საქართველოში 81%-ს ეშინია, რომ საკვებისთვის თანხა არ ექნება და შიმშილობა მოუწევს – კვლევის შედეგი

Edison Research-ის იერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 37%-ს ძალიან ეშინია, რომ ახლო მომავალში არ ექნება საკვებისა და საოჯახო საყიდლების შესაძენი თანხა, 44-%-ს კი ოდნავ ეშინია.

მხოლოდ 19% ამბობს, რომ მას ამის საერთოდ არ ეშინია.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა.

კვლევა 23 ივნისი – 13 ივლისის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 18 წლისა და მეტი ასაკის 2000 ადამიანი. შედეგების ცდომილება + – 2.1%-ია.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    სტალინი. ხედავთ რა დღეშია ე. წ ცრუ თავისუფალი საქართველო ამ 30 წლის განმავლობაში?! მარტო ვიღაც ნაძირლები არიან დაფასებულები და ბედნიერებები ამ ე.წ ცრუ თავისუფალ საქართველოში!!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.