“საშიშროება მელის, მიმოწერა უნდა წავშალო” – რა სქრინს ასაჯაროებს ადვოკატი?

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა გენერალურ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა.

მან საჩივარს „სქრინიც“ დაურთო, რომლითაც, მისი თქმით, დასტურდება, რომ თამარ ბაჩალიაშვილს თავი არ მოუკლავს.

„გავასაჩივრეთ დადგენილება, რომლის მიხედვითაც, საქმეზე გამოძიება შეწყდა, ასევე გავასაჩივრეთ დაგდენილება, რომლითაც ჯუმბერ ბაჩალიაშვილს  დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი გაუუქმდა.

პროკურატურაში მივიტანეთ თამარ ბაჩალიაშვილის მეგობართან მიმოწერის „სქრინი“, სადაც ის მეგობარს წერს: „გარკვეული საშიშროება მელის, თუ რამე დამემართება, დედაჩემს დაუდექი გვერდით, შენთან მიმოწერა რომ მაქვს, უნდა წავშალო, რამე საშიშროება რომ არ შეგემთხვეს“, – ამას წერს ის მეგობარს. კიდევ ბევრი „სქრინი“ არსებობს, რაც გამოძიებას მივაწოდე, იმოქმედოს ახლა გამოძიებამ და ყველაფერი დაადგინოს,“ – განაცხადა რამიშვილმა.

18 დეკემბერს თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება შეწყდა.

  •  
  •  

2 Comments

  1. froleprotrem

    I got what you mean ,bookmarked, very nice website .

  2. how to make an astra website

    Unquestionably imagine that which you stated. Your favourite reason appeared to be on the internet the easiest factor to keep in mind of. I say to you, I definitely get annoyed whilst other folks consider concerns that they just do not know about. You controlled to hit the nail upon the highest and defined out the entire thing without having side effect , other folks can take a signal. Will likely be back to get more. Thank you

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.