვაზე, ელისაშვილისთვის მიცემული ხმა, ელისაშვილს არაფერში გამოადგება, რადგან მის მცირე ელექტორატს შეემატება, ხოლო „ქართულ ოცნებას“ დააკლდება!

ამიტომ, დღეს შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლად მიმაჩნია, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა და არჩევნების მეორე დღიდანვე, ახალ, მესამე ძალის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა, სადაც გაერთიანდება ქვეყნის საუკეთესო ტვინები, სამართლიანი ადამიანები – ამის იმედი იმიტომ მაქვს, რომ დღეს, ყველა მოაზროვნე თავისუფალია, ანუ არც „ნაცია“ და არც „ქოცი“. შემდეგ, უნდა დაველოდოთ სიტუაციის მომწიფებას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოსათხოვად, ან თვითდინებით, მივიდეთ 2024 წლამდე, სადაც დავამარცხებთ „ქართულ ოცნებას“!

აი, ამას ვეძახი მე რეალურ მოვლენებზე დაყრდნობით, საღ აზროვნებას (ჩამომართვით ტრაბახში!) და ვინც არ მეთანხმება, პატივს ვცემ მათს აზრს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სცდება!

სანამ „ნაციონალური მოძრაობა“ იარსებებს, ან სანამ მისი ჩემს მიერ ჩამოთვლილი აპოლოგეტები, გადაღრძუებულ სიბერეს არ მიაღწევენ, მათ წინააღმდეგ ვიქნები ყოველთვის და დამიჯერეთ, ეს სწორი პოზიციაა, პირველ რიგში, ქვეყნის საკეთილდღეოდ!”

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    1000%-იანი სწორი პოლიტიკური ანალიზია. ქოცების მხარდაჭერა არა მათ მიმართ პატივისცემის გამოხატულებაა, არამედ ნაც-საქოცეთის ერთობლივად დაგებულ ხაფანგში არ უნდა გავებათ, და პასუხისმგებლობა ბოლომდე უნდა დავაკისროთ ქოცებს. ჯერ ომია მოსაგები, სტრატეგია-ომის მოსაგებად მტრის იარაღითვე (ჩანერგილი ნაცებით) გამართლებულია. და აი როცა გაიწმინდება საომარი პოლიგონი სანაგვეზე მოსასროლი პოლიტიკოსებისგან, შემდეგი დღის წესრიგი უნდა დადგეს მესამე-ეროვნული ძალის შექმნის აუცილებლობისა. ასე რომ სრული პასუხისმგებლობა უნდა დავაკისროთ ოცნებას, არჩევნებზე სრული მხარდაჭერით, თორე, არ არის გამორიცხული, რომ პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და მარცხი ბევრი მათგანისთვის – მაფიოზებისთვის ბაირამობის ტოლფასიც იყოს. ასე რომ ფხიზლად ქართველებოოოო! ისეთ ბეწვის ხიდზე გადის ქვეყანა რომ შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს.

  2. ანონიმური

    1000%

  3. ასმუკა ტურაშვილი

    რა ოპტიმისტურად დაიწყეთ და რა პესიმისტურად დაამთავრეთ,დასკვნა კი თქვენი სიტყვებიდან მე პირადად ის გამოვიტანე,რასაც აქამდეც ვფიქრობდი,ჩართულია თვითგანადგურების რეჟიმი და გადარჩენის გზაც არ ჩანს…..
    მოგვიწოდებთ ,ახლა ავირჩიოთ და ამის მერე ვეძებოთ მხურვალე თავებიო,მეტედა საიდან უნდა მოვიტანოთ ეს თავები, ვინ მიუშვებს საჭესთან მათ,იმ კოჰაბიტაციის ფონზე ეწევიან ნაცები და ქოცები. დავიჯერებდი,რომ არ ვხედავდე მათს დაუსჯელობას და ადგილმონაცვლეობას,ვინ გაზრდის ამ თავებს,ნაცები და ქოცები? ნაცებზე ყველაფერი უკვე ვიცით,ქოცებს კი აგერ 8 წელია,ვხედავთ, გამალებულიბქონებებს რომ აგროვებენ,თითქოს თვალნათლივ იციან ,რომ ჩვენი ყოფნა -არყოფნის ბედს ზევით(არა ზეცაში)
    წყვეტენ და სცენარიც წაკითხული აქვთ,ნურც ებრაელებს შევედრებით,ქრისტე და სამშობლო ჩვენ მარტო სიტყვებში გვიყვარს,ასე,რომ….
    ბატონებო,…იძირება გემი და არ გვინდა გამოფხიზლება

  4. ასმუკა ტურაშვილი

    უკაცრავად და გვაშინებენ მთელი რვა წელი ცხრა წლისგან ვერშეშინებულებს

  5. ანონიმური

    ანუ არ ყოფილა ჩვენი საშველი.ქვეყანაში, როცა ცუდს და უარესს შორის უწევს არჩევანის გაკეთება ხალხს,უკეთესი მომდვლის პერსპექტივა ნულის ტოლია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.