“სვანეთში 1 კგ. სულგუნი 90 ევროდ მიჰყიდეს ტურისტს – სწრაფი ფული პერსპექტივას კლავს”

ჟურნალისტი, როლანდ ხოჯანაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“სწრაფი ფული!

კანიონზე ნავით გასეირნების ფასი გააპროტესტა თამარ ივერმა. სახელს, გვარს, ფსევდონიმს, სტატუსს რა მნიშვნელობა აქვს? სწრაფი ფულის შოვნის გამო ხშირად კარგავენ პერსპექტივას.

ერთხელ სვანეთში კილოგრამი სულგუნის 90 ევროდ გაყიდვით გამოწვეულ სიხარულს პოსტით გამოვეხმაურე და ვთქვი, რომ ეს იყო ტურიზმისთვის ტყვიის დახლა!

ის ფრანგი, რომელიც ძროხის ფასს იხდის ყველში, ყველას ეტყვის, რომ თავი დაიზღვიოს და არ წავიდეს საქართველოში, ან თან ატაროს პროდუქტები…

გასულ წელს ერთგან საოჯახო სასტუმროს შესახებ ტრენინგ-კურსს ვატარებდი და ერთად დავთვალეთ, თვითღირებულება 1 სტუმრის. დიდ და მცირე ჯგუფებში ცვალებადია, ბუნებრივია. აღმოჩნდა, რომ საუზმე, სადილი, ვახშამი, ნორმალური, არაფარული შიმშილის გამორიცხვითაც კი და გამოძინება არ იყო ძვირი, 30 ლარიც კი საკმარისი იყო! თან 40-50%-იან სუფთა მოგებას ტოვებდა!

ეს ბიზნესში ცუდი სარგებელი არაა. ნუ მოაკვლევინებთ პერსპექტივებს სწრაფი ფულის ნდომას”

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    რუსების და ამერიკა ევროპის ბრალი იქნება მაი ამბავი!

  2. იზოლდა

    ხოჯანაშვილები. ნათესავები გვყავდა გაგრაში კარგეები იყვნენ ინტელიგენტი ხალხი, ამოწყვიტეს აფხაზებმა.

  3. ანონიმური

    ახლა ხომ აქვთ ტურისტცვენა და…. ერთმანეთს მიჰყიდონ ამ ფასში. სვანი.

  4. Émigranti2

    ნუ გენიოსობთ რა, საფრანგეთში და იტალიაში რაღაც ყლეობა ყველი 500 და 900 ევრო ღირს კილო, 90 ევროს პროდუქტში მიცემით ფრანგებს ვერ შეაშინებ. უაზრო ფასები მაგათი რო აქვთ ეგრე უნდა

  5. სვანი

    არ დაიღალეთ ამ ევროპელების და ამერიკელების ტრაკის ლოკვით?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.