საშიშია თუ არა ყვავილების ჩუქება? – რა არ უნდა გააკეთოთ ამ 8 მარტს?

“ალიას” ესაუბრება პულმონოლოგი, დავით ნანობაშვილი

-გაზაფხული დადგა, დაიწყო ყვავილების ჩუქების სასიამოვნო პროცესი, მით უფრო, რომ 8 მარტი დგება – როგორ გადამტანია ვირუსის ყვავილი და შეიძლება თუ არა, ყვავილის ჩუქება?

-ყველაფრის ჩუქება შეიძლება, გადამტანი ყველაფერი შეიძლება იყოს – ეგრე სრულ იზოლაციაში ხომ ვერ ვიქნებით? საჭმლის ჭამაზეც ხომ ვერ ვიტყვით უარს?
თეორიულად გადამტანი შეიძლება იყოს, მაგრამ ის, რაც ღია ცის ქვეშ არის, იქ სადაც დიდი კონცენტრაციითა ჟანგბადი და მეტი მზის სხივი, ალბათ, უფრო ნაკლები ალბათობით შეიძლება მასზე ოხვდეს ვირუსი, თუ სპეციალურად ვინმემ არ დააცემინა ან არ დაახველა იმ ყვავილზე. ამიტომ ეგრე თეორიულად რომ ვთქვათ, რომ აი, ყვავილი არ იყიდოთ, ეგრე შეიძლება კორონავირუსით დაავადებულმა ყვავილი არ იყიდოს და რამე ნივთი მოგიტანოს საჩუქარად, მოგცეთ და ისე გადაგედოთ.
მთავარი მომენტია, რომ ვინც არის მიმღები, იმან დაიცვას ჰიგიენის წესები, ხელები დაიბანოს ნივთის მიღების, გახსნის, ხელის მოკიდების შემდეგ

-ფული? ფული როგორი გადამტანია ვირუსის?

-ფულიც მათ შორის, ამიტომაცაა რეკომენდაცია, რომ ეცადეთ გადახდა მოხდეს ელექტორნული ვერსიით. არამარტო ფული, ნებისმიერი ნივთი შეიძლება იყოს გადამტანი.

-სახლის პირობებში, რა შეიძლება გამოვიყენოთ სადეზინფექციოდ?

-სპირტი და ქლორი, მაგრამ არა მგონია ამის აუცილებლობა იყოს, თუ რა თქმა უნდა სტუმრიანობა არ გაქვთ და ვინმე ისეთი არ გესტუმრათ, ვისზეც ეჭვი გაქვთ, რომ შეიძლება ჰქონოდა შეხება დავირუსებულთან.
ისე კი, ყველაზე კარგი ვარიანტია განიავება სახლის და მზის სხივების დიდი ოდენობით შემოშვება.

-ბევრი აღნიშნავდა 8 მარტს რესტორანში, ან სხვა ხალხმრავალ ადგილას – წელს როგორ მოვიქცეთ?


-რა თქმა უნდა ხალხმრავლობას უნდა ვერიდოთ უახლოესი რამდენიმე კვირა, თუ გვინდა რომ ყველაფერი კარგად დამთავრდეს და არ დაგვემართოს იტალიასავით, ან კორეასავით.
ყველაზე დიდი რისკის ქვეშ ექიმებია და მედ.პერსონალი, ისინი, ვისაც უწევთ დაავადებულთან კონტაქტი. ყველა საშუალება უნდა იქნეს გამოყენებული, რომ მაქსიმალურად თავი დავიცვათ. მე იმის მომხრეც ვარ, რომ ზიარებაზე ერთჯერადი კოვზები გამოვიყენოთ – ამბობენ, რომ ასე არ იქნება, ისე არ იქნება – კი, იქნება. როგორ, ადამიანი, ვინც ზიარებას იღებს და ეკლესიაში დადის ავად არ ხდება? გრიპი არ ემართება? მაშინ ვინც ზიარებას იღებს უკვდავი უნდა იყოს და ავად არ უნდა გახდეს არასოდეს.

არა, საუბარი არ არის იმაზე, რომ ზიარება იცავს დაავადებისგან სრულად, საუბარია იმაზე, რომ ზიარებით არ გადავა ვირუსი.

-იცით რა, მაგის მეცნიერული დასტური არ არსებობს, იმწუთას, წამიერად ვინ მიხვდება, ხდება თუ არა გადადება? ინკუბაციის პერიოდი რომ გავა და ინფიცირებული აღმოჩნდეს, როგორ დაამტკიცოს სად შეხვდა ვირუსი და შეხვდა თუ არა ზიარებისას? მეცნიერებას თუ ვენდობით და გვინდა თავი დავიცვათ, ასე უნდა მოვიქცეთ.
თუნდაც გუშინდელ ინფორმაციას რომ გადახედოთ, კათოლიკურმა ეკლესიამ შეცვალა ზიარების წესი – ჩვენ უფრო ჭკვიანები ვართ, ვიდრე ისინი? იმათ რა – სხვა ღმერთი ჰყავთ? ამიტომ, მე მიმაჩნია, რომ სადაც შეიძლება ვირუსის გავრცელების ალბათობა შემცირდეს, ყველგან უნდა შემცირდეს – მათ შორის ეკლესიაში.

-და მაინც, ადამიანები ისევ დადიან რესტორნებში. როგორ უნდა მოიქცეს პერსონალი, ამა თუ იმ დაწესებულების, რომელსაც უწევს გაუმასპინძლდეს ბევრ ადამიანს, როგორ უნდა დარეცხოს ჭურჭელი მაგალითად, რომ აგვაცილოს საფრთხეს ვირუსის გადადების.

-ხელთათმანი უნდა ჩაიცვას, არის ქლორი, არის სადეზინფექციო სითხეები. ყველაზე კარგი ვარიანტია ამ ორგანიზაციათა ხელმძღვანელებმა მიმართონ დაავადებათა კონტროლის დეპარტამენს. ისინი ურჩევენ რომელი სადეზინფექციო სითხეები გამოიყენონ. როგორც ვიცი, რესტორნებში შემცირდა ხალხის ნაკადი და სწორიცაა. საბედნიეროდ არსებობს სოციალური ქსელი და ყველაზე კარგი ვარიანტია ახლა, მაქსიმალურად შეგვიძლია ურთიერთობა სოციალური ქსელით. ორი-სამი კვირა რომ სოციალურ ქსელზე გადავიტანოთ აქცენტი – შესაძლებელია და ნუ ვირბენთ გარეთ, თუ ამის აუცილებლობა არ არის.

-შეიძლება დაინფიცირებიდან რამდენიმე დღეში იჩინოს თავი ვირუსის სიმპტომებმა?

-როგორ არ შეიძლება 1დღიდადან 14 დღემდეა ინკუბაციის პერიოდი.

-ნიკოლოზ გამყრელიძეს, ამირან გამყრელიძის ვაჟს, კონტაქტიდან ძალიან სწრაფად აღმოაჩნდა სიმპტომები და მაგიტომ გეკითხებით.

-სწრაფად არ აღმოაჩნდა, მესამე, თუ მეოთხე დღეს აღმოაჩნდა, გააჩნია პორციას ვირუსების, ითვლება 1 დღიდან 14 დღემდე. საშუალო – ეს არის 5-დან 7 დღემდე, მაგრამ, შეიძლება ერთ დღეშიც გამოვლინდეს, ისევე, როგორც შეიძლება გამოვლინდეს მე-13 დღეს.

“ალია”, თამო კეშელავა

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ყოჩაღ კარგი ინტერვიუა👍🏻

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.