“საქართველოსთვის ხმის მიცემა, ეს იქნებოდა ხმის მიცემა ომისთვის…” – საქართველოზე კამათი სენატში

ამერიკის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ქვეყნის პირველი დიპლომატის პოსტზე შერჩეული კანდიდატი ენტონი ბლინკენი სამშაბათს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე წარდგა. სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დანიშვნისთვის ბლინკენს კომიტეტის მიერ მისი კანდიდატურის დამტკიცება სჭირდება. სიტყვით გამოსვლისას ბლინკენმა მომავალი ადმინისტრაციის პრიორიტეტებზე ისაუბრა და სენატორების შეკითხვებს უპასუხა.

რესპუბლიკელმა სენატორმა კენტუკის შტატიდან, რენდ პოლმა, რომელიც ნატოს ღია კარის პოლიტიკას უკვე წლებია ეწინააღმდეგება, სახელმწიფო მდივნობის კანდიდატს საქართველოს ნატოში წევრობის შესახებაც კითხვა. ბლინკენმა განაცხადა, რომ ის საქართველოს წევრობას ემხრობა, თუ „ქვეყანა წევრობის კრიტერიუმს დააკმაყოფილებს და ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში წვლილს შეიტანს“.ასევე ნახეთ:”სტუმარი ღვთისაა” – “რასაცა გასცემ, შენია – რას არა, დაკარგულია” – ენტონი ბლინკენი​ს განცხადებები

გთავაზობთ დიალოგს სენატორსა და მომავალ ადმინისტრაციაში, სახელმწიფო მდივნობის კანდიდატს შორის:

რენდ პოლი: „თქვენ მოუწოდებდით ნატოს გაფართოებისკენ. კვლავ უჭერთ მხარს ნატოში საქართველოს შეყვანას?“

ტონი ბლინკენმა მას უპასუხა, რომ „თუ ქვეყანა, როგორიც საქართველოა, წევრობის კრიტერიუმს დააკმაყოფილებს და ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში წვლილს შეიტანს, დიახ, კარი ღია უნდა დარჩეს.“

რენდ პოლი: „ანუ თქვენ ეს წარმატებით რომ გამოგსვლოდათ, ახლა რუსეთთან ომი გვექნებოდა.“

ტონი ბლინკენი: „სიმართლე გითხრათ, საწინააღმდეგოს ვფიქრობ. როცა საქმე ნატოს წევრობას ეხება, არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთი აგრესიულია იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც ნატოში არ არიან და [უსაფრთხოების] ქოლგის ქვეშ არ არიან მოქცეული. ეს აჩვენებს იმას თუ რატომ არ ესხმის თავს რუსეთი [ნატოს წევრებს].

რენდ პოლი: “ეს [ალიანსს ] საქართველოს, [წევრად] დაამატებდა, რომელიც ოკუპირებულია და მეხუთე მუხლის მიხედვით, ჩვენ ომში ჩავერთვებოდით.“

ტონი ბლინკენი: „კიდევ ერთხელ, მე ვფიქრობ, ჩვენ წარსულში ვიხილეთ, რომ ქვეყნები რომლებიც ნატოს წევრებიან არიან, რუსეთის აგრესიის ასეთი სამიზნე არ ყოფილან.“

რენდ პოლი: “ეს 20 წლის წინ შეიძლება საფუძვლიან არგუმენტად მიგვეღო. დღეს კი რუსეთს საქართველოს ნაწილი ოკუპირებული აქვს და არაპირდაპირ, მხარდაჭერილი ადგილობრივი ძალებით ოკუპირებული აქვს უკრაინის ნაწილი. მე ვფიქრობ, რომ თითოეული მათგანის ნატოში შეყვანა არა მხოლოდ პროვოკაციული ნაბიჯია, არამედ იმაზეც უნდა ვიფიქროთ, თუ რა იქნება შემდეგი. იმის გათვალისწინებით, რომ გვაქვს ვალდებულება ნატოს მოკავშირეები დავიცვათ, ეს იქნებოდა ხმის მიცემა ომისთვის. მე საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ხმას არ მივცემდი. არავითარ შემთხვევაში, თუ იმისთვის მზად არ ვართ, რომ ჩემი ან თქვენი შვილები წავიდნენ საომრად საქართველოში.”

„ჩვენს გარშემო რთული დაპირისპირებები, ომები და ოკუპაციებია. და ვფიქრობ ამ საკითხებზე უნდა დავფიქრდეთ. თითოეულ პროვოკაციას მოსდევს პასუხი. ვაკუუმში ამას ვერ განვიხილავთ. ზოგჯერ ამბობენ „არ მაღელვებს რას ფიქრობს რუსეთი,“ „არ მაღელვებს რას ამბობს თეირანი.“ თუ ჩვენს მტრებს იმდენად ვერ ვუგებთ, რომ გვესმოდეს, როგორ გვიპასუხებენ ისინი, ვფიქრობ ჩვენს საქმეს სწორედ არ ვაკეთებთ.“

ტონი ბლინკენი: „გეთანხმებით.“

ბლინკენმა დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინის შეკითხვასაც უპასუხა, რომელიც რუსეთს ეხებოდა. სენატორმა მას ჰკითხა, თუ როგორ გააგრძელებს ახალი ადმინისტრაცია ვლადიმირ პუტინის რეჟიმზე ზეწოლას.

ტონი ბლინკერი:

„გასაოცარია, როგორ ეშინია ვლადიმირ პუტინს ამ ერთი ადამიანის. ეს ბევრის მთქმელია. ვფიქრობ, ბატონი ნავალნი არის მილიონობით რუსის ხმა და მათი ხმა უნდა იყოს გაგონილი რუსეთში. ბატონი ნავალნის გაჩუმებით, ამ ხმის გაჩუმების მცდელობა არის ის, რასაც მტკიცედ ვგმობთ. ჩვენ ამაზე ხმამაღლა ვსაუბრობდით და გავაგრძელებთ ამის კეთებას. უფრო ფართო კონტექსტში კი, რუსეთის მიერ სხვადასხვა ფრონტზე შექმნილი გამოწვევები, ასევე გადაუდებელ ყურადღებას საჭიროებს და ეს საკითხი მომავალი ადმინისტრაციის დღის წესრიგში უმთავრეს საკითხებს შორისაა,“

​ბლინკენი 58 წლის გამოცდილი დიპლომატია. მას რამდენიმე ადმინისტრაციის პერიოდში სხვადასხვა წამყვანი თანამდებობა ეკავა. 2013 – 2015 წლებში ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილე იყო, შემდეგ 2 წლის განმავლობაში კი სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მანამდე კი მუშაობდა სენატში და სხვა უწყებებში

ამერიკის ხმა

  •  
  •  

18 Comments

  1. !

    ამათ იმედად უნდა ვიყოთ?!
    ვაი, საქართველო!

  2. Ზაზა

    ამაზე Მეტი სიმართლე რაღა უნდა გითხრან?! -,,თქვენ Უნდა ჩაძაღლდეთ ჩვენთვის – ერაყსა და ავღანეთში -ო! აი ჩვენ ნატო(აშშ) კი, თქვენს გამო რუსეთთან ომს და სიკვდილს არ ვაპირებთო!” ჩვენ კი მაინც პატარა ბავშვივით ვოცნებობთ და ხელისუფლებაც დიდი მონდომებით
    გვაბოლებს!

  3. ანონიმური

    რასაც კომენტარებში წერენ გასათვალიწინებელია საქრთველოსათვის.რაც არ უნდა დაუჯდეს საქრთველოს ნატოს წევრი უნდა გახდეს ,მსოფლიოს პირველი ქვეყნის ფრთის ქვეშ ვინც იქნება ყველა გადარჩება.ამ საქმის დამწეყბი აწ განსვენებული ე.შევრდნაძე იყო.მისი სახელი დარჩება საქრთველოს იტორიაში როგორც ქვეყნის მოსიყვარულე.საუკუნები ექნება ქსრთველებს სამაყო.

    1. Nana

      Ra gveshvelaba

  4. წა(დ)ით ახლა და იყაყანეთ!

    (არ მოსულან და უკვე დაიწყეს ფარსი და ბლეფი “დაპირისპირება”, არ კიდიათ საქართველოო!) ….ასე იცის: არჩევნებობიას, პოლიტიკოსობიას, მასმედიობიას,განათლებობიას, სამართალდამცავობიას, მღვდელობიას, მედიკოსობია(ახლა პანდემიობია დაემატა და “ვაქცინაციის”(არ უნდა დავუშვათ) 5-10 წლის შემდეგ, კატასტროფულ შედეგებს მოუტანს დემოგრაფიულად ისედაც განადგურებულ საქართველოს !!!)…და ა.შ. 30 წლიანმა ბავშვურმა თამაშებმა. ახლა არა მარტო თვითგანადგურების რეჟიმში ვართ (ვჭამთ ერთმანეთს), არამედ ჩვენ გარკვეულმა წრეებმა მინიმუმ 10 წელია გამოგვიტანეს განაჩენი და ეს რუსეთი არაა(ვითომ რუსეთია და ის ფარია)!!!… ამას დაემატება დემოკრატების მოსვლა დაიწყება ხელახლა მითები… 30 წლიანი გარე ძალების პროვიცირებული და ჩვენი “ტვინიკოსების” ხელშეწყობილი(ნებით თუ უნებლიეთ) კონფრონტაციის გაგრძელება რუსეთთან…ამასობაში საქართველო ყველანაირად დაჩიავდა, დაკნინდა, დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე ბოლო 10-ში ვართ მსოფლიოს მასშტაბით…როდის შევალთ ქართველები “ნატოში”, “ევროკავშირში”??, როცა საქართველოში ქართველი არ დარჩება?…კარგი, ქართველი ხალხი ხელისუფალს არ აინტერესებს 30 წელია არასდროს და ფული არ ჯობია თუმც გაწყვეტილა მთელი ქვეყანაა; მაგრამ მათი შვილები და მომავალი ქართველები დარჩებიან თუ არა, ალბათ ისიც არ აინტერესებთ?….მაშ გაუმარჯოს კ. შვაბის, რომის პაპის, როკფელერების…”ინკლუზიურ კაპიტალიზმს”(ციფრული სოციალისტური კონცლაგერი)მთელს მსოფლიოში, ქართველების გარეშე?… მოუსმინეთ კიდევ ერთხელ ამ ლეგენდა კაცის 11 წუთიან ვიდეოს კარგად და ბევრს თვალები აგეხილებად (მდიდრები და ღარიბები!!!…) https://www.youtube.com/watch?v=yd2DOK6tXg4
    საქართველოში თუ არ მოვიდა ჭეშმარიტი მარტო ხელფასზე დამოკიდებული, ეროვნებით და სულით ქართველი ხელისუფალი… თუ არა მაშინ, ჩვენი ცივილიზაციის დასასრული რომ იტყვიან ჩვენს თვალწინ, ჩვენთან ერთად მოხდება!!!… ხომ უსმინეთ, რას ამბობს ბატონი იგორი: ის ერები რომლებიც ვერ ჩაერთვებიან ახალ მსოფლიო მოწყობაში და ვერ დაანახებენ უმაღლეს აზროვნებას(ღმერთს) რომ ისინი საჭიროები არიან;
    მაშინ მათ თვითონ ღმერთი გაანადგურებსო….ფიქრის დრო აღარაა ქართველო !!!!!!!!!!!!!!

    1. წა(დ)ით ახლა და იყაყანეთ!

      ესენი თავის ქვეყნის, ამერიკის ეკონომიკას ანგრევენ და შენ აგაყვავებენ?…ასე იყო მაგათპრაქტიკაში; მაგალითად გამოგიყო “მიზნობრივი დახმარება” და ჩაგირიცხა ფული 100 $— ატკატის სახით 15-30% შეიძლება უკან წაიღოს… Разрушает экономику! https://www.youtube.com/watch?v=OjPbVY_ltkM

  5. ალია შენც კაი პროვოკატორი ხარ

    ესენი ნავალნის,ამ რუს ნაძირალას, რომ იცავენ იმის მერე ამათი როგორ უნდა დაიჯერო.

  6. წა(დ)ით ახლა და იყაყანეთ!

    იმეცადინეთ, თუ როგორი იქნება დემოკრატების ამერიკა და მსოფლიოც(ციფრული ფაშიზმის დასაწყისი) https://www.youtube.com/watch?v=kZJ0eFAgnIs

    1. წა(დ)ით ახლა და იყაყანეთ!

      С. Кургинян о США, Байдене и войне. “Большое интервью”(ბაიდენის ამერიკასა და პუტინის რუსეთს შორის, მომავალი; ურთიერთობის, სიტუაციის, უმორისტულ-სერიოზული და ძლიერი ანალიზი… )
      https://www.youtube.com/watch?v=TdB3fhEKwyY&t=338s

  7. ..............აბსურდის მსოფლიო 99%თვის....პოლიხრონიააააა............

    (SOS აღარ უნდა გამოფხილლდეთ, ისინი თქვენი სახლების კარებთან არიან უკვე!)
    აკულტიზმი, ნუმეროლოგია…ნორვეგიაში ვაქცინაციის შედეგად გარდაცვლილი მოხუცების შესახებ(მსხვერპლთშეწირვა?)…. B Норвегии скончались 33 добровольца. Там все объяснили ნახე სულ 3 წუთიანი ვიდეოა და საერთოდ ადევნეთ თვალყური ამ არხს ВАДИМ ШЕГАЛОВ Реальный Код да Винчи Игры элиты…
    https://www.youtube.com/watch?v=0u9sL_VM56o

  8. მამხილებელი, ტრამპი და ალიანსი

    Что произошло 20.01.2021. Звоним Астрону,Мэндору, Пилоту…ასტონი და მენდორი ადამიანები ალიანიდან?. მოუსმინეთ ორთავეს; დაფარულ და ძალზე რეიტინგულ ინფორმაციები “ბაიდენის ამერიკაზე”..საიტერესოა რა წერილი წაიკითხა მან და რატომ იტირა?… https://www.youtube.com/watch?v=GRTLWlSCxKU

    1. მამხილებელი, ტრამპი და ალიანსი

      Сущность борьбы в США და რატომ არ გადასცა ტრამპმა ბაიდენს, ატომური იარაღის პრეზიდენტის ჩემოდანი ? https://www.youtube.com/watch?v=l52txe7EgQk

      1. პ.ს

        США.Что дальше ?Новая Администрация в Белом Доме.Что Нового произошло.Джокер первая карта в колоде! საინტერესოა!……… https://www.youtube.com/watch?v=dNRWNsokfZE

  9. მამხილებელი!(გამოფხიზლებისთვისაა!)

    БесогонTV «Jedem das Seine / Каждому свое» ნ. მიხალკოვის “ბესაგონი”… კ.შვაბის, გაეროს, ინგლისის სამეფო კარის…მსოფლიო ციფრულ კონცლაგერზე, ახალ მსოფლიო გადატვირთვაზე…ჩვენ “უბედნიერეს მონურ” მომავალზე https://www.youtube.com/watch?v=rQSDEceknU4

    1. ანონიმური

      დღევანდელი БесогонTV «Jedem das Seine / Каждому свое» ნ. მიხალკოვის “ბესაგონი”… კ.შვაბის, გაეროს, ინგლისის სამეფო კარის,რომის პაპის…მსოფლიო ციფრულ კონცლაგერზე, ახალ მსოფლიო გადატვირთვაზე, ხელოვნურ ინტელექტზე…ჩვენ “უბედნიერეს მონურ” მომავალზე, სადაც გაუქმდება: ქვეყნები, კერძო საკუთრება, რელიგიები… და ბოლოს ადამიანიც(ტრანსგუმანიზმი) https://www.youtube.com/watch?v=rQSDEceknU4

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.