SOS! კოვიდ19-ი ბავშვებში ამ სინდრომს ტოვებს – ბავშვები იაშვილში მოხვდნენ

პანდემიის საწყის ეტაპზე ბავშვებში კორონავირუსის გართულებულ ფორმას ნაკლებად ვხვდებოდით, თუმცა მოგვიანებით გაჩენილმა ახალმა სინდრომმა მდგომარეობა შეცვალა.

მულტისისტემური ანთებითი სინდრომი – ასე ჰქვია დაავადებას, რომელიც კორონავირუსის გადატანის შემდეგ ვითარდება, იგი ყველაზე ხშირად სკოლამდელი ასაკის ბავშვებშია გავრცელებული.

„მულტისისტემური ანთებითი სინდრომი ბავშვების კოვიდის მიერ გარკვეული გამოძახილია იმუნოლოგიური პასუხით, ტემპერატურა არის 38 და მაღალი, ასევე მისთვის დამახასიათებელია, გულისრევა, დიარეა, გამონაყარი კანზე, შეიძლება ახლდეს ლორწოვანის დაზიანება, ხელის გულების დაზიანება ანუ კავასაკის მიმდინარეობას ძალიან ემსგავსება“, – ამბობს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ტელეკომპანია „იმედთან“.

ახალი სინდრომი პირველად ევროპასა და ამერიკაში დაფიქსირდა, თუმცა სექტემბრის შემდეგ ამავე სინდრომით ბავშვები საქართველოში, იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაშიც მოხვდნენ.

ანტისხეულების ტესტმა აჩვენა, რომ ყველა ბავშვს, რომელსაც მულტისისტემური  ანთებითი სინდრომი დაუდგინა, Covid-19 უკვე გადატანილი ჰქონდა.

“ალია” შეგახსენებთ, რომ ეს უცნაური სინდრომი ამერიკაში, საფრანგეთში და იტალიში ბავშვები ჯერ კი მაისში გამოვლინდა, რის შესახებაც ინფორმაციას იპოვნით აქ.

„არ არის გამორიცხული, ბავშვებში ეს სინდრომი კოვიდს გამოეწვია”,- აღნიშნა 6 მაისს თენგიზ ცერცვაძემ.

  •  
  •  

One Comment

  1. ანონიმური

    ეს კაცი ახალ ახალ საფრთხობელებს იგონებს მგონი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.