საქართველოში ტყისა და მინდვრის ხანძრები ლიკვიდირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, რამდენიმედღიანი აქტიური სამუშაოების შემდეგ, ტყისა და მინდვრის მასშტაბური ხანძრები სრულად ჩააქრო.

ამ ხნის განმავლობაში, ხანძარს ებრძოდა 700-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, 100-მდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

4 იანვრიდან დღემდე, დაფიქსირდა 300-ზე მეტი, სხვადასხვა მასშტაბის კერა. ყველა მათგანი ლიკვიდირებულია. სახანძრო უსაფრთხოების პროტოკოლის მიხედვით, კერებზე კონტროლისა და მონიტორინგის მიზნით, დარჩებიან მეხანძრე-მაშვები.

ხანძრები დაფიქსირდა სამეგრელოში, გურიაში, აჭარაში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლში. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს თავი შეიკავონ მინდვრებში, სახნავ-სათეს მიწებზე ცეცხლი დანთებისგან.

„მონადირეებმა დაიცავით უსაფრთხოების წესები ტყეებში გადაადგილებისას. ხანძრებს გამოუსწორებელი შედეგი მოაქვს გარემოზე ზემოქმედების კუთხით, ასევე მაღალია საფრთხე ცეცხლის სიახლოვეს მყოფი ინფრასტრუქტურისათვის“ – აღნიშნულია სამსახურის განცხადებაში.

ხანძრის კერები კვლავ აქტიურია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აფხაზეთში. აქ მოსულმა მცირე ნალექმა მდგომარეობა ვერ გააუმჯობესა.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.