სახელმწიფო კიდევ 6 თვე აპირებს ფულის დარიგებას, რაც ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვები გრძელდება – დავით ჭიჭინაძე

პოლიტიკური გაერთიანება “ტრიბუნას” ლიდერი, დავით ჭიჭინაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

„ ქართულმა ოცნებამ“ თებერვლამდე რომ გადადო შესვლა – არშესვლის ამბავი, აი მაშინვე უნდა გავლებულიყო წითელი ხაზები მათთან, ვინც ოპოზიციიდან ეს თემა არ ჩახსნა. რადგან მართლა აუტანელია გახდა ხალხისთვის იმ რეჟიმით ცხოვრება, როდის რა ხასიათზე გაიღვიძებს X პოლიტიკოსი!

და სანამ ბიძინა მართლა წავიდა-არწავიდაზე, ალეკო შევიდა-არშევიდაზე ვმკითხაობთ, ამასობაში ე.წ. პრივილეგირებულთა სახელმწიფში შევედით და ეს ფაქტია!

რიგით ადამიანებს ჩამოართვეს ის, რაც კონსტიტუციით ყველასთვის ბოძებულია; ვიღაცეების ახირების გამო, ტრანსპორტმა არ უნდა იმოძრავოს, სამსახურები უნდა დაიხუროს, ეკონომიკა უნდა დაიქცეს, უნდა გაგვამათხოვრონ; სახელმწიფო „მოწყალების“ პროგრამით, 28 თებერვლიდან კიდე 6 თვე აპირებენ ფულის დარიგებას, რაც ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვები გაურკვეველი ვადით გრძელდება; ეს ყველაფერი კი, მხოლოდ იმ მცირე ჯგუფს სიამოვნებს, ვინც ამ შეზღუდვების დროს სარგებლობს პრივილეგიებით, ხეირობს, ქონებას იასმაგებს და სახელმწიფოსთან, ქვეყანასთან არანაირი ბმა არ აქვს, სამაგიეროდ საკუთარი მოსახლეობის დამსჯელად გადაიქცა.”

  •  
  •  

4 Comments

  1. ეძინა ალბათ.

    რა თქვა ამ კაცმა ახალი.

  2. ანონიმური

    ის, რომ გააჩერეს ქვეყანა!!!

  3. ანონიმური

    გახსენით საზღვრები და შემოუშვით აცრილი და კოვიდ გადატანილი ტურისტები.ან ჩვენ გაგვიშვით , ლუკმა პურის საშოვნელად სხვა ქვეყნებში.ამოვიდა ყველაფერი ყელში, გაგვაკოტრეთ და დაგვაქციეთ!

  4. ანონიმური

    ეს ისეთი ყლეა საახლობლოც პრიჭკაცას ეძახის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.