“სახლად გადაკეთებული ეკლესია და მოწითალო წყალი აღდგომის წინ…”

მამა ნექტარიოს მჭედლიძე, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს და წერს:

“სახლებად გადაკეთებული ეკლესიები:

თბილისში კრწანისის #82-ში მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია კომუნისტებმა გადააკეთეს საცხოვრებელ სახლად. ტაძარი აგებული უნდა იყოს მე-18 საუკუნის მიწურულს. აქვე მდებარეობდა წმინდა თამარ მეფის სახელობის მონასტერი. დღეისთვის ტაძარს ორივე მხრიდან აქვს მინაშენები და გადაკეთებულია ორსართულიან სახლად, სადაც ცხოვრობს თორმეტი ოჯახი. ტაძრის საკურთხევლის ადგილი ახლა საცხოვრებელი ფართია. ზოგიერთმა გვითხრა, რომ საკურთხევლის ადგილზე მობინადრეთ ხშირად ჰქონიათ სხვადასხვა სახის უმძიმესი განსაცდელი.

დაახლოებით შვიდი წლის წინ, აღდგომის დღესასწაულის წინა დღეებში, მახლობლად მდებარე წყაროდან ჩვეულებრივი წყლის ნაცვლად მოვარდისფრო-მოწითალო წყალი წამოსულა. ასეთი სასწაული ორჯერ განმეორებულა.”

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.