“სია, ვის რამდენი დეპუტატი გაჰყავს პარლამენტში – “ოცნება” დამატებით აიღებს 10 მანდატს”

ჟურნალისტი, ირაკლი ტაბლიაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“თუ ედისონ რისერჩის კვლევები ადეკვატურად ასახავს ვითარებას და ეს ასეცაა, იოლი საანგარიშოა, ვის რამდენი დეპუტატი გაჰყავს პარლამენტში პროპორციული წესით.

მაშ, ისიამოვნეთ:

1. ქართული ოცნება – 36 % – Max – 44 დეპუტატი

2. ენმ – 17 % – Max – 21 დეპუტატი.

3. ევ.საქი – 5 % – Max – 6 დეპუტატი

4. აღმაშენებელი – 4 % – Max – 5 დეპუტატი

5. ლეიბორისტები – 3 % – Max – 4 დეპუტატი

6. პატრიოტთა ალიანსი – 3 % – Max – 4 დეპუტატი

7. ლელო – 2 % – Max – 3 დეპუტატი

8. გირჩი – 2 % – Max – 3 დეპუტატი

9. ელისაშვილი – 1 % – 1 დეპუტატი

10. ბურჯანაძე- 1 % – 1 დეპუტატი

11. ოქრუაშვილი 1 % – 1 დეპუტატი.

ამ ვარიანტში არ ჩანს 27 მანდატი (პროპორციული)

თუ ჩავთვლით, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი – 24 % (27 მანდატი) ამავე პროპორციით გადანაწილდება, ოცნება, დამატებით აიღებს 10 მანდატს.

და ჯამში ეყოლება – Max 54 დეპუტატი პროპორციული წესით.

ენმ-ს ეყოლება ჯამში – 26 დეპუტატი

ევრ.საქართველოს – 8

აღმაშენებელს – 6

და. ა.შ.

იმისათვის, რომ ოცნებამ სხვათა დახმარების გარეშე დააკომპლექტოს მთავრობა, მას დასჭირდება 22-23 მაჟორიტარული ოლქის მოგება პირველი ან მეორე ტურებიდან.

სად უჭირს?

თბილისის 8 ოლქიდან ოთხში

რეგიონების 22 ოლქიდან 12 – ში.

თუმცა, ვეჭვობ, გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ამ პროპორციით გადანაწილდეს – თუ ვმალავ არჩევანს, მხოლოდ იმიტომ, რომ მეშინია – დღეს, ისევე როგორც ყოველთვის, არ ამბობენ, რომ ოპოზიციას უფრო უჭერენ მხარს.”

  •  
  •  

3 Comments

  1. ანონიმური

    ocnebaze da nacebze xmismimcems ojaxebs shevatesle

    1. ანონიმური

      shen shegatesla bidzinam 😀

  2. ანონიმური

    ოპოზიციაზე ხმის მიცემა არ ნიშნავს რომ აუცილებლად ნაცებს ან მათ განაყოფებს აძლევენ ხმას. ამიტომ წინასწარ ნუ მიითვლით გადაუწყვეტელი ამომრჩეველის ხმებს…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.