სექტემბერში სწავლება დისტანციურად გაგრძელდება? – “დისტანციური სწავლება გახდა ატრიბუტი ცხოვრების”

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.

„მეორე ტალღისთვის უნდა მოვემზადოთ, უნდა გავითავისოთ, რომ ვირუსი არ დამთავრებულა. დისტანციური სწავლება გახდა ჩვეულებრივი ატრიბუტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების და არ გამოვრიცხავ, რომ ეს შემოდგომაზე კიდევ გახდეს საჭირო. ამიტომ, ჩვენ უფრო აქტიურად უნდა მოვემზადოთ შემოდგომისთვის. თუ ეპიდსიტუაცია იქნება ისეთი, როგორიც დღეს გვაქვს – შედარებით მშვიდი, სწავლის გადადების საჭიროება არ დადგება. სექტემბერში სწავლა აღდგება, მაგრამ შესაბამისი წესების დაცვით. ისეთი ტიპის თავისუფალი გარემო, როგორიც შარშან სექტემბერში გვქონდა, არ იქნება. სასწავლო პროცესის დაწყებისა და განვითარების უფრო მკაცრი რეგულაციები იქნება“

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    Winaswar gvamzadeb ukve xo amiran ?

  2. ანონიმური

    Auuuu, saidan icit ra iqneba cinascar? Scenars kitxulobt???

  3. ანონიმური

    შემოდგომაზე შეგვყრიან ისევ და საარჩევლო უბნებზე სასწრაფოთი მიგვაგრიალებენ! ერთიც ნუ მისცემ))))))))))))))))))))

  4. მაკა

    ასეთი უმადური ბრბო არამგონია სადმე იყოს, თქვენი ჯანმრთელობის და სიცოცხლისთვის გაფრთხილებენ, ვერ ხედავთ სამეზობლოში რა ამბავია? ჩვენთან იგივე რომ არ არის არ გინდათ აღიაროთ, რომ ექიმების და მთავრობის დამსახურებაა. გაუფრთხილდით სიცოცხლეს, რამეთუ იგი ერთხელ გვეძლევა!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.